საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცააააააავთ!!!
ამდენი არასდროს მიტირია სიხარულისგან, თქვენი ჭირიმე. ამასაც მოვესწარი.
წინ საქართველო!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
19 ნოემბერი 2022 19:06
0
სად უყურეთ მატჩს?
გიორგი
19 ნოემბერი 2022 19:05
24
გილოცავთ
qartveli
19 ნოემბერი 2022 19:04
0
ეს საქართველოს დღეა, უდიდესი დღე!!! მიყვარხართ!!!
ალექს
19 ნოემბერი 2022 19:03
1
თურმე ქვითინით ტირილი შემძლებია, თქვენ გენაცვალეთ მე!!!
დათო
19 ნოემბერი 2022 19:01
1
მაისაშვილი არ გადადგეს?
Zviads
19 ნოემბერი 2022 18:58
3
მოგება გვიხარია მაგრამ ერთი თამაშით არ ილაპარკაო
19 ნოემბერი 2022 19:20
28
ავოეეეეეეეე ფშიჭიუუუუუუუუ !!!!!! რა მაგარია დავიცალე ემოციებისგან !! ხმა აღარ მაქვს!! გილოცავ საქართველოვ ჩემო!!!
გიორგი
19 ნოემბერი 2022 18:57
0
წარმატებები... კიდევ ბევრი მოგველოცოს... ეს მეორე (იტალიის მერე) და კიდევ მეტი არ გაჩერდეეთ... გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ რაგბს... გ ი ლ ო ც ა ვ თ
ქუთაისი
19 ნოემბერი 2022 18:57
2
რაგბი ჩვენი თამაშია. ფეხბურთი ჩვენი სირცხვილია.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
19 ნოემბერი 2022 18:55
85
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული