"საქართველოს ნაკრებს ზელანდიის წინააღმდეგ თამაში სურს" - იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა onrugby.it-ის ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირი მუშაობს, რომ ნაკრებმა "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ ტესტ-მატჩი გამართოს.

"საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში 2 უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვებები მოიპოვა (სახლში იტალიასთან და სტუმრად უელსთან). ქართველთა რაგბის კავშირში ყველაფერს აკეთებენ, რათა ნაკრებმა "ექვსი ერისკენ" სწრაფვა განაგრძოს.

ორი თვის წინ საქართველოს მსოფლიო რაგბის დელეგაცია ესტუმრა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, მას ბილ სვინთან შეხვედრა და ინგლისურ კლუბებთან თანამშრომლობა სურს.

"გვინდა ინგლისურ კლუბებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს, მინდა, ბილ სვინს შევხვდე (ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი
დირექტორი), მისი რჩევები მოვისმინო. ამჟამად ჩემპიონშიპში მხოლოდ ერთი მორაგბე გვყავს. "ლელო სარასენსს" ინგლისურს "სარასენსთან" მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა, თუმცა მენეჯმენტის ცვლილებების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ბილს აუცილებლად ვკითხავ, შესაძლებელია თუ არა ამ კავშირების აღდგენა.

რაც შეეხება "ექვს ერს", ერთი ან ორი გამარჯვება ჩვენს მომავალს არ წყვეტს, მუშაობა უნდა განვაგრძოთ და ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ იქ ჩვენი ადგილია. ვიცი, რომ ისინი გვაკვირდებიან, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით, რათა მეტი სტაბილურობა გამოვავლინოთ" - განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ახალი ზელანდიის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 2015 წელს მსოფლიო თასზე დაუპირისპირდნენ. მატჩი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით 43:10 დასრულდა.

altმესამე ტაიმი და სოსო ტყემალაძის სიურპრიზი ქომაგებს

altსაქართველოს ნაკრები რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა!

altედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

მკითხველის კომენტარები / 8 /
სწორედაც რომ ზელანდიასთან თამაშია ძალიან კარგი. მთავარია ბორჯღალოსნები მათთან თამაშში ბოლომდე დაიხარჯონ და თუნდაც წააგონ (ნუ დაგვავიწყდება ირლანდიას საუკუნის განმავლობაში არ ჰქონდა ირლანდიასთან მოგებული) არანაირი პრობლემაა.
რამაზ
25 ნოემბერი 2022 23:25
1
"რუსთავს" - ევროპას რომ ახსენებ ალბათ დიდ ბრიტანეთს გულისხმობდი, თუმცა ძალიან სცდები. კონკრეტულად იტალიასთან მიჩიჩინება არაფრის მომცემია. იტალია სულ ცოტა ხნის წინ სულ ხის კოვზებს ღებულობდა, რეიტინგშიც ჩვენზე (და ჩვენს გარდა სხვა ტიერ-2 გუნდებზეც) დაბლა იყო, ალბათ ობიექტურად უფრო სუსტი (მაშინ ჩვენთან თამაშს გაურბოდნენ), მაგრამ ჩვენი "გა-ექვს-ერიანება" ცარიელ ლაპარაკს არ გასცილებია. ეხლა იტალიამ ამოქაჩა, თუმცა მაინც ექვსი ერიდან ნებისმიერ სხვა გუნდთან წარმატება გაცილებით უფრო ღირებული იქნება. რაც შეეხება წაგებას, ჩვენი ირლანდიასთან 4 ქულით, უელსთან შვიდი ქულით მარცხი მთელმა სარაგბო სამყარომ დიდ წარმატებებად შეაფასა და რეალურადაც ასე იყო. იმ წაგებების გარეშე წლევანდელი მოგებები ვერ იქნებოდა. ღმერთმა ქნას ზელანდიასთან ამ ეტაპზე თითქმის ტოლ-სწორად თამაში მოვახერხოთ და მხოლოდ მცირედით დავმარცხდეთ...
რამაზ
26 ნოემბერი 2022 11:52
0
კაი შევხვდით ახალ ზელანდიას, ბიჭები დაიხარჯნენ ბოლომდე რაშიც ეჭვიც არ მეპარება, წავაგეთ 30:10 , რაში წაგვადგება? ევროპას არ აინტერესებს ჩვენი ბრძოლისუნარიანობა და ძლიერი შერკინება და ა.შ მთავარია ტაბლოზე რა ფიქსირდება! სისტემატიურად უნდა მოვუგოთ იტალიას რომ უღირდეთ ჩვენზე ფსონის გაკეთება, შემდეგ გადავალთ ერთი ეტაპით მაღლა. ჭაობიდან ეგრევე მწვერვალზე არავინ გაგიშვებს.
რუსთავი
26 ნოემბერი 2022 00:24
7
ყველა გამოხმაურება
ბატონო იოსებ, თავის დროზე მწერალმა ნარგიზა მგელაძემ თქვა: "დიდება თვითონ გიპოვის"-ო, ანუ დიდება არ უნდა ეძებო, თავჩაღუნულმა უნდა იშრომო და დიდება თვითონ მოგაკითხავს. თქვენი ხელმძღვანელობით რაგბის ფედერაცია სწორ გზაზე დგას, ასე განაგრძეთ და 6 ერს, თვითონ გადააკეთებენ 8 ერად.
ჟორა გაბრიჭიძე
26 ნოემბერი 2022 11:07
6
ჩემი აზრით პირდაპირ ზელანდიასთქნ დაპირისპირება იქნება სისულელე და ხეპრეობა, წავაგებთ და ისევ ახლოდან იქნება დასაწყები რადგან სათქმელს მივცემთ ყველას რომ ჯერ იმ დონეზე ვერ ვართ... დასუსტებულ იტალიას და უელსს მოვუგეთ ( მართალია ეს არ გვაკნინებს მაგრამ მაინც), ჭკვიანურად უნდა გავაგრძელოთ და სწორ დროს დავიჭიროთ შედარებუთ ცუდ ფორმაში მყოფი 6 ერის ნაკრებები, მოვუგოთ იტალიას მეორედაც, მოვიწვიოთ უელსი თბილისში...
რუსთავი
25 ნოემბერი 2022 22:22
12
რა დასუსტებული იტალია? ასე ძლიერი იტალია ბოლო 10 წელიწადში არ ყოფილა. თანაც ჩვენთან თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. და საერთოდაც შენ "ჭკვიანურ" ლოგიკას ვერანაირად გავიზიარებ.
რამაზ
25 ნოემბერი 2022 23:34
0
ვის არ სურს? :D
კ.მარქსი ფ.ენგელსი
25 ნოემბერი 2022 20:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული