საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
სამოასთან თამაშის შემდეგ საქართველო უელსს მოუგებს მეთქი რომ დავწერე 50 დისლაიქი დამიწერეს. ახლა ველოდები ლაიქებს
ზაზა
19 ნოემბერი 2022 21:06
5
დიდი მადლობა რომ შედეგი გამოიცანი და ჩვენი ნაკრების წარმატების გჯეროდა!!!! თუმცა რადგა ლაიქებს ხარ გამოკიდებული ისევე დისლაიქების თვლა მოგიწევს
Lebron
19 ნოემბერი 2022 21:29
10
მაისაშვილი უმაგრესია. რაც ვერ გააკეთა უცხოელმა, აგერ კაცმა უხმოდ შეასრულა. რაც მთავარია - გუნდი შეკრა სწორად და ყველაფერი ქართული გაუღვიძა. მადლობა ბიჭებს და მაისაშვილს
საბურთალო
19 ნოემბერი 2022 20:54
7
ჯიგარამოჭრილმა ფეხბურთელებმა ალბათ უყურეს რა არის თავდადება და ნამდვილი ბრძოლა. ხვიჩამ ნაპოლიში რამდენი თამაში ჩაატარა და ჟილკა და შემართება არ დაუკარგავს, იმიტომაც არის იქ სადაც არის. ბრძოლაა მინიმუმ ყველა სპორტი და არა მოედანზე სეირნობა. გილოცავთ მებრძოლებო გამარჯვებას და დიიიიდი მადლობა ერის გახარებისთვის
???????????????
19 ნოემბერი 2022 20:47
3
ბოდიში მომითხოვია მაისაშვილისთვის. ( ზღვარს არასდროს გადავსულვარ) სულ ვაკრიტიკებდი..ბოდიში! მე ვცდებოდი, ის მართალი აღმოცნდა! გმადლობთ, ბიჭებო!
რეზო
19 ნოემბერი 2022 20:41
6
კი არ გაქაჩა ქართველმა უმაგრესმა მწვრთნელმა, გ ა დ ა ქ ა ჩ ა ბოლომდე. ისტორია დაწერა მაისაშვილმა , ი ს ტ ო რ ი ა . ლომებს სწორი მიმართულება მისცა
mmm
19 ნოემბერი 2022 20:41
5
მაისაშვილს გორგასლის ორდენი და ბარაქა გუნდსა და ოჯახში
სტალინი
19 ნოემბერი 2022 20:38
6
აფერუმ მაისაშვილო შენ და შენი მგლების ვაჟკაცობას, მადლობა
gori
19 ნოემბერი 2022 20:35
3
სანიოლს და ხიზანას უნდა დაავალს ფედერაციამ რომ ვარჯიშის შემდეგ სახლში კი არ გაუშვან ეგ ვითომ ფეხბურთელები უნდა ჩაურთონ ტელევიზორი და ანხონ ჩვენი რაგბისტების თამაში, იქნებ ცოტა თავდადებამ გამოიღვიძოს მათში, მაგრამ კაი ნათქვამია როგორც მზისგან სალამური არ გამოვა, ისე მაგათგან ფეხბურთელი არ დადგება
მამუკა
19 ნოემბერი 2022 20:20
15
მაისაშვილი ჯადოქარია, უხმოდ აკეთებს ქვეყნის საქმეს,უამრავი მტერი ჰყავს ძირითადად უვარგისები, იმედია ეხლა მაინც დადუმდებიან..............
სტალინი
19 ნოემბერი 2022 20:18
7
მართალი ხარ ასე რამ შეაძულათ ქართველი ამ ხალხს არ ვიცი
თაზო
19 ნოემბერი 2022 20:37
3
კაცმა ყველას თავისი შედეგით აჩვენა მისი მაღალი დონე.. ისევ რჩებიან ისეთები, ვინც არა მარტო აკრიტიკებს, არამედ ლანძღავს...
ზაალი
19 ნოემბერი 2022 20:23
2
საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გილოცავთ ბიჭებს, თქვენ და მთლიანად საქართველოს. მე მაისას კრიტიკოსების რიცხვში ვარ, თამაში არ მინახავს, რომ ვნახავ ანალიზს მერე გავაკეთებ. პირადად მას ჩემი არაფერი მართებს, მაგრამ როცა 3 წლის განმავლობაში ერთი და იგივე შეცდომები ოდნავადაც არ უმჯობესდება (აუტები, ჯარიმები, რაქების გაწმენდა, დისციპლინა), კრიტიკა დამსახურებულია! დღეს მოგებით გავიხაროთ და ხვალ დავუბრუნდეთ შეცდომებია გამოსწორებაზე ზრუნვას!
თორნიკე
19 ნოემბერი 2022 20:15
25
თორნიკე! უშეცდომო ვინ არის, რომ მაისაშვილი იყოს? ყველას მოგვდის შეცდომა და გადამეტებულად ნუ ვიცით გადავლა. მოიგებენ ჩვენი სპორცმენები ნებისმიერ სახეობაში და მოდის და მოდის საქებარი სიტყვები, თუ მოთამაშეების და განსაკუთრებით მწვრთნელის მიმართ, ვაიმე თუ წააგებენ და ატყდება ერთი ვაი უშველებელი, ლანძღვა გინება. ასეთი ორმაგი სტანდარტებით მიდგომა არის ძალიან ცუდი!
თორნიკეს
19 ნოემბერი 2022 21:22
2
თუ თამაში არ გინახავს არა მგონია რაგბის დიდი გულშემატკივარი იყო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ საამისო მიზეზი გქონდა
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2022 20:55
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული