"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

30 სექტემბერს საქართველო ბორდოში ფიჯის უძლიერეს ნაკრებს ერკინება, რომელმაც გასულ შეხვედრაში ავსტრალიას 22:15 სძლია. მატჩი საქართველოს დროით 19:45 საათზე დაიწყება.

პორტუგალიასთან ფრის (18:18) შემდეგ 23-კაციანი შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული როლი ტრავმებმა ითამაშა. მიმდინარე მსოფლიო თასი დაასრულეს ბექა გორგაძემ და ლუკა ჯაფარიძემ. მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს. ფიჯისთან მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

მეექვსედ ნარიაშვილი

შარიქაძის არყოფნაში "ბორჯღალოსნების" კაპიტანი გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი იქნება. მის ანგარიშზე 74 კეპია, აქედან 5 კაპიტნის რანგში. ნარიაშვილთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ბექა გიგაშვილმა.

კვაჭის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა თენგიზ ზამთარაძე. თითო ცვლილებაა მეორე და მესამე ხაზში. კოტე მიქაუტაძეს ამჯერად ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება; თორნიკე ჯალაღონია ტრავმირებული გორგაძის ადგილს დაიკავებს, ფლანკერად კი მსოფლიო თასზე თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს მიხეილ გაჩეჩილაძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.

ოთხი ცვლილება ხაზში

წინა მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა ხაზში. შეიცვალა ღერძი და თამაშს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი იწყებს. ცენტრში შარიქაძის ადგილზე გიორგი კვესელაძე გადაინაცვლებს და მას დემე თაფლაძე შეუწყვილდება.

ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად მირიან მოდებაძე დადგება, დავით ნინიაშვილი ფრთაზე იქნება, ხოლო მეორე ფრთაზე კვლავ აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ.

დებიუტანტები მარქაფაში

ლუკა ჯაფარიძის ნაცვლად გამოძახებულ ირაკლი აფციაურს ეგრევე მოუწევს საქმეში ჩართვა. მას "ბორჯღალოსნების" კვართით დებიუტი ფიჯისთან ექნება. აქამდე ჩვენ მისი თამაში "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში გვიხილავს.

მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება მარქაფის კვაჭ ლუკა ნიორაძეს, რომელიც "ბორჯღალოსნების" კვართით სულ მეორე შეხვედრას ატარებს. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზეა ნიკა აბულაძე. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს, ხოლო მესამეში ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.

ხაზის მარქაფაშია და მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს თორნიკე კახოიძე. ღერძის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.

კომენტარები

ვასილ ლობჟანიძე: „ვიცით როგორი ძლიერი გუნდია ფიჯი და შესაბამისად ვემზადებით. გავითვალისწინეთ პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომები და კვირის განმავლობაში მათ გამოსწორებაზე ვმუშაობდით. შევეცდებით უფრო ლაღად ვითამაშოთ და ვაჩვენოთ ის რაგბი, რისი ჩვენებაც ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან ვერ შევძელით“.

დემე თაფლაძე: „ფიჯი ბოლო დროს გაძლიერდა და ტაქტიკურად და ტენიკურად ძალიან განვითარდა. მაგრამ ვვითარდებით ჩვენც და ვეცდებით მათ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვცდილობთ აღმოვფხვრათ ის შეცდომები, რომლებიც პირველ ორ თამაშში გვქონდა“.

2023 წლის მსოფლიო თასი. IV ტური. გ ჯგუფი

საფრანგეთი. ბორდო „სტად დე ბორდო“

30 სექტემბერი. 19:45 საქ. დრო

საქართველო – ფიჯი

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

rugby.ge

ალეკო
ბორჯღალო უკუღმა რატომაა.ამით საქმე წაღმა წავა?თუ სიმბოლოებს დატვირთვას ანიჭებ ,სწორად მაინც შეარჩიე.
ლლლლლ
შავი ლომის გარდა, სხვაგან ბიჭები არაა? ამიტომაც გვაქვს შედეგი. ძაღლის კუდს რა გაასწორებს
გიორგი
ვაი ქართულ რაგბს ამის ხელში.
geo
როგორ შეიძლება მაისაშვილის შეცვლა? თქვენ მართლა ომი გინდათ?
მეგრელი
ლომი და ვეფხვი და აფთარი კარგია ძმაო მაგრამ რაგბის თამაშს ცოდნა და დისციპლინა უნდა, სამწუხაროდ ჯერ შორს ვართ, როგორც უბანში იტყვიან ჯერ აზრზე არ ვართ. იმედია გატეხავენ ნავსს
ლევანი
რას ჰქვია ბიჭები გაამხნევეთ, არ აკრიტიკოთ, აბა რა ვქნათ? გამხნევების მეტს რას ვაკეთებ, მაგრამ გული მომიკვდა ამ მსოფლიოზე, სხვა დროს რა ფინალში კი არ გავედით, მაგრამ ჩამდა სად ვიყავით, სად უნდა მოგვემატებინა. ახლა? რატომ ლაპარაკობს ყველა ნეპოტიზმზე? რა ტყუილია? დარწმუნებული ვარ სიმართლეა. ერთი შერკინება იყო, ტოლს არ ვუდებდით გრანდებს, ესეც აღარ არის. რა დარჩა? გავამხნევოთ, გავამხნევოთ, მარა ვიიინ? დიდება საქართველოს!

კი ბატონომ მაგრამ რომ გაამართლა? და კიდევ ბევრა სხვა რამემაც არ გაამართლა. რეალობა მთელი სისრულით ფიჯისთან გამოჩნდება
დემე
ჩემი აზრით ნინიაშვილს თამაში რომ არ ჩაუკეტონ, როგორც პორტუგალიამ ქნა მეორე ტაიმში, როცა არცერთხელ არ დაარტყა ბურთი მისკენ და მისი თამაშიდან გამოთიშვა მოახერხეს, ეს არ განმეორდეს. თან ნინიაშვილი იგივე დავალებებს თავისუფლად გაართმევს თავს, რაც მოდებაძეს ევალებოდა ფრთაზე, დაცვაში სანდოა ნინიაშვილი, ჰაერშიც და ამასთან ერთად ჰაერიდან მიწაზე ჩამოსვლისას ძალიან მალე კრეფს სისწრაფეს, რაც სხვა არცერთ მორაგბეს შეუძლია. აქ სარისკო მხოლოდ მოდებაძის ყოფნაა 15 ნომერზე, რადგან დაცვაში თამაშში მოიკოჭლებს და ძალიან დიდი გამოწვევა იქნება მისთვის. აი ნარიაშვილის ფენომენი ნამდვილად ამოუხსნელია ჩემთვის, რამდენიმე წლის წინ უდავოდ მოსფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯი იყო და ერთი პერიოდი 100 საუკეთესო მორგბეთა სიაში სადღაც შუაშიც ყავდათ აყვანილი უდიდეს სარაგბო გამოცემებს, მაგრამ კაცს კარიერა ჰქონდა შეჩერებული და მხოლოდ გამოცდილების ქონის გამო წაიყვანეს, ფაქტია ვეღარ თამაშობს ისე, როგორც თამაშობდა. ჩილაჩავა თუ მზარდი მორაგბე არაა და საშუალოდ მხოლოდ 33 წუთს ატარებს მოედანზე და მანდაც მაღალ კლასს დებს დღემდე, სადაც ნარიაშვილის ყოფნაა ლოგიკური იქ ჩილაჩავას არ ყოფნა არაფერში ჯდება. მოკლედ ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი და ამას ეწირება ჩვენი ნაკრები.
სუხია
რაგბის კავშირის პრეზიდენტად რომ ტყემალზე მჯდარ კაცს ნიშნავ, მასე იცის.
123
მაისაშვილმა რომ იცის იმიტომ გავედით ჯგუფიდან, ეგ მოლოდინიც თვითონ შექმნდა.

