ლევან მაისაშვილი საქართველოს ნაკრებს აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის
არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.

მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.

ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.

*ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.
შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

მკითხველის კომენტარები / 51 /
ფიჯისთან თამაში მსაჯმა ამოგვიღო ჯიბიდან ამას რატომ არ იძახი თუ ობიექტური ხარ?
თამაშის ხარისხი რო ცა და დედამიწა იკო ვიდრე ცინა შეხვედრები?
და საერტოდ რა გუნდით ვეთამაშეთ ანუ პატარა მაგარი ბიჭებით მთელი მსოფლიო აღნიშნავს ჩვენს გარდა აი ესაა პრობლემა ჩვენ ლიჟბი ჩვენიანს ვაგინოთ და ვიპროფესოროთ და დალშე არ გვაინტერესებს ეს არის ქართული ანალიტიკა და პატრიოტიზმი.

მე ვთვლი რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო გადადგომა აშკარა პროგრესი ქონდა ახალგაზრდა გუნდს თავის მწვრთნელებთან ერთად მაგრამ ჩვენ ხო ეგრევე მსოფლიოს მოგება გვინდა!!!!!!


mesxi
23 ოქტომბერი 2023 16:47
1
ერთი ნამიბიასაც უგებდით მსოფლიოზე და პორტუგალისაც შესარჩევში. ახლა პორტუგალიასთან ფრეს ძლივს მივაღწიეთ და ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავეთ სამი ქულით - მოკლედ ერთი თამაიც ვერ მოვიგეთ. ეგ ნაბიაც მიუღწეველი გაგვიხდა. ჩვენი უარყფითი ბალანსი არის (-49), როდესაც პორტუგალიასაც ჩვენზე უკეთესი ბალანსი აქვს (-39) და უკეთესი ქულები - ექვსი.

აი ეს არის სინამდვილე და ეს შეძლო ლევან მაისაშვილმა.

Metreveli
19 ოქტომბერი 2023 20:43
3
ლევანი, მიუხედავად თავის ასაკისა საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი მწვრთნელია... მე ვფიქრობ, ემოციურად ,,გადაიწვა''... კორონას მძიმედ გადატანის შემდეგ, ფაქტიურად სიკვდილს ჩახედა თვალებში და ეგრევე ჩაება ამ დიდ ომში და სერიოზული ფიზიკური, ფსიქოლოგიურ-ემოციური და სხვა დატვირთვები აიღო საკუთარ თავზე. იქნებ ასეც სჯობდეს, ჯერ დაისვენოს, შემდეგ საზღვარგარეთ კვალიფიკაცია აიმაღლოს(სიბერემდე სწავლაო), განვლილს ანალიზი გაუკეთოს და დარწმუნებული ვარ, ის უფრო ძლიერი დაბრუნდება და ნაკრებს უფრო მაღალ მწვერვალევისაკენ გაუძღვება... ლევან, გული არ გაიტეხო... როგორც ბრძენმა ბრძანა: ..ვნახოოოთ''...
გიორგი-50
20 ოქტომბერი 2023 20:39
5
ლევან მაისაშვილმა და შტაბმა რა შეძლო?

ხომ ვერ დაწერ წინა მსოფლიოზე რამდენი 10-ი ქულიტ გადფაგვირბინა ფიჯიმ?
თამაშის ხარისხი მთელმა მსოფლიოს სპორტულმა პრესამ შეაფასა და წაიკიტხეთ რა წერია.

მწვრთნელების 80პროცენტი ასრულებს კარიერას პრინციპალიტიზე მოგების გარეშ უელსთთან ! (ედი ჯონსსაჩ კი არ აქვს მოგებული) ეს ისე.....

კაცმა 2 ტიერ 1 გუნდი დაამარცხა უმაგრესი გუნდი ჩამოაყალიბა..
მაგარი ბიჭები რომ თამაშობენ ნაკრებში ვისი გაზრდილები არიან?

ასე რომ მაგ კაცს უზარმაზარი წარმატება და საქმეაქ გაკეთებული
რომელსაც კიდევ გააკეთებს.

მადლობა მთელ სამწვრთვნელო შტაბს გამოვიდა რომ თამაშს როცა ვაგებთ
მწვრთნელები აგებენ და თუ ვიგებთ ბიჭები.

უსამართლო და დამაზიანებელია ეს მიდგომა ქართული რაგბისათვის
mesxi
20 ოქტომბერი 2023 13:30
2
ნეტა რომელი მწვრთნელი იქნება? ძალიან მაინტერესებს და როდის შეარჩევენ
ლუკა
17 ოქტომბერი 2023 11:21
0

სიახლეები პოპულარული