კვირას, 5 მარტს "ავჭალის სტადიონზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "ანთიმოზ ივერიელის თასისა" და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოპოვებისთვის რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 31:7 დაამარცხა.

შეხვედრაში "ბორჯღალოსნებს" პირველი ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა, რომელმაც მე-3 წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა- 3:0.

მე-11 წუთზე აუტის მოწოდების შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, რომელმაც ხაზი ბრწყინვალედ გაჭრა, ბურთი მერაბ შარიქაძეს გაატანა და ამ უკანასკნელმა ბურთი ძელებს შორის დაამიწა. აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:0.

34-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ძალიან კარგად გაათამაშეს ბურთი, რომელიც ბოლოს სანდრო თოდუას მიუვიდა და "ბორჯღალოსანთა" ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშემ რუმინელთა ჩათვლის მოედანი შეხვედრაში მეორედ დაალელოვა. თედო გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო: 17:0. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ამ ანგარიშითვე მოიგეს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო და ლელოს შანსი ჩვენს გუნდს რამდენჯერმე ჰქონდა. ბოლოს, 55-ე წუთზე, რუმინელები ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმდნენ და შეხვედრის მთავარმა სტუმრები ტექნიკური ლელოთი დასაჯა - 24:0.

60-ე წუთზე რუმინელებმა მატჩში პირველი ქულები მოიპოვეს - მარიან კაპატინამ დიდხნიანი მოლი ლელოთი დაასრულა, ფლორინ პოპამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 24:7 გახდა.

ბოლო ლელო კი გაწითლებულ დროზე დაიდო - გელა აფრასიძემ ბურთი წინ ძლიერად დაარტყა, აკაკი ტაბუცაძემ 3 რუმინელს აჯობა, ბურთი ხელში ჩაიგდო და მატჩში ქართველთა მე-4 ლელო დადო. ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმა 31:7 მოიგო.

ამ გამარჯვებით საქართველოს გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის ფინალში გავიდა და 19 მარტს, ესპანეთში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.

ღრმად პატივცემულო, ვაზის ლერწის გამოსახულებით მსოფლიო თასზე თამაში, ღვინის ხარისხით აღიარებულ ქვეყანაში - უ ხ ე რ ხ უ ლ ი ა. თავს სასაცილოდ ვიხდით! რა არის აქ გაუგებარი??? დანარჩენზე გეთანხმებით.
David
მამუკელაშვილი გარდა სხვა აუტის მომწოდებელი არ გვყვავს?!
ბს
ვაზი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა, და შესაბამისად ეროვნული გუნდის მხრებზე ვაზის ლერწის ტარება პრივილეგია იყო და აქამდე არასოდეს ყოფილა უხერხული. მაგ ლოგიკით იქნებ წმ. ნინოს ვაზის ჯვარიც უარვყოთ და დავივიწყოთ? მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას შეიძლება მსგავსი ჰქონდეს და უხერხულია? მაგ ლოგიკით ლელობურთი დავივიწყოთ, რომ რაგბის გამომგონებელ ინგლისელებთან უხერხულად არ ვიყოთ და ჭიდაობაც აღარსად ვახსენოთ, რომ იაპონელი ერთან ძიუდოს გამო უხერხულად არ ჩავარდეს! მე არ გეთანხმებით, მაგრამ მადლობა რომ გამომეხმაურეთ. შინდისფერი ანუ ჩვენი ქართული წითელი ფერი რომ შეიცვალა ღაჟღაჟა წითელია მაგაზე რას ფიქრობთ პატივცემულო? ეგ წითელი ინგლისური წითელის გამო ეორება რომაა არ არის მაგ შემთხვევაში მიბაძვა უხერხული? ვიცი მეტყვით დროშაზე გვაქვს მასეთი ფერის ჯვრებიო. რაც სულაც არ ნიშნავს რომ შინდისფერი არ არის ეროვნული სიმბოლიკის უმთავრესი ფერი. მაგალითად შორს რომ არ წავიდეთ იტალია და ნიდერლანდები გამოდგება. ასე რომ ეროვნული ფერის კვართის შეცვლა ინგლისურ-რუსული წითელით მე არასწორად მიმაჩნია. მე კი ვხვდები ეს რატომ მოხდა, მაგრამ მადლობელი ვიქნები თუ არ დაიზარებთ და თქვენს მოსაზრებას გასაცნობად. ადმინ გთხოვ ნუ დაბლოკავთ , ნუთუ თქვენც არ გაინტერესებთ ეს თემა?

ვაზის ლერწი სადააც საფრანგეთის ნაკრებია? მათი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი (დღეს სადაც ვართ) მაღალ დონეზეა! უხერხულად მეჩვენება მსოფლიო თასზე მათთან ვაზის ლერწის გამოსახულებით თამაში. კარგია რომ ამას დროზე მივხვდით.
ბექას
0 -ქულა. არაფერი დაგვემატება. ძალიან წინ ვართ რეიტინგში.
ბექა ბერია
ამ გამარჯვებით რეიტინგში რამდენი ქულა მოკვემატება
n
ბევრი კაერგი იყო მაგრამ ლელო დაგვიდეს როდესაც კაცნაკლულები გვეთამაშებოდნენ. ჯარიმებს მიხედეთ. და აუტის შემოგდებას მუშაობა სჭირდება ბევრი კიდევ. მსოფლიოზე დისციპლინა უნდა იყოს იმ დონეზე რომე ყველაზე ნაკლებად დავჯარიმდეთ თუ რამე პრეტენზიით მივდივართ. აგერ სამხრეთ აფრიკას მსაჯი შეჰყავს სამწვრთნელ შტაბში და ხელში წამოსაკრავი მსაჯიც არა თვით ნაიჯელ ოუენსი. მე მგონი შემდგომ ეტაპზე გასვლის პრეტენზიით უნდა ჩავიდეს გუნდი საფრანგეთში.
ბს
მიუხედავად იმისა რომ სტეჟარმა ერთად ერთი ლელო სწორედ მოლით დაგვიდო, მაინც ეტყობოდა რომ ბიჭებს მოლის წინააღმდეგ დალაგებული თამაში ჰქონდათ, რაც ადრე უჭირდათ, ამჯერად ერთი გამონაკლისის გარდა მაგრად გაართვეს თავი, აუტებიც ბლომად მოუგეს. შეცდომები გვქონდა მაგრამ ნაკლები ვიდრე წინა თამაშებში. ასე რომ მე კმაყოფილი ვარ ნაკრების ფორმით (ფიზიკურ ფორმას ვგულისხმობ თორემ ნაკრებს რომ შინდისფერი კვართი ინგლისური წითლით შეუცვალეს და ვაზის ლერწი ჩამოართვეს მაგ ფორმაზე კმაყოფილი ვერ ვიქნები) და თქვენი არ ვიცი
დრანდელი
სულ უფრო და უფრო დაბალანსებული,შემტევი და სანახაობრივი ხდება ჩვენი ნაკრების თამაში. მუშაობს მთელი კოლექტივი,აშკარად კარგად მუშაობს.ღმერთმა ქნას სერიოზული წარმატება გვექნეს მსოფლუოზე.
რრრ
მიუხედავათ დამაჯერებელი მოგებისა უამრავი შეცდომა გვქონდა.
gori
საღოლ ბიჭები, საღოლ მაისაშვილი

რუმინელები თავიანთ თავს ლათინებათ თვლიან, იტალიელების მონათესავე ერად...
kaxa
ბოლო ლელო სასწაული იყო

არ ვთვლი რომ საქართველოს ნაკრებმა ნაკრებმა იოლად გაიმარჯა, მიუხედავათ ანგარიშში დიდი სხვაობისა.რუმინელებს ყოველთვის ძლიერი შერკინების მოთამაშეები ყავდათ, რაც რიგ მომენტებში გამოჩნდა.
aburjga
აწი, ამას იქეთ მაისაშვილზე ვინმეს რამე საყვედური არ წამოცდეს თორემ გურულებთან ექნება საქმე! )) მაგარი იყო! ვულოცავ ბიჭებს ეფექტურ გამარჯვებას!
დიმა
ვულოცავ ბიჭებს. იყო შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში დამაჯერებლად მოიგეს. იმედია შეცდომებს გამოასწორებენ პორტუგალიასთან. მომეჩვენა, რომ მსაჯი მოწინააღმდეგეს უდგებოდა, მაგრამ კლასში იმხელა სხვაობა იყო, თავადაც, რომ დაედო ლელო, არაფერი ეშველებოდათ.უბრალოდ საწყენია, შენს მოედანზე, ამა რომ აკეთებენ.
1928374650
რუმინეთი ხომ რაგბს არ თამაშობს. ეს არის ტრაქტორი. საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ. მხოლოდ ჩვენი შეცდომით სარგებელბა ან მოლი. სხვა არაფერი.
ალექს
მადლობა ბიჭებს, თუმცა ორჯერ დიდი სხვაობით უნდა მოგვეწონა ასეთი სათამაშო უპირატესობის გათვალისწინებით. შეტევაში ამდენი ჯარიმა ხუთმეტრიანში და ვერ გამოყენებული მომენტი პორტუგალიასთან ძვირად დაგვიჯდება.
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო