„ბორჯღალოსნები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ, ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს სარეკორდო სხვაობით სძლია, 21 ქულით კი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლუკა მატკავა იყო.
ლევან მაისაშვილის გუნდი 19 აგვისტოს აშშ-ს უმასპინძლებს, ხოლო 26 აგვისტოს სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - რუმინეთი 56:6
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი,
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.
სოსოს-ს.რა თქმა უნდა მართალს ბრძანებთ,მაგრამ რუმინეთი ჯგუფის აუტსაიდერია და მათი ამოცანა,ჩემპიონატში ერთი თამაშის მოგება იქნება,ბოლო ადგილებზე გასვლის, თავიდან ასაცილებლად.ეს კი,ჩემპიონატის მიწურულს მოუწევთ და ფორმის პიკშიც მაშინ უნდა იყვნენ.ჩვენ,მთავარი ბრძოლები,ჯგუფში გველის.ჯგუფიდან გასასვლელად და ფორმაშიც უფრო ადრე გვჭირდება შესვლა.მგონი ლოგიკურია.