"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
შენი ადგილი პარლამენტში რო არაა მაგას კიდე ვერ მიხვდი???? მაგ ელემენტარულს ვერ ხვდები და იმ კანონპროექტში რაც ეწერა იმას გაიგებდი? შენ რაც იცი რეგბია და მიყევი იმ საქმეს რაც იცი.... როგორც თავის დროზე გიორგი ასანიძემ ქნა მიხვდა კაცი რომ მისი საქმე არ იყო პოლიტიკოსობა..... ხალხს თავს ნუ აძულებთ რომელი ხალხის ძალა ხართ ასიათასობით რომ გამოვიდა მაგ კანონის წინააღმდეგ იმ ხალხის ძალა ხართ? რაც გინდათ იმას რო ირქმევთ.. ირმების გუნდი დაირქვით მოგიხდებათ ან ქორბუდების....
რონი
14 მარტი 2023 22:07
9
მანდ რომ წახვედი მაშინ მიიფურთხვე თვითონ. ხალხს სპორტსმენი უყვარდი და არა რობოტი პოლიტიკოსი ,რომელსაც თავისი აზრი არააქვს , როცა უნდა წითელზე აჭერიებენ როცა უნდა მწვანეზე , შეძულდები ხალხს რაიქნება აბა . უბრალოდ შენგან გამიტყდა თორე სხვა მონები ვისაც ყურით ათრევენ შენსავით ფულის სანაცვლოდ ისედაც ბევრი მანდ
Emi
14 მარტი 2023 15:21
21
100%, ვითომ სულ ამის შემოქმედება იყოს ეგ კანონპროექტი, მარიონეტები არიან და სათამაშოები სხვის ხელში.
sys
14 მარტი 2023 15:35
14
შენ თავად მიაფურთხე იმ 20 წელსაც და ხალხის სიყვარულსაც. შენც, კობიაშვილმაც, სანიკიძემაც და სხვას რას ემართლები
შენ თავად მიაფურთხე
14 მარტი 2023 23:55
9
განსაკუთრებით მაგიტომ გვწყდება გული საქართველოს ნაკრებისთვის ამდენი რომ გაქვს გაკეთებული და ახლა ერთი ხელის მოსმით რომ ანიავებ ჩვენს სიყვარულს. არ არის შენი საქმე პოლიტიკა, კარგი დროა რომ უარი გეთქვა და განდგომოდი ანტიქართულ კანონს, მაგრამ შენ მგონი პირიქით აპირებ კეთებას, ხოდა პირადად ჩემგან დაფასებას ნუღარ ელოდები!
Irakli
14 მარტი 2023 16:05
19
საწყალი თურმე ღამე არ სძინავს მშიერი ქართველი ბავშვების ცოდვით,შენი რომაული და პარიზული არდადეგები არ გამოგვაპაროოო!!!!
ლადო
14 მარტი 2023 20:08
25
მაგას თუ რომაული და პარიზული არდადეგები აქვს,ყველაფერი თავის შრომით და ოფლით აქვს ნაშოვნი.დგეხართ და ჭორაობთ ამხელა კაცები,რომ გკითხოთ კაცები ხართ,ქალებთან ბოდიში,მაგრამ ქალიც არ იჭორავებს ესე როგორც ზოგიერთი კაცი ჭორაობს. კაცმა მთელი ცხოვრება ივარჯიშა იშრომა,მსოფლიო ჩემპიონატს არ დაკლებია და ყოველთვის უსახელებია საქართველოს ნაკრები სადაც წასულა და თუ რამე იშოვა,მხოლოდ თავის შრომით.ნეაპოლში დაფრინავს 37 მანეთად ნახევარი საქართველო და კაჭარავას დაამადლეთ პარიზში ჩასვლა,პატარა კაცუნებო,პირისპირ თუ ეტყოდით იგივეს?! თავმოყვარეობა დაკარგა ხალხმა საქართველოში,საზოგადოება აღარ არსებობს,ეს რათქმაუნდა ოცნების დამსახურებაცაა,რადგან ვერ მართეს სათანადოდ ქვეყანა, ჭაობში იძირება ქვეყანა და ხალხი იმის ნაცვლად რომ ერთამენთს გვერდში დაუდგეს,ზემოდან აწვება ერთმანეთს რომ ჩაძიროს
საქართველო
14 მარტი 2023 22:13
14
წადი შენ შენს გზაზე დათო ბიძიკო!
რაც არაა შენი საქმე არ უნდა მოკიდო ხელი!!
zaza
14 მარტი 2023 17:12
22
კაჭი მაგარი მორაგბე იყავი მართლა შენით ყველა ამაყობდა მაგრამ ყელში კი არ უნდა ამოუყვანო ეგ ხალხს. შენ როცა მაგრად თამაშობდიხომ ყველა გვერდში გედგა? მაგრამ როდესაც ქვეყნის მომავალს დაიკიდებ მაგას ვინ გაპატიებს? სანამ მაგ ნაბიჯს გადადგავდი მანამდე უნდა გეფიქრა. შენ გგონია სულ წარსულით იცხოვრებ? არა. რაგბის თამაშზე ძნელია უბრალო ჩემნაირი ხალხის ცხოვრება. შენ და შენი გუნდი პატრიოტ ხალხს ნაცებს ეძახით არ ვართ ბატონო ნაცები. არც ქოცები . ხოდა არც გაიფიქროთ აწი ეგეთი რამ. აქეთ იფურთხები და იქეთ შესაფურთხებლად გაიხადე საქმე. ხოდა ნუ გწყინს ახლა.
ზურა
14 მარტი 2023 21:10
18
ამიტომ ეშინია ხალხს თქვენნაირებს რომ აქვთ ძალაუფლება!!!!!
გიორგი
14 მარტი 2023 17:16
18
როგორ არ გრცხვენია. მართლა 20 წელი ესე ორ შაურად როგორ გაყიდე?! სამშობლო ღალატი არის ყველაზე დიდი ცოდვა. ახლა მაინც მიხვდი?
გიორგი
14 მარტი 2023 15:28
27
იქნებ შენ ენაზე აგიხსნა...აი მაგალითად სპორტში, თამაშის გაყიდვისას აუცილებელია არაა ყველა მოთამაშემ იცოდეს ამის შესახებ (ფეხბურთში მარტო მეკარეც საკმარისი ხოლმე). შეიძლება ნომრიანი მოღალატე არ ხარ, მაგრამ საპასუხისმგებლო პოზიცია გიკავია და პირდაპირი მოვალეობა გაქვს, რომ მოღალატეებს ხელი შეუშალო და მინიმუმ თამაშში მაინც არ აყვე. თუ საერთოდ ვერაფერს ხვდები და რასაც გეტყვიან იმას აკეთებ (ღილაკზე თითის დამჭერი ხარ), ეგეც ღალატია. მოკლედ, ძაან გულდასაწყვეტია შენი მდგომარეობა.
გიორგი
14 მარტი 2023 15:21
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული