საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
ამას ველოდებოდი 25 წელია და მაინცდამაინც დღეს ვერ ვუყურე . თქვენ ესე გააგრძელეთ სულ ჩანაწერებს ვუყურებ.
aleko
19 ნოემბერი 2022 20:12
1
ჰაა სადაა ექვსი ერი? ალყას ხოარ დაგარტყავთ თქვე შობელძახლებოოო??? ეხლა რაღას იტყვით
valka
19 ნოემბერი 2022 20:02
1
გილოცავთ ყველას ტიერ ერთს გუნდებს მოუგეთ ორს უკვე ამ წელს და ლევან მაისაშვილს ..არცერთ უცხოელ მწვრთნელს საქართველოში ეს არ გამოუვიდა ..
zurabi
19 ნოემბერი 2022 19:50
0
აბიჯო, ყოველდღე ხომ არ ვუგებთ ექვსი ერის გუნდებს, რა მოხდება, რომ ბოლომდე გვასიამოვნოთ და რეპორტაჟი არ გაწყვიტოთ ხოლმე... საჩუქრად არ გვინდა, ჩვენ გადავიხდით მაგ ოხერი რეკლამის ფულს და იქნებ, ცოტა ფეხის ქირაც გაჩუქოთ ხოლმე...
დდდ
19 ნოემბერი 2022 19:50
1
მსოფლიოზედაც უნდა დავადოთ კიდევ ერთხელ
qartveli
19 ნოემბერი 2022 19:38
1
სად ხართ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის გამოუსწორებელო კრიტიკოსებო? ახლა მაინც აღიარეთ ამ კაცის კომპეტენცია. არ თქვათ ახლა, მხოლოდ ბიჭების დამსახურებააო. ზუსტად ლევანმა გადააწყო გუნდი მეორე ტაიმში და მან მიიღო გაბედული გადაწყვეტილება, როცა თედოს ნაცვლად მატკავა შემოიყვანა. საქართველოს გაუმარ-ჯოს!!!
anti-maisashvilebs
19 ნოემბერი 2022 19:35
12
გიორგის... ჯანსაღი კრიტიკიკა რა თქმა უნდა, მაგრამ არა ლანძღვა უსამართლოდ!!
ზაალი
19 ნოემბერი 2022 20:25
0
ჯანსაღი კრიტიკა და შეცდომების გააზრება ყოველთვის უნდა იყოს. ამის გარეშე წინსვლა არ არსებობს!
გიორგი
19 ნოემბერი 2022 20:03
0
აი, ამიტომაც გვიყვარს რაგბი და ის ჯიგარი და შემართება, რომელსაც სპორტის სხვა სახეობაში ფაქტიურად ვერ ნახავთ... დასანანი, მაგრამ ობიექტური მარცხი იტალიასთან კალათბურთში, ყოვლად უსახური და უნიათო ( ვისაც უნდა, ეწყინოს) საფეხბურთო მარცხი მაროკოსთან და... სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი, სწორედ იქ ჩავხურეთ წელიწადი მაჟორულ ნოტაზე, გენაცვალეთ ბორჯღალოსნებო, ქვეყნის საამაყო შვილები ხართ!!!
ვოოტ
19 ნოემბერი 2022 19:34
0
გილოცავთ მთელ საქართველოს,საამაყო შვილები გვყავს, იამაყეთ და წინ დიდი გამარჯვებებისკენ, შემდეგი შესვლა ექვს ერში
შალვა
19 ნოემბერი 2022 19:30
1
მადლობა ამ ბედნიერებისთვის!
გიო
19 ნოემბერი 2022 19:30
0
გილოცავ საქართველო. ჩვენ მორაგბეებს დიდი მადლობა ჟიგრები და ძალიან მაგრები ხართ, მეამაყებით. გილოცავთ ყველას...
ზურაბ სუხაშვილი
19 ნოემბერი 2022 19:25
0

სიახლეები პოპულარული