"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
მიაფურთხე იმათ ვინც შემოგციცინებს თვალებში,ეგებ რამეს გამოვრჩეო.ვის ამადლი მთელი ცხოვრება თამაშ თამაშით გაატარე და ხალხიც რომელიც წელზე ფეხს იბიჯებდა ცხოვრებისთვის ტაშს ალალად გიკრავდა{მეც მათ შორის).არავის შენი ვალი არა აქვს და აქლემობას გირჩევნია ტვინს(თუ გაქვს) ძალა დაატანო
თამაზი
15 მარტი 2023 14:12
11
რა საქმეშიც ვერ ერკვევი არ უნდა მოკიდო ხელი. ყოფილიყავი შენს პროფესიაში და არ დაგემართებოდა ეს ამბავი.
gzp
14 მარტი 2023 20:26
8
ეგ არი, კარგად თქვი
!
14 მარტი 2023 22:17
2
წადი ბიძიკო და სდიე ისევ იმ წაგრძელებულ ბურთს, რა შენი საქმეა კანონების წერა? რომელი იურისტი შენ ხარ!
მწვრთნელი
14 მარტი 2023 17:45
9
ყველას უყვარდი და პატივს გცემდნენ. ყველა, თავისი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად. ეხლა იმათ აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც რუსეთს ევროპა ურჩევნია, მოღალატედ მიაჩნიხარ. აი, რად გინდოდა ეს ყველაფერი, დარჩენილიყავი იმ სფეროში რაც შენი იყო და სადაც სარგებლობის მოტანა შეგეძლო. რომელი კანონმდებელი შენ ხარ. ეხლა მოღალატე არ დამიძახოთო. დაგიძახებენ და მართლებიც იქნებიან.
არტ
14 მარტი 2023 15:41
21
მიგვიფურთხებია 20 წლის ნაგორავები ბურთისთვის, აქეთ სასწორზე უფრო დიდი რამე დააყენეთ კითხვის ქვეშ და ეს ყველაფერი,რომ მთაზე კაცისთვის გესიამოვნებინათ, მადლობა გადაგეხადათ.
გიორგი
14 მარტი 2023 15:39
22
თუ დაჭირდა დათო კაჭარავა დარწმუნებული ვარ როგორც რაგბის თამაშის დროს ისე საომარი მოქმედებების დროს ჩვენი ქვეყნის გამო თავსაც გადადებს განსხვავებით იმ სრულიად გაურკვეველი ხალხისგან ვინც მას ლაბძღავს!!! კაჭი არის ლეგენდა და უდიდესი პროფესიონალი!!
Lebron
15 მარტი 2023 20:12
40
აკეთე ის რაც იცი თან კარგად იცი და უფრო გამოადგები შენს ქვეყანას სპორცმენს რა უნდა პარლამენტში წადი ბავშვები ავარჯიშე უფრო დაფასდები.
lebronas
15 მარტი 2023 22:03
13
ვინ ვინა და ესეთი უწიგნურები, დათოს რო ლანძღავენ, მაგათ გონიათ ამით დათო კაჭარავას, რამეს დააკლებენ, ის კი არ იციან თვითონვე, რომ იმცირებენ საკუთარ თავებს. დათო, ყველამ ვიცით რა დიდებული რაგბისტი და მაგარი პატრიოტია თავისი ქვეყნის! ეს პატარა კაცუნები? ერთი ლაჩარი მშიშარა ნაძირლები არიან.
lebrons/ დათო ნორმალური აზროვნების ქართველს, უყვარხარ და გვეამაყები!
15 მარტი 2023 20:51
20
ბრძენს უთქვამს:"როცა ვინმე უღირსი, სხვას -კეთილზნიანს,ღირსებით ვერ უტოლდება,ლანძღვით უსწორდებაო".გული არ გაიტეხო,ვაჟკაცო,უფალი დიდია,არავის შეარჩენს უსამართლობას,არც საქმისმიერს და არც ბოროტი ენით გამოხატულს!
დრანდელი
14 მარტი 2023 14:54
33
შენ ის კიჭი არ ხარ ,ქართული რაგბისთვის უპრინციპულესი და ისტორიული მატჩის წინ,მოქმედმა რაგბისტმა,ნაკრების კაპიტანმა,ცდუნებას რომ ვერ გაუძელი და კარიერა დაამთავრე დეპუტატის ნაბოძები მანდატის სანაცვლოდ?მაშინ გამოჩნდა რა უფრო მნიშვნელოვანი იყო შენთვის სამშობლო თუ პირადი კეთილდღეობა,ვერავინ დამარწმუნებს რომ,დაჯექი შემოთავაზების მერე,იფიქრე სად უგრო გამოვადგები საქართველოსო და ეს გადაწყვეტილება მიიღე.როგორც დეპუტატს რა გითხრა,კაცი ხარ,იყავი ოცნებაში მერე ვიღაცამ გითხრა ხალხის ძალაში გადადიო და წინაარმდეგობის უფლებაც არ გექნებოდა,ამის მერე რაზეც გინდა იმაზე მოგაწერინებენ ხელს და დაგაჭერინებენ თითს წითელზე თუ მწვანეზე არც მაგას გკითხავს ვინმე,ჰოდა დღეს ვინ ხარ და ადრინდელი რატომ აღარ გვახსოვს დაფიქრდი და მარტივად მიხვდები.
ანდრია
15 მარტი 2023 12:40
6
წუთისოსოფელს ბევრისთვის აურევია გზა-კვალი.არც ეს კაჭია დავითი გამონაკლისი.
დავითი.
14 მარტი 2023 22:55
6
გერბინა ბურთით სტადიონზე და არავინ მოგაკლებდა დაფასებას, რას მიძვრებოდი პარლამენტში? ნუ წუწუნებ ახლა,, ნახევარ საქართველოს აგენტად და მოღალატედ აცხადებდი და ახლა იგივე შენზე არ მოგწოოონს?
11
14 მარტი 2023 16:34
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული