საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩაატარა და რაგბი ევროპის გამარჯვებული ზედიზედ მეექვსედ გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 38:11 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო ტურნირი.

მატჩის წინ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა განაცხადა, რომ ეს მატჩი ყველას დაანახებდა, სადაა ჩვენი გუნდი და სადაა მეტოქე. პორტუგალია დებიუტში ლელოთი დაწინაურდა, რასაც ტაბუცაძის ორი ლელო და აბჟანდაძის ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. 28-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი გუნდის კაპიტანი შარიქაძე სახიფათო თამაშის გამო გაასინბინა, მოწინააღმდეგემ კი ორი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები მოედანზე უფრო შემართული გავიდა. ტაბუცაძემ შესანიშნავი შეტევა ვერ დააგვირგვინა, თუმცა
მალე მამუკაშვილმა დადო ლელო, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. მერე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და არბიტრმა ლობჟანიძე და პორტუგალიელი მორაგბე გაასინბინა. თამაში, ცოტა არ იყოს, აირია, რაც მეტოქეს აძლევდა ხელს, რითაც ვერ ისარგებლეს. სამაგიეროდ, ისარგებლეს ქართველებმა - პაპიძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით 13 ქულით გავიდნენ წინ. ეს მატჩში გარდამტეხი ეპიზოდი გამოდგა. ორივე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე ტაბუცაძემ ისევ წამოიწყო იერიში, რომელიც თაფლაძემ წარმატებულად დაასრულა, მატკავამ გარდასახვა მიაყოლა და ანგარიში კომფორტული გახდა. პორტუგალიელები უკვე გატყდნენ, რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ. ჭყოიძემ ბრუნით დაალელოვა ლუზიტანები, მატკავა გარდასახვისას კვლავ უზადო იყო და საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41კეპი, 329 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი, 5 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

მკითხველის კომენტარები / 27 /
მადლობა ბიჭებს და არასდროს არ დაკარგოთ მოტივაცია მაგის მოსაგებად მე100ედაც რომ იყოს მაინც უნდა მოიგოთ რომ მაგ უტიფრებს სინდისი გაუხვრიტოთ
1.
20 მარტი 2023 04:55
0
პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს და ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს.მეორეა და... კომენტარები წავიკითხე,გილოცავთო წერია.დიდება საქართველოსო.აბა თქვენ იცითო.წარმატებებიო.რაგბი ჩვენი თამაშიაო და ა.შ. ხოდა გამოდის ერთი-ორი და დისლაიქებს წერს.რა ნახეთ ხალხო,რამ გაგაბოროტათ.კომენტარი არაა დისლაიქი რო არ ქონდეს.ამ კომენტარსაც ექნება ვიცი და ბარემ მიაწერეთ ცუდი რა ვთქვი და რა არის იმაში ცუდი რო ბიჭებს მივულოცე გამარჯვება
ჯელა
20 მარტი 2023 04:19
2
არ ვფიქრობ რომ ვინმე შემოგზავნილი ან გაბოროტებული წერს დისლაიქებს. მეც სქროლვის დროს მიმსვლია რომ შემთხვევით დისლაიკი მიმიცია.. თუმცა ყოველთვის ვაფიქსირებდი და იქვე ვუკომენტარებდი რომ შეცდომა იყო.
ადმინ. იქნებ გამოასწორო პროგრამულად რომ შემთხვევითი დისლაიქის მოხსნა შეიძლებოდეს.
ვანჩოპე
20 მარტი 2023 10:19
2
გილოცავთ ბიჭებო! გვიყვარხართ და გვეამაყებით. მთავარია პოლიტიკაში წასვლაზე არ იფიქროთ და ხალხს თავი არ შეაძულოთ
თინა
20 მარტი 2023 02:09
28
გაუმარჯოს ქართულ რაგბს, ძირს რუსეთუმე ფედერაცია!
გიორგი
20 მარტი 2023 01:40
86
მადლობა ჩვენს საუკეთესო ბიჭებს თავდაუზოგავი შრომისთვის და ამ სრულიად დამსახურებული წარმატებისთვის! გილოცავთ ყველას! ორმაგად სასიხარულოა მსგავსი დომინანტური გამარჯვება ამ მზარდ გუნდზე,რომელმაც კინაღამ იტალიასაც კი მოუგო ტესტი შარშან და ჩვენც მაგრად გვანერვიულა ბოლო ორი შეხვედრა. ყველაფერი საუკეთესო ბორჯღალოსნებს! რაგბი ჩვენი თამაშია!
ალექს
20 მარტი 2023 01:40
2
შემდეგი ფინალი მთვარეზე დანიშნეთ, მაინც არაა სხვისი მოსაგები. ყველას გილოცავთ...ისე ცოტა კი ვინერვიულეთ:)
Mr.kostaia
20 მარტი 2023 01:20
3
დიდი მადლობა ჩვენო ძმებო!!!
ჩვენს რაგბის ნაკრებს გაუმარჯოს!!!
საქართველოს გაუმარჯოს!
გიორგი
20 მარტი 2023 01:14
1
რას მანერვიულეთ პირველი ტაიმის მერე . რამე სიურპრიზი არ მოხდესთქო. ლომები ხართ ბიჭებო!!!!! თქვენ შემოგევლეთ. რაგბი მართლა ჩვენი თამაშია.
ვანჩოპე
20 მარტი 2023 01:06
2
გილოცავთ!
რაგბი ჩვენი თამაშია.
დიდება საქართველოს!
ლევანი
20 მარტი 2023 01:03
2
მადლობა ბორჯღალოსნებო, გილოცავთ! ლომები ხართ.
ისე მაინც ვერ გავიგე რა მნიშვნელობა ქონდა მაგათვის ესპანეთში პორტუგალიის საზღვართან ვეთამაშებოდით თუ მონღოლეთში ჩინეთის საზღვართან?
G.LA
20 მარტი 2023 00:58
1

სიახლეები პოპულარული