საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
მეორე ტაიმში ჩვენმა შერკინებამ უბრალოდ გადაჯეგა უელსი და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ისტორიულ გამარჯვებაში
giorgi 3
19 ნოემბერი 2022 19:24
0
გამოხტით ეხლა სად ხართ ისინი, ვინც მაისაშვილის კინწისკვრით გაგდებას ითხოვდით, გამოდის სამოასთან ძალები დაგვიზოგავს და რაღაცეები დაგვიმალია კიდეც.
რრრ
19 ნოემბერი 2022 19:23
9
არც იქ დაგვიმალია,რამე.უბრალოდ,თამაშის დამთავრებამდე გადავწყვიტეთ,რომ უკვე მოგებული გვქონდა და კონცენტრაცია დავკარგეთ.მადლობა ბიჭებს და მადლობა სამწვრთნელო შტაბს.მჯეროდა,რომ სამოასთან ასე დასანან მარცხს,გაორმაგებული მონდომებით უპასუხებდნენ,მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი,რომ ეს,უელსელთა დასამარცხებლად გვეყოფოდა.მგონი ლევან მაისაშვილის კომპეტენციის საკითხიც უნდა მოხსნას,ამ გამარჯვებამ.რაგბის "გარტყმაში" არ არისო და აქამდე მიუღწეველი ორი გამარჯვება მოაპოვებინა ,ნაკრებს."გარტყმაში" რომ შევა,მაშინ რაღა იქნება,ოცნებასაც ვეღარ ვბედავ.
სოსო
19 ნოემბერი 2022 20:19
0
რეალურად არაფერი დაგვიზოგავს. არც დაგვიმალავს, გააზრებულად არა ყოველ შემთხვევაში. არ გამოვიდა იქ რაც იყო ჩაფიქრული და აქ გამოვიდა, საბედნიორედ ყველაზე კარგი სცენარით დასრულდა ყველაფერი
._.
19 ნოემბერი 2022 19:29
1
ყველა გამოხმაურება
გილოცააავთ! ისტორია დაიწერა, ძალიან კარგი თამაში იყო, აზრიანი გადაწყვეტილებები რაც გვაკლდა აქამდე. აი ფეხბურთს და რაგბს ვინც ღვარძლიანად ადარებთ მაგარი გოიმები ხართ, ორივეთი რო ამაყობდეთ და ერთნაირად გული შეგტკიოდეთ არა? :დდ თუ აზრზე არ ხართ სპორტის დაანებეთ რა თავი, პროფესორები როგორ ხართ ყველანი. ძალიან უცნაური ხალხი ვართ..
._.
19 ნოემბერი 2022 19:22
2
მაგენი ჯერ კიდევ 2017 წელს გადაგვირჩნენ, როცა ანგარიში იყო 13:6 და მათ 5 მეტრიან ზონაში დანიშნულ შერკინებაში არ "შემოვიდნენ". თორემ ფრე გარანტირებულად გვქონდა.
თბილისელი
19 ნოემბერი 2022 19:18
0
გილოცავთ ყველას! შავი ლომის შექმნამ ძალიან წინ წაწია ჩვენი რაგბი.მიუხედავად ბევრი ლეგიონერისა ნაკრების საბაზო გუნდია.თუ უკეთეს ტურნირში მიიწვევენ ნაკრების დონეც აიწევს
ირაკლი
19 ნოემბერი 2022 19:16
2
ბრავოოოოოოო!!! უდიდესი წარმატებები მომავალშიც ჩვენს ბიჭებს!
ვახო...
19 ნოემბერი 2022 19:16
0
გილოცავ საქართველო, გამარჯვებული იყავი მარად! მადლობა ბიჭებო, მადლობა გენაცვალეთ! მადლობა, რო ეს ბედნიერების, სიამაყის დღე-სასწაული გვაჩუქეთ!
გიგლია
19 ნოემბერი 2022 19:13
0
გენაცვალეთ ბიჭებო, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ რომ, თუ ერთად ვართ ერი შეკრული როგორც ჩვენი შერკინება ადვილად ვერავინ დაგვჩაგრავს, პირიქით აქეთ დავაგუგუნებთ ჩვენს ფერხულს, დიდი მადლობა თქვენ, დღეს ყველა ჭეშმარიტი ქართველი ამაყია და ბედნიერია.
მე-14 სკოლა
19 ნოემბერი 2022 19:09
1
რა მაგარია. ლომებო ყოჩაღ თქვენ. გილოცავთ ყველას.
G.LA
19 ნოემბერი 2022 19:09
0
გილოცავთ, ძმებოოოო!!!
ILIA
19 ნოემბერი 2022 19:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული