ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან განწყობა საბრძოლოა - პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო

AutoSharing Option
მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"განწყობა ყოველთვის საბრძოლოა, ეს არასოდეს არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში ვერ შევძელით იმის შესრულება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს განწყობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ფიჯის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობაა. ჩვენ არც ერთ თამაშზე ამის გარეშე არ გავდივართ.

მე მესმის, რთულია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც მოგებას ელოდა და ახლა რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ,
განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული. თუმცა, არაფერი არ მთავრდება, ფიჯისთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, 100%-ით მზად იქნება და ყველაფერს გაიღებს, რათა ის სახე აჩვენოს, რითაც ვამაყობთ. დიდი სურვილი მაქვს ამით იამაყოს ერმა.

რაც შეეხება ბუკას (შარიქაძე), ტრავმა აქვს, პასუხი საბოლოოდ არ მიგვიღია, კიდევ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. სავარაუდოდ ტრავმა სერიოზული არაა".

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 30 /
რარაცაში ხომ უნდა გამოიხატოს პასუხისმგებლობა, მაგრამ სიტყვებმა მნიშვნელობა დაკარგეს, სპორტშიც, პოლიტიკაშიც სმართალშიც. სადაც გნებავთ - ყველაფერში. თუ თქვი, ეს ჯადოსნური სიტყვა - "პასუხისმგებლობა" და დაუმატე "ვგრძნობ" ან "ვიღებ", მაშინ ყველაფერი მოგვარდა და გამოსწორდა. მაშინ მარღალი ხარ და მოდავება უადგილოა - მოკლედ თავისუფლები სწრედ ამ პასუხისმგებლობისგა, .

მთავარია სიტყვა წარმოთვა, და რას საქმეს/შედეგს მნიშვნელობა არ აქვს - აკეთე რაც გინდა. სიტყვის მოგებაზე დავიდა ვალდებულების გაგება.
ლევანი
05:24 30-09-2023
1
ოცნების არ იყოს ესეც მოუშორებელი ჭირი გახდა ისინი 12 წლის წინანდელით გვაშინებენ და ეს რატო არ მიდის ნეტა?
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული