"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
თუ გარუსდი, როგორც კობიაშვილი და როგორც სანიკიძე, რუსობა ნუღა გიტყდება და ქართველობაზე და კაცობაზე ლაპარაკს დაანებე თავი.
გიორგი
15 მარტი 2023 14:42
24
შენ თვითონ გაყიდე შენი 20 წლიანი შრომა 2 დღეში, ასე რომ აქეთ აფურთხე შენ თავს და მეც სიამოვნებით დაგიმატებ.
ყოფილი გულშემატკივარი
14 მარტი 2023 15:16
25
რას იფურთხები ბიჭო, დეპუტატი ხარ?
ჰმ
14 მარტი 2023 18:50
14
შემოიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი სადაც, ჩვენ მიმართ მტრულათ განწყობილ ქვეყნების მოქალაქეებს აეკრძალებათ ბინების და მიწის ნაკვეთის შეძენა,მაგ:რუსებს,ბელორუსებს,სირიელებს,ვენესუელელებს,ვინც აფხაზეთი და სამაჩაბლო აღიარა დამოუკიდებლად!!თორემ ხომ ხედავთ მომავალი სოხუმი გახდება თბილისი და ბათუმი,ვეღარ ეტევიან უკვე რუსები იმდენი არიან!!!!მაშინ დაგიჯერებთ ხალხი თქვენ "კეთილ განძრახვებში"!!!!
საქართველო უპირველესად
14 მარტი 2023 18:24
3
თავად გადაუსვი ხაზი შენ კარიერას როცა პოლიტიკაში წახვედი. თან მმართველ პარტიაში :)
huntington
14 მარტი 2023 17:11
18
ნეტა ვის დაკარგვიხარ??დაგვამუნათა კიდეც
გაგა
14 მარტი 2023 17:02
16
ადვილად ნუ გაბოროტდები, კაჭი, ეგ პატარაკაცობის ნიშანია... თორნიკეს ბევრად მეტი აკადრეს, მაგრამ იმან საკუთარ თავს არ აკადრა შენსავით ლაპარაკი...
თავმოყვარეობა
14 მარტი 2023 16:36
9
თორნიკეს აქეთ შემოდავება არ დაიუწყია, რომ იცოდა მართალი არ იყო, წამოვიდა მტრის არმიის გუნდიდან და ხალხმა უკან მიიღო. სადაც დასაფასებელი და მოსაფერებელი იყო, არც ის დაუმადლებია ვინმეს, რისთვისაც საგინებელი იყო არც ის დააკლეს და ეს სწორია. ამან კი ფურთხება გადაწყვიტა, ვითომ ეს რამეს შეცვლის.
არტ
14 მარტი 2023 16:46
10
არტ,თორნიკე ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელი იყო და ესპანეთის ნებისმიერი კლუბი სიხარულით მიიღებდა.ის ერთადერთი მიზნით გადავიდა ცსკაში,ცსკა უფლებას აძლევდა წამოსულიყო ნაკრებში,თუ იმ დღისით,თვითონ ცსკას არ ჰქონდა თამაში.ამ პირობებზე,სხვა არავინ იყო თანახმა.ამაზე თავიდანვე ითქვა,მაგრამ ვითომ პატრიოტებმა,თვითონ ყველაფერი რომ რუსეთს გადასცეს,აიყოლიეს ხალხი და შეურაცხყოფა მიაყენეს.ასე რომ არ გაეკეთებინა,მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოვხვდებოდით.ხომ გამოჩნდა,რამხელა ძალაა ჩვენი ნაკრებისათვის და მისიანადაც კი,ბეწვის ხიდზე გავიარეთ.
სოსო
14 მარტი 2023 22:28
3
კაჭი არაა მანდ შენი ადგილი.. ტყუილად აძულებ ხალხს თავს..ბევრი მაგალითია საქართველოში - საყვარელი სპორტსმენობიდან - სიძულვილამდე. დარწმუნებული ვარ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს-- სპორტში ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კაცს
REZO
14 მარტი 2023 16:05
9
საკუთარ თავს მიაფურთხე.
ლია
14 მარტი 2023 15:10
20
ტიპი თან რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა და იქეთ იყვედრება თქვენ მასწავლით რუსეთთან ბრძოლასო. აი თვალში ნაცრის შეყრაც ასეთი უნდა. სულ გლანდებს ურტყამდა მტრის იმას ჩვენი გორსალა, და ამაყობს ამით
777
14 მარტი 2023 14:59
20
რობოკოპები რომ აქციას არბევდნენ, პარალელურად კობახიძე ინტერვიუს აძლევდა არავის დავარბევთო, ასე რომ, ქოცნახირის ჩვეული ხელწერაა, თეთრზე ამტკიცონ შავიაო, იმ იმედით რომ საზოგადოების უტვინო ნაწილზე ზემოქმედება მოახდინონ.
პელე
14 მარტი 2023 15:21
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული