მაისაშვილი: ჩვენ ასეთები ვართ ქართველები - ისტორია დავწერეთ, კიდევ ერთხელ

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში უელსის 13:12 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"ალბათ, ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისთვის. ჩვენ ასეთები ვართ ქართველები, რასაც მივაღწევთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს აღარ გვაკმაყოფილებს და შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობთ.

როგორც კი შევიკრიბეთ, ბიჭებს ერთი რამ ვუთხარი: "ეს თამასა თქვენ ასწიეთ მაღლა და იფიქრეთ მის უფრო მაღლა აწევაზე". როგორც ყოველთვის, გეგმა გვქონდა - ასეთ გუნდებს თავიდანვე ეფექტის მოხდენა და ძალიან მაგრად დარტყმა ახასიათებთ. ხშირ შემთხვევაში ამით შედეგს
აღწევენ. ჩვენ პირიქით უნდა გაგვეკეთებინა, რაც მოვახერხეთ. პირველივე წუთებზე ლელოს გატანის შანსი გვქონდა, პირველი ქულებიც ჩვენ ავიღეთ, თუმცა ამის შემდეგ დაშვებული რამდენიმე შეცდომის შედეგად ისე მოხდა, რომ მაინც მდევრის როლში აღმოვჩნდით.

ამ ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, იყო პატარა შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. განსაკუთრებით პირველი ტაიმის ანგარიში იყო ძალიან დიდი მოტივაცია და შესაძლებლობა მეორე ტაიმში მომენტს დავლოდებოდით და კარგად გამოვიყენეთ.

შეცვლაზე შესულებმა ძალიან დიდი ძალა შეიტანეს, მოწინააღმდეგე დავჩაგრეთ იმ კომპონენტებში, სადაც თამაშის მართვა ფაქტიურად უკეთ შევძელით, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ ასეთი დონის გუნდი უფრო მეტს ნერვიულობს შენთან და უფრო მეტ შეცდომას უშვებს. უფრო მყარად ვიყავით ფსოქოლოგიურად, სტაბილურად დავრჩით და საჯარიმოდან მეორე შანსი ხელიდან არ გავუშვით. მადლობა ბიჭებს და მადლობა ყველას, ვინც იყო ამ პროცესში. ალბათ, ისტორია დავწერეთ, კიდევ ერთხელ".

altსაქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

alt"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი

altBBC: საქართველოს ნაკრების "6 ერში" გაწევრიანებაზე ახლა უფრო ხშირად ილაპარაკებენ

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვულოცავ ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას..ლომებივით იბრძოლეს და მართლად ისტორიული შედეგია...უელსს სახლში ისეთი თამაში მოუტრიალეს...მომავალი დიდი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს.დრევანდელი წარმატება.....ჯიგრები ხართ ლომებო..ისე გაგვახარეთ დღეს
ბუჯანგა
22:43 19-11-2022
1
ჯერ მარტო რა ვაჟკაცური გარეგნობა აქვთ ჩვენ ლომებს!
ასეთები იქნებოდნენ ჩვენი ის წინაპრებიც, ათჯერ აღმატებულ მომხდურს რომ ანადგურებდნენ.
გენაცვალეთ, ქართველებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ILIA
22:16 19-11-2022
1

სიახლეები პოპულარული