ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, მის ყოფილ წევრებს მადლობა გადაუხადა, ახლებს კი მეტი კონტროლისკენ მოუწოდა და წარმატებები უსურვა:

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გამგეობის ყოფილ წევრებს, რომლებმაც რაგბის კავშირი ამ რთულ პერიოდში ატარეს. მინდა მათ მიმართ სათითაოდ გამოვხატო მადლიერება, რადგან არჩევითობას გაგებით შეხვდნენ და ქართული რაგბის წინსვლას ასე მიესალმებიან“.

„რაც შეეხება ახალ გამგეობას, გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული დავით კაჭარავა. მასზე პირადად მე და გამგეობის წევრები დიდ იმედებს ვამყარებთ. იმედი მაქვს, რომ ახალ გამგეობაში იქნება საკითხების სიღრმისეული განხილვები, მაქსიმალური კონტროლი რაგბის კავშირის საქმიანობაზე, მოთხოვნა ყველა გეგმის ზედმიწევნით ზუსტად შესრულებაზე და ამაში გამგეობის თავმჯდომარის როლი მნიშვნელოვანია“.

„ასევე მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში. ჩემი თხოვნით ის უხელმძღვანელებს ნაკრებთან ურთიერთობას, დაიცავს მის ინეტერესებს გამგეობაში და გაატარებს რაგბის კავშირის ინტერესებს ნაკრებში“.

„მთლიანობაში საინტერესო დღე გამოვიდა, იყო კარგი მსჯელობები. გამგეობის წევრებს გავაცანი განვლილ 5 თვეში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები. ვულოცავ ქართულ რაგბს პირველ არჩევით გამგეობას, რაც ჩვენი დაპირება იყო. ვფიქრობ, ერთიანად ქართული რაგბის სწრაფ განვითარებას კიდევ უფრო დავაჩქარებთ“.

rugby.ge

kaplani
და ოცნების კლანზე რო ლაპარაკობ, ბარემ ისიც თქვი, ვისი დამსახურებაა რაგბი რო ესეთ დონეზეა და ამხელა მხარდაჭერა აქვს... ვისი დაფინანსებითაა ასეთი წარმატებული.. მარა რაც მიშამ არ ქნა ის ხიხიაა ხო? დდდ
gia
და რატო უნდა შეადარო აბუსერიძე ამას? რაგბის თამაშს კი არ აპირებენ. ორივე ოცნების კლანი იყო და ერთმა იძალა. სამწუხაროა რომ რაგბშიც პოლიტიკა შემოვიდა, თუმცა ამ ორს შორის მაინც ეს ჯობდა ფედერაციის ხელმძღვანელად.
ფშაველი
ციყვი და ლეგენდა!!! აბუსერიძე ამას როგორ უნდა შეადარო???!!!საქართველო ზოოპარკს ემსგავსება!!!
15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დინამო თბილისი 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
მარიამ დუნდუა კრივის მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
"ლორიანმა" შანსები ვერ გამოიყენა - პსჟ-მ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა, მისმა გუნდმა კი 5:0 გაიმარჯვა
სათადარიგო ქვილითაია და "ჰოლშტაინის" გამარჯვება "კაიზერსლაუტერნთან"
15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"არ გამიმართლა, ჩემს დროს ნამდვილი მკვლელები იყვნენ" - რონალდო
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
"ვნანობ თუ არა, რომ ქომაგს დავარტყი?" - კანტონამ შეკითხვას უპასუხა
გულიაშვილმა ვერ ითამაშა, ზაბირიმ ისევ გაიტანა, "რასინგმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
[VIDEO] ზივზივაძე მოედნიდან უგოლოდ არ გადის - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
პორტუგალიელთა მწვრთნელი: საქართველოში მძიმე მგზავრობა გველოდება, რაც სიგიჟეა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
იოსებ ტყემალაძე MARCA-სთან - "2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს"