ქართველთა გამარჯვებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემა BBC გამოეხმაურა:
"მიუხედავად იმისა, რომ უეინ პივაკის გუნდმა ჯაკ მორგანის 2 ლელოს წყალობით, პირველი ნახევარი 12:3 მოიგო, მეორე ნახევარში ალექსანდრე თოდუას ლელოთი და მატკავას საჯარიმო დარტყმით, საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა.
ეს მარცხი პივაკის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მართალია, საქართველოს ნაკრებმა გასულ ზაფხულს იტალია დაამარცხა, თუმცა დღევანდელი შედეგის შემდეგ, მათ "6 ერში" გაწევრიანებაზე კიდევ უფრო ხშირად ილაპარაკებენ.
მეორე ნახევარში ქართველების შერკინება წარმოუდგენელი იყო,
"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი
შარიქაძე: ბევრი სცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
თუმცა ის, რომ ექვსი ერის მამებს ამდენი თავის მართლება უწევთ ჩვენ გამო, ეგ ქართველი მორაგბეების და ზოგადად, რაგბის დიდი მიღწევაა. დაახლოებით იგივეა, პერესს და ანიელის რომ ეთქვათ, ბოდიში, მაგრამ თბილისის დინამოს ვერ მივიღებთ ჩვენს სუპერლიგაშიო.