თუ შეიძლება ჩვენ რომ ვერ გავიგეთ, აი თქვენ აგვიხსენით რას ნიშნავს თქვენი აზრით - რომ დააყენა ნინიაშვილი 11-ზე, და მოდებაძე 15-ზე, ან კიდევ ხმალაძე რომ არსად დააყენა, გიგიჩაშვილი მარქაფაშიც არ ყავს, მელიქიძე და სხვები რომ არ წაიყვანა, პორტუგალიის შემდეგაც ნარიაშვილი, რომ დააყენა, და ა.შ.?
123
ომი გინდათ? რას ერჩით მაისაშვილს. ამ ნაკრებს მწვრთნელინსაერთოდ რომ არ ყავდეს ქრამგონია ამაზე უარესად ეთამაშა
Zviads
აი ვინც მაისაშვილზე ლაპარაკობთ, აბა რომელიმემ რამე კომენტარი გააკეთეთ, ტაქტიკური კუთხით, შემადგენლობასთან დაკავშირებით, რატო დააყენა ვთქვათ ნინიაშვილი 11-ზე, და მოდებაძე 15-ზე, თუ შეამჩნიეთ საერთოდ ეგ ცვლილება და რას ნიშნავს.. ამით იმის თქმა მინდა რომ არ იცით რაგბი და რეალობასთან შორს ხართ.. ჩვენ გულშემატკივტებმა ჩვენს გულშემატკივრობას მივხედოთ, მარტო რუსეთზე რომ დადის ხალხი და შოტლანდიაზე ნახევარი სტადიონიც რომ არ იყო..
ნავე
სამწუხაროს ამ ჩემპიონატძე ჩვენნაირ უსახურ და უსუსურ თამაშს მხოლოდ ნამიბია და ჩილე აჩვენებს; ამ ბიჭებით და კარგი ტრენერით კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება;სასწრაფოდ გვინდა უცხოელი მაღალკვალიფიციური ტრენერი! ფიჯი უპრობლემოდ მოგვიგებს ბონუსქულით, იქნებ ოფლი მაინც გამოვადენინოთ და 2-3 ლელოც დავუდოთ!
თორო
28-13 რა თქმა უნდა საქართველოს სასარგებლოდ. მიდით ლომებო!
გიო
ყველაზე სამარცხვინო აქ ის არის, რომ გუნდში სერიოზული კონფლიქტია და ფაქტობრივად კაპიტანი გადააყენეს. თან ნარიაშვილს ნიშნავენ კაპიტნად, რომელიც, სადაც სამართალია, საერთოდ არ უნდა იყოს ნაკრებში! ასეთი სუსტი სელექცია და შესაბამისად შერკინება, არასოდეს გვყოლია ეროვნულ გუნდში და ამის მიზეზი არის ზღვარგადასული სპორტული ნეპოტიზმი!
Rezo
ფიჯმა
გიორგი
ჰო მაგრამ მაისაშვილი მათ არც კი ელაპარაკება. ანუ, არც სელექციონერად ვარგა ეს ნარცისი.
პელე
მწვრთნელის "ზამენაც" რო გვყავდეს ერთი გაასწორებდა :)) წარმატებები ბიჭებს, მიგვაჩვიეს კარგ თამაშს და აღარ მოგვწონს ჩავარდნები :)))
კ.მარქსი ფ.ენგელსი
მატუშკა რასიაში
გიორგი 50
მესმის თქვენი მეგობრებო, მაგრამ არ გვინდა გულგატეხილობა და უიმედობა... მივესალმები ცვლილებებს, მაგრამ არაა საკმარისი... გამოვიძახებდი ლევან ჩილაჩავას, მელიქიძეს, კარკაძეს... ასევე, მამამთავრიშვილს... მაგრამ მე ვინ მკითხავს...
გიორგი
მაისაშვილის მაგივრად გამოიხახეთ ვინმე რაგბის მცოდნე.
ვანდა ჯიქია
ერთა თასისთვის ამზადებს გუნდს?
ჯელა
მოგებას აღარ ვამბობ.ღირსეული წინააღმდეგობა მაინც გაუწიეთ.გული მტკივა რააა.ღამე არ მეძინა პორტუგალიათან თამაშის მერე.ჩასაფრებული არ ვარ ბატონებო.ისე ვარ თითქოს რწმენა მომიკვდა.იტალია და უელსი სიზმარი იყო თუ რეკლამა ვერ ვიგებ რაა.წიინ ფიჯისთან.წინ მოგებისკენ.მარტო კოეფიციენტების გადახედვა კმარა.დავიჯერო ესეთი სხვაობაა?
გიორგი
შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ უელსთან მოგების იმედი მაქვს. ფიჯისთან შანსი არ გვაქვს, თუ თვითონ არ აურიეს. "გაიტანეთ გრელანდია"! ქრისტიანები არ ხართ?
alexandre
რა გჭირთ?! გაამხნევეთ ბიჭები. თქვენ გენაცვალეთ, რაგბისტებო! ერთი ნაღდად ვიცი, თავს დადებთ, ყველაფერს გაიღებთ, არ შეარცხვენთ ქვეყანას, ქართულ რაგბს. უფალი თქვენსკენ! გაიხარეთ და გაგვახარეთ!!!
გელა
რას ველით?
xuta
ჩვენების ტრაბახი მოვისმინე უკვე. მაინც რა გატრაბახებთ? თუ სამარცხვინოდ არ გადაგთელოთ ფიჯმა, მე ვიყო ჭანჯი. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ჩვენი რაგბი უცხოელი მწვრთვნელების ხელში, დაწყებული სორელით და დამთავრებული ჰეიგით. მოვიდა ჩვენებური და წყალში გადაყარა ამდენი ნაშენები!
დიმა
ზამთარაძეს ვუყურებ და ვხედავ როგორ გვართმევენ ფიჯელები ყველა დერეფანს
Martali
Sait miveqanebit?
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს