საქართველოს ნაკრები სამოასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ სამოასთან 19:20 დამარცხდა.

უპირატესობას თავიდან სტუმრები დაეუფლენ, ჯერ მათი ლელო არ ჩაითვალა, შემდეგ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა მალე 50-მეტრიანი ჯარიმით აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. მე-13 წუთზე მსაჯმა გიორგაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რითაც სამოელებმა ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ნინიაშვილმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან სცადა საჯარიმოს გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. თამაში მძიმე იყო, ჩაკეტილი, მეტოქის მორაგბის გასინბინების შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და პირველი ტაიმი 6:10 წავაგეთ.

მეორე ტაიმიც სამოელთა უპირატესობით
დაიწყო, საჯარიმოთი ანგარიში გაზარდეს. ამას „ბორჯღალოსნების“ მრავალფაზიანი შეტევა, ჩაუთვლელი ლელო, ტაბუცაძის ლელო, აბჟანდაძის გამოუყენებელი გარდასახვა და ვიზავის მოთამაშის ყვითელი ბარათი მოჰყვა. თამაში თვალსასეირო გახდა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა, წნეხი გაზარდა, სამოელებმა საჯარიმო გააცუდეს, მერე ლელოს დადება ვერ შევძელით, თუმცა შეცვლაზე შესულმა ქუნთელიამ სადებიუტო მატჩში ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ ვერ გარდასახა და 16:13 დავწინაურდით. საქართველოს ნაკრები უკვე ინიციატივას სრულად ფლობდა, თამაშს წარმართავდა, მეტოქის მორაგბეს წითელი ბარათი მიაღებინეს, აბჟანდაძემ კი საჯარიმო გამოიყენა. სამწუხაროდ, დაცვის შეცდომის შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი სამოა ლელო-გარდასახვით წინ გავიდა და გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს კარდიფში უელსთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
კუნძულელები უდისციპლინიო რაგბის თამაშობენო და ჩვენ კი გვაჯიბეს,დისციპლინით.ყველა სათამაში კომპონენტში ვცდებოდით,უამრავი ჯარიმა ავიკიდეთ და სამოელებმა,არეულ თამაშში ჩაგვითრიეს.გამოდის რომ ჩვენზე ჭკვიანები ყოფილან.წინა თამაშში მიხაროდა,ფეხით თამაში გამოსწორდა,მეთქი...თურმე სულ ტყუილად.სადღაც გადაკარგულებიდან ჯარიმების და არეკნის კარში დარტყმას,აუტებიდან შეტევა რატომ არ სჯობდა,ვერ ვხვდები,ბოლოსკენ ხომ დერეფანიც დავალაგეთ და მოლიც.ადრეც დამიწერია და თქვენც,ყველამ კარგად იცით,რომ ქართველებს,ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში არ გვეხერხება.თანაც სპორტის ყველა სახეობაში.აუცილებლად ვუშვებთ შეცდომებს და ახლაც ასე მოხდა.წავაგეთ პრაქტიკულად მოგებული,აუცილებლად მოსაგები თამაში.კაცნაკლულ მეტოქესთან,მათი ბოლო შეტევის დროს,რამდენჯერმე დავჯარიმდით და ბოლოს,ძელებს შორის,დაუბრკოლებლად დავადებინეთ ლელო.ყველა ყველა და ამას მაინც მწვრთნელს ნუ დავაბრალებთ.ბიჭების უყურადღებობის ბრალი იყო.მსაჯზე სალაპარაკოც არაფერია,მათ რომ არ დაედოთ,ალბათ თვითონ დაგვიდებდა ლელოს.სანუგეშო ის არის,რომ წაგება,ჩვენი ბრალი იყო,მოსაგები(თითქმის მოგებულიც კი) თამაში წავაგეთ და ესე იგი,მათ დამარცხებას,შევძლებთ.
სოსო
13 ნოემბერი 2022 23:07
2
))))))-ს.ეგ გაშტერება არ არის.ყველა სახეობაში მოგვდის ხოლმე ასეთი რამე.მეტოქე ვაბანკზე მიდის,ჩვენ კი მათი თამაშის ცვლილებისათვის ფსიქოლოგიურად თუ ტაქტიკურად მზად არ ვართ და ვიწყებთ,უპირატესობის განიავებას.მთელი თამაშის ნაომარს,ორიოდე წუთში ვფლანგავთ.ფეხბურთში ბოლო წუთებზე გოლების გაშვება და წინ გასვლის შემდეგ,დაცვაში ჩაჯდომა,კალათბურთში,ყოველი მეოთხედის ბოლოს,ბურთის უაზრო დაკარგვები და ტყორცნამდე ვერ მიყვანილი შეტევები,რაგბიში ბურთის უაზრო მოგერიებები და სულ ბოლოს,თითქმის ყოველთვის გაშვებული ლელოები,ეს სულ ერთი და იგივე,ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე მინუსებია.დროზე ადრე ვამთავრებთ თამაშს,ამის გამო,ვისჯებით და ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ.აქაც უკვე მოგებულად ჩავთვალეთ თამაში და სწორდ ამიტომ წავაგეთ.რა თქმა უნდა ეს მწვრთნბელის ბრალიც არის,მაგრამ ზუროსის ღრიალიც ყურში მიდგას,კალათბურთელებს უკანასკნელ ნოტზე რომ უყვიროდა,გაიღვიძეთო და მაინც ვერ გააღვიძა.ეგ კი არა,საბჭოთა კავშირის დროინდელი თბილისის დინამოს თამაშიც კი,მახსოვს,ვილნიუსის სტატიბასთან,მატჩის დამთავრებამდე 35 წამით ადრე,7 ქულას რომ ვიგებდით,ბურთიც ჩვენი იყო,ცხონებული ნუგზარ ჯუღელი უკვე გამარჯვებას გვილოცავდა და მაინც მოვახერხეთ წაგება.მაშინ სამქულიანი სროლები და "ენდვანი",ჯერ კიდევ არ არსებობდა,მაგრამ მაინც წავაგეთ."ალბათ ვარჯიშებზე,ეგ სიტუაციებიც უნდა დაამუშაონ,მაგრამ სამაგისო დროის გამონახვა,ალბათ ძნელი იქნება.
სოსო
14 ნოემბერი 2022 20:07
0
სოსო მწვრთნელს იმას ვაბრალებ, რომ ურუგვაისთან როცა ანგარიში მიგყავს და საგნგაშოც არაფერია, გუნდი არ უნდა გაშტერდეს და მოულოდნელი ლელო არ უნდა მიიღოს. აქ კიდევ როცა თამაში მოსაგები გაქვს და მეტოქე კაცნაკლულია, ლელოზე უნდა ითამაშო და თამაში დაამთავრო ნაცვლად 45 მეტრიანი ჯარიმისა და არეკნისა. კი, მარცხი მარტო მწვრთნელის ბრალი არ არის, მაგრამ ვეჭვობ მწვრთნელს არსენალში რაიმე ტაქტიკური ჰქონდეს
:)))))))))))
14 ნოემბერი 2022 10:06
0
სანამ ბიძინა არ წავა ტყემალაძეც არ წავა,სანამ ტყემალაძე არ წავა მაისაშვილიც არ წავა, სანამ მაისაშვილი არ წავა ნაკრებიც უარეს მდგომარეობაში იქნება და ეს ოქროს თაობაც დაიკარგება..
სამწუხაროდ
13 ნოემბერი 2022 21:10
3
ზუსტად მაგ დავწერე და ვრცლად და ალბათ მაგინეს
simartle
14 ნოემბერი 2022 01:54
0
წაგების ძირითადი მიზეზი-

