"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
მომრავლდა გამოლიბერასტებულების კომენტარები... ღმერთო გონება გაუნათე ქართველს!
გიორგი - 11
14 მარტი 2023 19:07
59
შენ გეტყობა ალტ–ინფოს ტაკუცუნა ბიჭი ხარ.
გენო
14 მარტი 2023 19:17
23
ხომ ხედავ ღმერთი აშკარად ჩვენკენაა და ცდილობს ალტ ინფოელებს გაგაგებინოთ რომ მაგრად სცდებით მაგრამ არ გესმით.
გიორგი11-ს
14 მარტი 2023 22:20
4
მიმიფურთხებია შენთვის,ბრიყვო ვერაფერი გაგიგია და კუნთებს ათამაშებ
კაკო
14 მარტი 2023 16:28
16
100%
გიორგი
14 მარტი 2023 17:06
3
პირადად მე, ეს პოსტი იმას უფრო მაფიქრებინებს, რომ თავად დაივიწყე ყველაფერი, რაც რაგბში 20 წლის განმავლობაში გასწავლეს და 2 დღეში იმ პოლიტიკანად ჩამოყალიბდი, ზევიდან რომ აფურთხებს საკუთარ ხალხს მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო... თუ ჭკუა და ვაჟკაცობა გეყოფა ბოდიშის მოსახდელად, ჩვენ ისევ ძველი კაჭი გვირჩევნიხარ, მაგრამ მთავარია, შენ რა გირჩევნია?!...
ვოოტ
14 მარტი 2023 16:22
9
შენ მთელ საქართველოს მიაფურთხე როცა პარლამენტარობას დათანხმდი. არც განათლება გაქ არც ინტელექტი არც ანალიზის უნარი, რატომ წახვედი პარლამენტში? ეკონომიკაში ერკვევი, საერთაშორისო ურთიერთობებში? იურისპუდენციაში? ადამიანის უფლებებს დაიცავ თუ ინფლაციასა და სიღარიბის აღმოფხვრაზე შეგიძლია მუშაობა?
semi
14 მარტი 2023 16:20
8
100%
ქომაგი
14 მარტი 2023 21:02
0
ევროპაში "გრიალი"არ გამოგვაპარო!!!!!
ირაკლი
14 მარტი 2023 16:17
5
მოდი იქედან დავიწყოთ, რომ არანაირი კანონშემოქმედებითი უნარი არ გააჩნია და ის არგუმენტი, რომ თავისით, ქვეყნის სიყვარულის გამო მოუვიდა თავში ასეთი აზრი, მერე ადგა, აიღო ამერიკული კანონმდებლობა, წაიკითხა და უი რა კარგია, როგორ მოუხდება ჩვენს ქვეყანასო ბლეფია, აფიორაა და ამას არავინ არ ჭამს, გარდა ერთუჯრედიანებისა და ჩვენ ამ ქვეყანაში მაცხოვრებლები თუ ერთუჯრედიანები ვგონივართ, მარტო მაგიტო არის საგინებელი…რაც შეეხება შემდეგ არგუმენტს თითქოს ევროკავშირიც აპირებს აღნიშნული კანონის მიღებას, კანონის მუხლობრივი განხილვაც კი აზრს კარგას, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი რა არის ეს არის აქ მთავარი? ევროკავშირი გეუბნება თუ მიიღებ ამ კანონს ვერ მიიღებ ევროკავშირის წევრობას! ვსო მორჩა აქ ჩემთვის ყველაფერი… არანაირი კანონი არ ღირს იმად, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, არ გვქონდეს კარგი პენსია, ხელფასი, კარგი ჯანდაცვა, განათლება თუნდაც ხარისხიანი საკვები და კიდე უამრავუ სიკეთეები. ამ ყველაფერს ეს კანონი ვერ გადაწონის. ერთი კია, რომ თურმე გულზე მოხვედრია ჩვენი გინება და იმედია აწი ცოტას მაინც გაანძრევენ თავს და დაფიქრთებიან რა სურს ხალს და არა მათ!
ზურა
15 მარტი 2023 10:50
4
არც ამის დამცველი ვარ როგორც პოლიტიკოსის ასი წელი და ყველა მთავრობის დედაც ვინც იყო,ვინც არის და ვინც იქნება მომავალში.ერთი რამედენმა თქვენთაგანმა წაიკითხეთ რა ეწეწრა იმ კანონში?
დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 5% მა.
ამოტომ აქ ბრტყელ ბრტყელ აზრებს შეეშვით და ადამიანებს ერთ წამში მოღალატეებად ნუ ნათლავთ.
ხო და კიდე ერთი ზუსტად იგივე კანონს იღებს კანადა და ევროკავშირი თვითონ ეხლა.
საკმაოდ ავთორიტეტული გამოცემა "politico" წერს რომ ცოტა უხერხული ჩანს ეხლა ევროკავშირმა რომ ამ კანონზე დაიწყო მუშაობაო საქართველოს ამბის მერეო
Dinamo
14 მარტი 2023 17:04
32
ქუჩაში უმრავლესობა უპარტიო ახალგაზრდა იდგა. ნაცები მიეკედლენ, მოლოტოვებიც ისროლეს, მაგრამ საბოლოოდ ესენი მოიშორეს ახალგაზრდებმა. ჰოდა, უნდა უსმინო მომავალ თაობას. არ უნდათ რუსი, არა! ეს კანონი მხოლოდ საბაბი იყო, გასაგებია?
გიორგი
14 მარტი 2023 18:05
4
სანამ დაწერ რაიმეს დაფიქრდი, ან შეეკეთხე ვინმე მცოდნეს
.....
14 მარტი 2023 15:28
17
ნეტა თვითონ დაწერა თუ დაუწერეს?
anta
14 მარტი 2023 20:19
10
ჯიგარი ხარ კაჭი..
ნიკა
14 მარტი 2023 19:30
47
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული