პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 3:21 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიო თასის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 3:21 მარცხდება.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს დადასტურება მოაცილეთ ალიო, ტვინი გაღუნა
ნიკა
09 სექტემბერი 2023 21:58
1
ჩვენ ფეხბურთელებს აჯობებენ ?
ნიკა
09 სექტემბერი 2023 21:53
1
სადაც ქოცი მივიდა ყველაფერს დაერხა
Გი
09 სექტემბერი 2023 21:49
5
ნინიაშვილის ვარსკვლავობა არ გაიშვა :დ
გოგა
09 სექტემბერი 2023 21:30
8
mamukas ragbistebis tamashi da fexburti gansxvavdeba mag jajgura sports vinc tamshobs yvelas brzola da jajguri gamodis gaige 100 noli ro cavagot mainc fexburti iqneba nomer pirveli sporti du....rak
Iberia
09 სექტემბერი 2023 21:29
3
ამდენი ძახილით რომ ცუდი ქვეყანა ვართ, ამდენი დაძაბულობით და ცუდი გარემოს შექმნით(პოლიტიკოსებს ვგულისხმობ და კონკრეტულად ერთ ძალას) ყველას კომპლექსი გაუჩნდა ფსიქოლოგიური...
ნიკა
09 სექტემბერი 2023 21:28
5
რა გახდა მწვრთნელის შეცვლა წლობით ,რაგბის ნიუნსებში ვერ ერკვევა,არ უთამაშია დიდი რაგბი,აჰყვენ ფეხით "პინგ-პონგში" მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გუნდს,ევროპული გრანდები ასე არ იწყებენ ვოლაბებთან თამაშს,და მივიღეთ ორი ლელო,პირველ ათ წუთშივე,შემდეგ კი ვერაფერს ვუპირისპირებთ,რა გახდა ძლიერი ახალზელანდური ან ავსტალია-ბრიტანულ- ბოლო ბოლ ბოლოფრანგების მაღალი დონის მწვრთნელების მოწვევა,თუ უფულობას უჩივიან,როგორც ყოველთვის,ქართული რაგბის "მესვეურნი"
ზ.მ.
09 სექტემბერი 2023 21:11
6
რაგბისტები იბრძვიან მაინც და ჩვენი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ფეხები არ უკანკალებთ.
მამუკა
09 სექტემბერი 2023 21:07
5
ეხლანდელ თამშზე ვერ ვიტყვი "იბრძვიან მაინც"-ს. კარგად ითამაშეს, კლასის ხარჯზე მოგვიგეს. ცოტა გაშინაურდნენ და ამათაც მოუგებენ.
ნუკრი
09 სექტემბერი 2023 22:07
0
რა გჭირთ ბიჭებო, როცა ქვეყნის სახელით თამაშობთ მეტი პასუხისმგებლობა და დისციპლინა გმართებთ, რა უბედურებაა ამდენი ჯარიმა. დისციპლინაააააა
გია
09 სექტემბერი 2023 21:07
4
ასეთი უჯიგრო გუნდი ჯერ არ მინახავს
გოგა
09 სექტემბერი 2023 21:06
10
ფეხბურთელებზე ამბობ
ეტოო
09 სექტემბერი 2023 22:21
1

სიახლეები პოპულარული