"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
ჩემო დავით, არ გეწყინოს, შენი მაგინებელი სამშობლოს მაგინებელია! შენ რომ კაცი მოღალატეს დაგიძახებს იმას ენა უნდა ამოაგლიჯო!
aburjga
14 მარტი 2023 16:38
57
ენის ამოგლეჯით ღალატი არ ჩამოირეცხება. საშვილთაშვილოდ მოიჭრა თავი ტიპმა
valeri
14 მარტი 2023 16:56
11
მიდი მერე, შეიძლება საკმარისი რაოდენბოსი ხელი არ აღმოგაჩნდეს ყველას რომ ენა ამოაგლიჯო ამ არაკაცს და მოღალატეს ვინც პატრიოტობას დააბრალებს.
...
14 მარტი 2023 16:51
11
ძლიან მიყვარდა და ვაფასებდი როგორც ჭეშმარიტ მებრძოლს სარაგბო მოედანზე, იქ მართლაც ზუსტად იცოდა როგორ დაემარცხებინა მეტოქე რუსეთის გუნდი. მაგრამ რუსეთი, როგორ მტერი ქვეყანა როგორ უნდა დაამარცხო პოლიტიკურად და არა სამხედრო თვალსაზრისით, ნამდვილად არ გცოდნია. როგორ მოხვდი მაგ გაუგებრობაში, რასაც ვითოდა "ხალხის ძალა" ქვია არ ვიცი. მირჩევნია თუ აზრზე არ მოხვალ და არ მიხვდები შენ შეცდომას, შენ დარჩე ნაწყენი, ვიდრე საქართველო და მისი მომავალი თაობა პერპექტივის გარეშე.
ლევანი
15 მარტი 2023 11:02
6
დაანებეთ ამ პოლიტიკას თავი რატომ იტკივებთ აუტკივარ გოგრას ეს მოკლედ თორემ მიზეზის ახსნას ვინ წაიკითხავ
საბა
14 მარტი 2023 20:19
5
დაგვამუნათეს კიდეც,არ გაადგათ ფეხი ევროპაშიი!!!მოვითხოვ!
ლია
14 მარტი 2023 17:54
4
ეხ, რომ იცოდე კაჭარავა რა კარგია პარლამენტარის თბილი სკამი! ჩაჯდები და ადგომა აღარ მოგინდება! მაგ სკამისთვის კანონს კი არა რასაც გინდა იმას მოაწერთ ხელს! თქვენ ჯგუფს, რომ გონია ერბო ქონია მასე სად არის ბიძია! აი ევროკავშირს სხვანაირად გონია და ნუ იძახით მაინც იმას რაშიც განსხვავდება თქვენი აზრები ევროკავშირთან! ჩვენ საქართველოს უმრავლეს მოქალაქეს გვინდა იქ შესვლა და არა ევროკავშირი გვეხვეწება არიქა შემოდითო! ისე მაინც ნუ იზამთ, რომ ქვეყანა გადააყოლოთ მაგ საქმეს! ისტორია რას გასწავლით ჩამოგითვალოთ:
გუმბარიძე-გამსახურდია!
გამსახურდია-კიტოვანი,იოსელიანი,სიგუა!
კიტოვანი,იოსელიანი,სიგუა - შევარდნაძე!
შევარდნაძე-სააკაშვილი,ჟვანია,ბურჯანაძე!
ჟვანია,ბურჯანაძე-სააკაშვილი!
სააკაშვილი-ივანიშვილი!
ივანიშვილი - ?????????!
ასე,რომ მეტისმეტი მოგდით გაიგეთ ეს და შეიგონეთ!
მწვრთნელი
14 მარტი 2023 15:57
11
ვისაც აზროვნების უნარი აქვს და კანონპროექტს გაეცნო, ყველა მიხვდა:
1. ეს კანონპროექტი "რუსული" არ არის;
2. იმათ "აეწვათ", ვისაც დასამალი ქონდა რამე.

ვინც აქამდე ვერ მიხვდა, კანადა და ევროკავშირი, რომ მიიღებენ, იქნებ მაშინ გაეცნონ და ქართულ ვარიანტს შეადარონ.
თუმცა, ამას დროის დახარჯვა უნდა და თუთიყუშებს სხვისი ნათქვამი ჭორის გამეორება ურჩევნიათ საკითხში გარკვევას!
ნიკა
14 მარტი 2023 15:55
32
კიდე აქეთ რომ თავხედობს ?! გეგონება მე დავაჭირე მწვანე ღილაკს ხელი და ხმა მივეცი საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს. ამას მართლა ხომ არ გონია რაგბია მთავარი ერის ცხოვრებაში. ხელი არ უნდა ჩამოართვა და გამარჯობა არ უნდა უთხრა ამას და დანარჩებ 75 მონას.
ავთო
16 მარტი 2023 08:41
7
ლანძღა არ შეიძლება, შენ ჭკუას ვერ ატან რასაც აკეთებ, რასაც ჩაგძახებენ, იმას ამბობ,
მხოლოდ იმას უპასუხე, ჭკუით, ცოდნით, ინტელექტით, იმსახურებ პარლამენტარობას
პატრიოტი
15 მარტი 2023 15:14
15
გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით ვის გაქვთ ის კანონი წაკითხული?გაგებაში არა ხართ და კაცს მოღალატეს ეძახით,კანონს კი რუსულს,მაგრამ რად გინდათ არქიფო სეთურმა გითხრათ რო რუსულიაო და გჯერათ.აბა თქვენისთანა ერთუჯრედიანებს სადა გაქვთ საკუთარი აზრი? Და ამ ქვექნის სიძულვილი ისე გხეთქავთ ნაკერავზე,ისე გინდათ ამ ქვეყნის განადგურება რო თეთრი და შავი ვერ გაგირჩევიათ
ბაბუაწვერა
14 მარტი 2023 15:54
30
და თქვენ წაკითხული გაქვთ ეს კანონი სვებს რომ ეკითხებით?
ბაბუაწვერას
14 მარტი 2023 16:22
6
ეს ამდენი ზომბირებული ბოლშევიკ-ფაშისტები საიდან,ყვავ-ყორნებივით რომ შესევიან პატიოსან და დამსახურებულ ახალგაზრდა კაცს?! ფუი,თქვე უჯიშოებო,თქვენა!
მინდია
16 მარტი 2023 19:32
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული