საქართველოს ნაკრები სამოასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ სამოასთან 19:20 დამარცხდა.

უპირატესობას თავიდან სტუმრები დაეუფლენ, ჯერ მათი ლელო არ ჩაითვალა, შემდეგ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა მალე 50-მეტრიანი ჯარიმით აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. მე-13 წუთზე მსაჯმა გიორგაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რითაც სამოელებმა ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ნინიაშვილმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან სცადა საჯარიმოს გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. თამაში მძიმე იყო, ჩაკეტილი, მეტოქის მორაგბის გასინბინების შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და პირველი ტაიმი 6:10 წავაგეთ.

მეორე ტაიმიც სამოელთა უპირატესობით
დაიწყო, საჯარიმოთი ანგარიში გაზარდეს. ამას „ბორჯღალოსნების“ მრავალფაზიანი შეტევა, ჩაუთვლელი ლელო, ტაბუცაძის ლელო, აბჟანდაძის გამოუყენებელი გარდასახვა და ვიზავის მოთამაშის ყვითელი ბარათი მოჰყვა. თამაში თვალსასეირო გახდა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა, წნეხი გაზარდა, სამოელებმა საჯარიმო გააცუდეს, მერე ლელოს დადება ვერ შევძელით, თუმცა შეცვლაზე შესულმა ქუნთელიამ სადებიუტო მატჩში ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ ვერ გარდასახა და 16:13 დავწინაურდით. საქართველოს ნაკრები უკვე ინიციატივას სრულად ფლობდა, თამაშს წარმართავდა, მეტოქის მორაგბეს წითელი ბარათი მიაღებინეს, აბჟანდაძემ კი საჯარიმო გამოიყენა. სამწუხაროდ, დაცვის შეცდომის შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი სამოა ლელო-გარდასახვით წინ გავიდა და გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს კარდიფში უელსთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
კუნძულელები უდისციპლინიო რაგბის თამაშობენო და ჩვენ კი გვაჯიბეს,დისციპლინით.ყველა სათამაში კომპონენტში ვცდებოდით,უამრავი ჯარიმა ავიკიდეთ და სამოელებმა,არეულ თამაშში ჩაგვითრიეს.გამოდის რომ ჩვენზე ჭკვიანები ყოფილან.წინა თამაშში მიხაროდა,ფეხით თამაში გამოსწორდა,მეთქი...თურმე სულ ტყუილად.სადღაც გადაკარგულებიდან ჯარიმების და არეკნის კარში დარტყმას,აუტებიდან შეტევა რატომ არ სჯობდა,ვერ ვხვდები,ბოლოსკენ ხომ დერეფანიც დავალაგეთ და მოლიც.ადრეც დამიწერია და თქვენც,ყველამ კარგად იცით,რომ ქართველებს,ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში არ გვეხერხება.თანაც სპორტის ყველა სახეობაში.აუცილებლად ვუშვებთ შეცდომებს და ახლაც ასე მოხდა.წავაგეთ პრაქტიკულად მოგებული,აუცილებლად მოსაგები თამაში.კაცნაკლულ მეტოქესთან,მათი ბოლო შეტევის დროს,რამდენჯერმე დავჯარიმდით და ბოლოს,ძელებს შორის,დაუბრკოლებლად დავადებინეთ ლელო.ყველა ყველა და ამას მაინც მწვრთნელს ნუ დავაბრალებთ.ბიჭების უყურადღებობის ბრალი იყო.მსაჯზე სალაპარაკოც არაფერია,მათ რომ არ დაედოთ,ალბათ თვითონ დაგვიდებდა ლელოს.სანუგეშო ის არის,რომ წაგება,ჩვენი ბრალი იყო,მოსაგები(თითქმის მოგებულიც კი) თამაში წავაგეთ და ესე იგი,მათ დამარცხებას,შევძლებთ.
სოსო
23:07 13-11-2022
2
სანამ ბიძინა არ წავა ტყემალაძეც არ წავა,სანამ ტყემალაძე არ წავა მაისაშვილიც არ წავა, სანამ მაისაშვილი არ წავა ნაკრებიც უარეს მდგომარეობაში იქნება და ეს ოქროს თაობაც დაიკარგება..
სამწუხაროდ
21:10 13-11-2022
3

სიახლეები პოპულარული