როცა საჯარიმოებით მოგებას დააპირებ და თამაშს მასზე ააგებ- მოგების შანსი მცირდება,მით მოწინააღმდეგე ფსილოგოურ უპირატესობას იღებს,რაც თამაშზე აისახება ადეეცთუ მოგვიანებით ...
კახაბერი
13 ნოემბერი 2022 18:53
0
აზრი არ აქვს როგორც ვატყობ არაფრის წერას და განსჯას. რაც არ უნდა მოხდეს მაისაშვილი მსოფლიოს დამთავრებამდე დარჩება,ტყუილად ვიშლით ნერვებს.ხოლო სტადიონზე დუტას სამარცხვინო “შოუ” ყველაფრის აპოგეა იყო. სანამ ეს ფედერაციაა სამწუხაროდ არაფერი გვეშველება.იმედი მქონდა ღვაწლმოსილი რეგბისტები მაინც დაგმობდნენ ამ სამარცხვინო საქციელს სტადიონხე,მაგრამ ნურას უკაცრავად…
BOSS
13 ნოემბერი 2022 13:36
3
ანიმატორი, კომენტატორი, თამადა... ეტყობა არ ესმის და არ უყვარს 'პატრონს' ეს თამაში და სხვასაც თავისი 'შელამაზებული' თვალით აყურებინებს.

ყველაფერი კარიკატურად აქციეს თამაშიც, გულშემატკივარიც და ჯვარიც. მეტოქეს ფსევდორელიგიური ფანატიზმით დავხვდით.

ჯვრად დგომა სადაური ტრადიციაა? ვაზის ლერწამი ნამდვილი ტრადიცია იყო და ისე დამალეს რომ დიდ ეკრანზეც კი არ ჩანს.


ანდრი
13 ნოემბერი 2022 12:09
3
ბიჭებო,ვაზის ლერწამი,მევენახე კაცისათვის,მამალი ძროხის კატეგორიაში გადის.ვაზის ლერწია სწორი და სამომავლოდ იცოდეთ.
სოსო
14 ნოემბერი 2022 20:13
0
არ დაუმალია ეგ ლერწამი არავის და გაიგეთ როგორმე! მარტო ლეწარმში ხედავთ პრობლემას და მეტი არაფერში? გუნდის ისტორიას გადაავლეთ თვალი და ნაკრების ნაღვაწი დააფასეთ! აგერ ინგლისმა არგენტინასთან წააგო ერთი ქულით და ამხელა ისტერიკა არ აუტეხავთ. არც მე მომწონს მაისაშვილის ბევრი რამე მაგრამ ეს გუნდი მთელი ქვეყნის არის . ისიც შეიცვლება ადრე თუ გვიან
))))
13 ნოემბერი 2022 16:34
1
კომენტატორი რო მდომოდა სტადიონზე კიარ მივიდოდი,
ტყემალაძის ინოვაცია იყო დუტა სხირტლაძე და მანამდე ვიღაცა თამადა კაცის დიქტორობა?
საბა
13 ნოემბერი 2022 10:56
2
------------------------
ჯაბა
13 ნოემბერი 2022 02:12
2
სამი დღია წინ დამესიეთ.. მტერი კი არ ვარ, არ იცის ნაისაშვილმათანამედროვე რაგბი და გადააკვდით ვისაც გინდათ!!!ძალით რაგბის მცოდნეები ხართ!!იტალიას როგროც მოვუგეთ მაგას მცოდნე ხალხი ხვხება…
პაატა
13 ნოემბერი 2022 01:56
6
პირადად ნინიაშვილმა მოიგო იტალიასთან, მაისურაძე რა შუაში იყო მანდ საერთოდ.
ვაცლავ ჰაველი
13 ნოემბერი 2022 10:16
4
3 ქულით იგებ და ლელოზე არ თამაშობ, ჯარიმას ურტყამ, მეტოქეს 7 ქულაში ტოვებ მაინტერესებს სწორი გადაწყვეტილებაა ???
გიორგი
13 ნოემბერი 2022 01:47
3
Mirosan. არც მე მომწონს მაისაშვილის უფანტაზიობა, მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ, ეგ კაპიტანზე და გუნდზე იყო დამოკიდებული. ის 45 მეტრიდან ნინიაშვილის დარტყმული სრულიად უაზრო ჯარიმაც თავიდანვე გაფუჭებული იყო. თავიდან სამოაც გვირტყამდა და თავქუდმოგლეჯილი არ გვიტევდა. უბრალოდ, სიტუაცია ასეთია - მაისაშვილი იქნება მსოფლიოზე და კრიტიკას აზრი დაკარგული აქვს.
: )))))))
13 ნოემბერი 2022 21:40
0
რააა გამართლებული არ გადამრიოთ, კაცნაკლულ მეტოქესთან ჯარიმის დარტყმაააა????თან მოლები უკვე რო კარგად წაგვივიდა????? ეს თამაში პირწმინდად წააგო მაისაშვილმა ;((((((((((((((( და ვიდრე ტყემალაძე ეგდება ფედერაციაში არსად წამსვლელი არააა ეგეც
mirosan
13 ნოემბერი 2022 18:29
0
ყველა გამოხმაურება
ვერ გავიგე ეს ვითომ მცოდნე გულშემატკივრები ამ ვაი და უსაშველო კომენატერბს რომ წერთ?! რა გინდათ მართლა ვეღარ გავიგე! არ არის ეს კაცი თანამდეოვე რაგბის მცოდენ ისევე როგროც ზუორი არაა თანამედროვე კალათბურთის და ვიყოთ ასე შემთხვევითობის იმედად! გაიზარდეთ რა!!! წადი ლევან ძმაო! ბუკა მაქსიმუმი გექნება დეპუტატობა და არ ღირს..
პაატა
13 ნოემბერი 2022 01:43
6

სიახლეები პოპულარული