ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან განწყობა საბრძოლოა - პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო

AutoSharing Option
მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"განწყობა ყოველთვის საბრძოლოა, ეს არასოდეს არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში ვერ შევძელით იმის შესრულება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს განწყობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ფიჯის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობაა. ჩვენ არც ერთ თამაშზე ამის გარეშე არ გავდივართ.

მე მესმის, რთულია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც მოგებას ელოდა და ახლა რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ,
განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული. თუმცა, არაფერი არ მთავრდება, ფიჯისთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, 100%-ით მზად იქნება და ყველაფერს გაიღებს, რათა ის სახე აჩვენოს, რითაც ვამაყობთ. დიდი სურვილი მაქვს ამით იამაყოს ერმა.

რაც შეეხება ბუკას (შარიქაძე), ტრავმა აქვს, პასუხი საბოლოოდ არ მიგვიღია, კიდევ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. სავარაუდოდ ტრავმა სერიოზული არაა".

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 30 /
პასუხისმგებლობას თუ არ გაურბიხარ მაშინ მსოფლიოს შემდეგ წადი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და შენვე მოითხოვე ძლიერი უცხოელი მწვრთნელი. შენ წადი და თეორიული ცოდნა გაიღრმავე, განვითარდი, სხვაგან მიიღე კიდევ პრაქტიკა და ვინ იცის იქნებ კიდევ მოგიწიოს მომავალში მწვრთნელობა თუ რამეს ისწავლი
Patrioti
30 სექტემბერი 2023 15:49
2
ძმებო სამწუხაროდ რაგბშიც შემოვიდა ჩათლახური სული, პორტუგალიასთან სამწუხაროდ ერთი ადგილის თამაშს ჰქონდა ადგილი, აშკარად მისცეს მეორე ტაიმი კი არა და 15-20 წთ ის მერე გაჩერდნენ, და სწორედაც აღნიშნა კომენტატორმა-"მეორე ტაიმი შეგნებულად არ (AR) ითამაშოოო,მძიმე საყურებელიაო", ეს მაისაშვილიც იმისთვის უნდა რომ ასეთი მზაკვრული გეგმები დაგეგმონ და შემდეგ უკვე განახორციელონ... ეხლა ერთს მოიგებენ ან ფიჯისთან , ანდაც უფრო უელსტან , რომ ბოლოსკენ გადაფარონ ეს ტრა...ის თამაში და ეგაა სულ ამათი დებილური გეგმა, და ყველაზე ამაზზრზენი საყურებელი ეს ყველაფერი კი არ არის , არამედ ის რომ , როგორი პრიმიტიული გეგმებიცც ამათ აქვთ , ისეთივე პრიმიტიული და ერთუჯრედიანები ვგონივართ ჩვენც, მაგრამ მწარედ ცდებიან ,და როცა გაიაზრებენ ამ ყველაფერს მანდრაჟში ვარდებიან .... ბუმერანგ ის ნია ენდ ჰი ვილ ქამინგ ))))))
გ.შ.
30 სექტემბერი 2023 11:49
16
ვხსნი: უთხრეს, შეაპარეს , პორტუგალიასთან არ უნდა მოეგოთ, ამით ძალიან დიდ საქმეს გააკეთებდნენ "მათთვის"-ამა სოფლის ძლიერთათვის,ფული საიდანაც შესდით და ვინც მუსიკას უკვეთას,აი მაგათზეა ლაპარაკი, მსოფლიო რაგბის(და ზოგადად სპორტის) მაფიაზეა საუბარი... არც ფიჯის და არც უელსის მოგების ხოდზე არ ვართ და არც იმ დღეში ვართ რომ პორტუგალიასთან ფრე ვითამაშოდ , თან მსოფლიო თასზე, რაც მოხდება აგერ ნახავ ჩემო ძმაო და გაგახსენდება მერე ჩემი ახსნილი ))))) თუ არა და მითხარი შენიშვნა, პასუხისმგებლობას ავიღებ სრულად ))))
გ.შ.
30 სექტემბერი 2023 18:25
2
და ლოგიკა სად არი მანდ შენი აზრით რაში აწყობდათ ძალით წაგება? თან თუ თვლი რო ეხლა საერთოდაც იმ ხოდზე არიან რო ფიჯის ან უელსს მოუგებენ . შენი ლოგიკა ახსენი
Sandro
30 სექტემბერი 2023 17:37
1
შევარდნაძიდან მოყოლებული, ვერაფრით გავერკვიე, რას ნიშნავს ქართულად ნათქვამი ფრაზა - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.
გოგია
30 სექტემბერი 2023 11:40
0
თუ სამარცხვინოდ არ გადაგთელAთ ფიჯმა, ამასაც წარმატებად ჩაგითვლით! ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ჩვენი რაგბი უცხოელი მწვრთვნელების ხელში, დაწყებული სორელით და დამთავრებული ჰეიგით. მოვიდა ჩვენებური და წყალში გადაყარა ამდენი ნაშენები!
xuta
30 სექტემბერი 2023 09:55
8
რატომღაც ფიზიკაში ძაან გვიჭირს. მივეჩვიეთ რომ ჩვენი შერკინება ის აღარ არის რაც იყო და საშუალო დონის გუნდებსაც ვეღარ ვჯაბნით, ეს დასანანია, რადგან საფრანგეთში ყველაზე მეტი პირველხაზელი გვყავს და ასე უსუსურები არიან ყველა?!
სხვა საკითხია, რომ კონტაქტები და ბოჭვების ხარისხი ცუდია და ეს ფაქტია! ხაზში გვიჭირს ისევ - ფიზიკაშიც და კლასშიც. ბოლო გადაცემა, ჩათვლის მოედანში შესვლა და ვერ დამიწება, კრიტიკულ მომენტებში ბურთის ხელიდან გავარდნა, ტაქტიკური დარტყმები და სხვა. შეგრძნება არის ისეთი, რომ ამ თაობას მეტი შეუძლია. ფიჯი ძალიან დალაგებულ და ორგანიზებულ თამაშს აჩვენებს. კლასითაც და ძალითაც საკმაოდ აღგვემატება. ერთადერთი შერკინებაში ვჩაგრიდით შედარებით და ესეც აღარ გვაქვს და ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსსაც თუ დავამატებთ თავს მოიკლავენ. ჩვენი მოტივაცია ნულია, რადგან შემდეგ ჩემპიონატზე ევროპიდან მაინც გავალთ (იმედია ესპანეთიც არ გადაგვივლის პორტუგალიასავით). ათეულში შესვლა კი არა იქნებ ხუთმეტეულიდან არ გავვარდეთ (არც ეს არ არის პანაცეა), ყველაზე გულსატკენია, რომ იმ თამაშს ვერ ვაჩვენებთ რაც შეგვიძლია. ფაქტია, რომ მოუმზადებლები ვართ. წარმატებები და ღვთის წყალობა ბიჭებს. ყველაზე ცუდი ის იქნება გული თუ გაუტყდათ.
Joseph
30 სექტემბერი 2023 09:37
2
რაგბიც გასვარა ფულმა და ტოტალიზატორმა!

ის რა უნდა მიგვეღო(მოგება) პორტუგალიასთან და არ მივიღეთ, მოგვეცემა იქ სადაც ამას არ/ვერ ვგეგმავდით(ფიჯისთან).
მოვიგებთ, ოღონდ ფიჯი ბონუს ქულას აიღებს და ბოლო ტურში ბონუსით მოუგებს პორტუგალიას!

ქომაგი
30 სექტემბერი 2023 09:13
1
იმედია ამ ტიპს აეროპორტიდანვე გაუშვებენ. გააბანძა გუნდი.
ჩელენჯერი
30 სექტემბერი 2023 07:51
1
რარაცაში ხომ უნდა გამოიხატოს პასუხისმგებლობა, მაგრამ სიტყვებმა მნიშვნელობა დაკარგეს, სპორტშიც, პოლიტიკაშიც სმართალშიც. სადაც გნებავთ - ყველაფერში. თუ თქვი, ეს ჯადოსნური სიტყვა - "პასუხისმგებლობა" და დაუმატე "ვგრძნობ" ან "ვიღებ", მაშინ ყველაფერი მოგვარდა და გამოსწორდა. მაშინ მარღალი ხარ და მოდავება უადგილოა - მოკლედ თავისუფლები სწრედ ამ პასუხისმგებლობისგა, .

მთავარია სიტყვა წარმოთვა, და რას საქმეს/შედეგს მნიშვნელობა არ აქვს - აკეთე რაც გინდა. სიტყვის მოგებაზე დავიდა ვალდებულების გაგება.
ლევანი
30 სექტემბერი 2023 05:24
1
ცალი ფეხით უნდა მოგეგოთ არა? ორი ფეხით იყავით და რა გეტაკათ.ვიდეო ჩანაწერი ნახე მეორე ტაიმის განსაკუთრებულად?რა ნამუსით ლაპარაკობ
გელა
30 სექტემბერი 2023 02:52
6
ასეთი უსახური გამოსვლა მსოფლიოზე არ მახსოვს. გორგოძე უნდა გაუძღვეს რაგბს და თვითმფრინავის ტრაპიდან გასატანია გრელანდია.
გიორგი
30 სექტემბერი 2023 02:43
3

სიახლეები პოპულარული