ლევან მაისაშვილი საქართველოს ნაკრებს აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის
არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.

მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.

ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.

*ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.
შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

მკითხველის კომენტარები / 51 /
ბევრს ნუ ბოდიალობთ და ნუ ფილოსოფოსობთ.
არ უნდა ეს ფარისევლობა და მადლობები!
დროზე შეარჩიეთ გამოცდილი, პროფესიონალი, უცხოელი წარმატებული მწვრთნელი!
ბათუმელი ექსპერტი
15 ოქტომბერი 2023 15:27
17
და ტყემალაძე რაღას უყურებს, არ უნდა გაყვეს თან?
წავიდააა? როგორ? რანაირად? რატომ? რისთვის? არ მჯერა. არააა.
15 ოქტომბერი 2023 15:23
12
მადლობა, წარმატებები შემდეგი კარიერის ეტაპებში.
გენო
15 ოქტომბერი 2023 14:15
4
ყოველთვის კაცი იყო და ესეთად დარჩა........... მადლობა ყველაფრისთვის კარგო კაცო.............
სიმართლე
15 ოქტომბერი 2023 23:08
1
ორმხრივი მადლობებისს შემდეგ მქუხარე ტაში და აპლოდისმენტები იყო? თუ არ იყო, მაშინ გაიმეორეთ იგივე სცენარი. ტყემალაძეზე დაგჭირდებათ.
ბრეჟნევი
15 ოქტომბერი 2023 16:22
11
გუშინ ირლანდიის და ახალი ზელანდიის შემყურეს ეჭვი შემეპარა იმაში,რომ"რაგბი ჩვენი თამაშია." მიუხედავად იმისა,რომ საბჭოთა კავშირის დროიდან"სახლმშენი"-ს,და ახლა"აია"-ს დიდი გულშემატკივარი ვარ და საქართველოში ჩატარებული ჩვენი ნაკრების ყველა მატჩი,ზიმბამბით დაწყებული ცოცხლათ მაქვს ნანახი და ნაგულშემატკივარი,უნდა ვაღიარო რომ ისენი სხვა პლანეტაზე არიან(დღეის მდგომარეობით მაინც).
ენძო
15 ოქტომბერი 2023 15:28
2
აქამდეც უნდა წასულიყავი დააგვიანე. ამბიციებს არუნდა გადააყოლო ნაკრები რო ხედავ არ ხარ იმ დონის უნდა გაეცალო
რონი
15 ოქტომბერი 2023 14:14
12
წარმატებები ლევანს! მიხარია, რომ ადამიანმა ვისაც პატივს ვცემდი და რეალურად აიღო პასუხიმგებლობა შედეგზე! ლამაზი და დროული წასვლა ყველა წესიერ, პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს უხდება! ამით არაფერი დასრულებულა, დარწმუნებული ვარ ლევანი კიდევ იტყვის თავის სიტყვას ქართულ რაგბში! და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა რაგბის კავშირისთვის რომ მოვიდეს მწვრთნელი, რომელიც მსოფლიო რაგბიში ტოპ 30-ში შედის. დარმწუნებული ვარ მოიძებნება ამის ფინანსური რესურსი, მთავარია დავითანხმოთ სწორი ადამიანი შემდეგ 5 წლიან პროექტზე და არ ვიჩქაროთ.
ვისტი
15 ოქტომბერი 2023 14:10
7
ვეღირსეთ!
₾ადო
15 ოქტომბერი 2023 14:01
12
ღირსეული საქციელია ლევანის მხრიდან, მიუხედავად იმისა რომ მას არავინ გაუშვებდა, თვითონ მიიღო გულშემატკივრისთვის მოსაწონი გადაწყვეტილება, რაც უნდა ვაღიაროთ რომ ღირსეული საქციელია. ახლა ტოპ მწვრთნელი გვინდა თორემ ტოპ 10 ის თამაშებს რო უყურებს კაცი შორს ვართ მათგან და აუცილებელია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი.
ABCABC
15 ოქტომბერი 2023 17:53
5

სიახლეები პოპულარული