ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან განწყობა საბრძოლოა - პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო

AutoSharing Option
მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"განწყობა ყოველთვის საბრძოლოა, ეს არასოდეს არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში ვერ შევძელით იმის შესრულება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს განწყობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ფიჯის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობაა. ჩვენ არც ერთ თამაშზე ამის გარეშე არ გავდივართ.

მე მესმის, რთულია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც მოგებას ელოდა და ახლა რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ,
განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული. თუმცა, არაფერი არ მთავრდება, ფიჯისთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, 100%-ით მზად იქნება და ყველაფერს გაიღებს, რათა ის სახე აჩვენოს, რითაც ვამაყობთ. დიდი სურვილი მაქვს ამით იამაყოს ერმა.

რაც შეეხება ბუკას (შარიქაძე), ტრავმა აქვს, პასუხი საბოლოოდ არ მიგვიღია, კიდევ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. სავარაუდოდ ტრავმა სერიოზული არაა".

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 30 /
პასუხისმგებლობას თუ არ გაურბიხარ მაშინ მსოფლიოს შემდეგ წადი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და შენვე მოითხოვე ძლიერი უცხოელი მწვრთნელი. შენ წადი და თეორიული ცოდნა გაიღრმავე, განვითარდი, სხვაგან მიიღე კიდევ პრაქტიკა და ვინ იცის იქნებ კიდევ მოგიწიოს მომავალში მწვრთნელობა თუ რამეს ისწავლი
Patrioti
15:49 30-09-2023
2
ძმებო სამწუხაროდ რაგბშიც შემოვიდა ჩათლახური სული, პორტუგალიასთან სამწუხაროდ ერთი ადგილის თამაშს ჰქონდა ადგილი, აშკარად მისცეს მეორე ტაიმი კი არა და 15-20 წთ ის მერე გაჩერდნენ, და სწორედაც აღნიშნა კომენტატორმა-"მეორე ტაიმი შეგნებულად არ (AR) ითამაშოოო,მძიმე საყურებელიაო", ეს მაისაშვილიც იმისთვის უნდა რომ ასეთი მზაკვრული გეგმები დაგეგმონ და შემდეგ უკვე განახორციელონ... ეხლა ერთს მოიგებენ ან ფიჯისთან , ანდაც უფრო უელსტან , რომ ბოლოსკენ გადაფარონ ეს ტრა...ის თამაში და ეგაა სულ ამათი დებილური გეგმა, და ყველაზე ამაზზრზენი საყურებელი ეს ყველაფერი კი არ არის , არამედ ის რომ , როგორი პრიმიტიული გეგმებიცც ამათ აქვთ , ისეთივე პრიმიტიული და ერთუჯრედიანები ვგონივართ ჩვენც, მაგრამ მწარედ ცდებიან ,და როცა გაიაზრებენ ამ ყველაფერს მანდრაჟში ვარდებიან .... ბუმერანგ ის ნია ენდ ჰი ვილ ქამინგ ))))))
გ.შ.
11:49 30-09-2023
16

სიახლეები პოპულარული