"ბორჯღალოსნები" | მზადება წლის პირველი საშინაო მატჩისთვის

AutoSharing Option
გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადება.

საქართველო წლის პირველ საშინაო შეხვედრას 10 თებერვალს თბილისში, "ავჭალაზე", ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 14 საათზე დაიწყება.

მერვედ ნიდერლანდებთან

"ბორჯღალოსნებს" ნიდერლანდების წინააღმდეგ აქამდე 7-ჯერ უთამაშია. პირველად მათ ფირას ეგიდით, 1995 წელს გადავეყარეთ. ეს იყო გუნდის ერთ-ერთი პირველი გასვლა ევროპაში და საქართველო 30-ე წუთისთვის 3:0 იგებდა, თუმცა მერე 9 უპასუხო ლელო გაუშვა – 3:55. ეს იყო ერთადერთი მარცხი ნიდერლანდებთან, მას შემდეგ კი მეტოქეს მუდამ უშანსოდ
ვამარცხებდით.

2000-2002 წლებში ნიდერლანდებს ერთა თასზე სამჯერ ვერკინეთ და სამივეჯერ ისე მოვიგეთ, ლელო არ გაგვიშვია (41:6, 32:3 და 88:0). ამის შემდეგ მეტოქე დაქვეითდა და რაგბი ევროპის ელიტას 2021 წელსღა დაუბრუნდა. ბოლო სამ თამაშში ის ახერხებდა ლელოს გატანას, მაგრამ გამარჯვებული მუდამ საქართველო რჩებოდა (48:15, 72:10 და 40:8).

ჯამში ნიდერლანდებთან მოვიგეთ 6 და დავთმეთ ერთი შეხვედრა. გავიტანეთ 51 ლელო და 324 ქულა, მეტოქემ კი 13 ლელო და 97 ქულა მოიხვეჭა.

ცვლილებები გაფართოებულ რაზმში

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ნიდერლანდები პროგრესირებს, 2023 წელს სამი თამაში მოიგო (ორი გერმანიასთან, ერთი ბელგიასთან) და ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა.

2024 წლის პირველ მატჩში მან ამსტერდამში ესპანეთს უმასპინძლა და ერთი გარდასახვით ჩამორჩა – 18:20.

დესაუში გერმანიასთან 28:17 გამარჯვების შემდეგ, ცვლილებებია "ბორჯღალოსნების" გაფართოებულ რაზმში. შეკრება დატოვეს ბურჯებმა გიორგი ქართველიშვილმა და გიორგი ჩხარტიშვილმა, ასევე 9 ნომერმა გიორგი მარგალიტაძემ.

გუნდს დაემატნენ ბურჯები ბექა გიგაშვილი და სანდრო ქუნთელია, მესამეხაზელი ბექა გორგაძე, 9 ნომერი თენგიზ პერანიძე და ფრთა ლუკა ხორბალაძე. ხუთი მოთამაშიდან ორი გამოცდილია – გიგაშვილი (40 კეპი) და გორგაძე (42), ორს მწირი გამოცდილება აქვს – ქუნთელია (2) და პერანიძე (1), ხორბალაძე კი დებიუტანტია.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება:
დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი), ბექა გორგაძე (პო).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), დავით ხუროშვილი (კლერმონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 25 /
პირველი თამაში იყო. აზრი არა აქვს აქ რამე დასკვნებს.მე იმედიანად ვარ. მტა არი მიზანი კი urc ა. პ.ს. ნუ დაუპირისპირებთ ერთმანეთს სპორტის სახეობებს და მითუმეტეს ქართველებს! იმიტომაა, რომ ყველამ კბილი გაგვკრა დს ჩვენი სამშობლოს ნაწილი წაიღო. იმიტო.აა, რომ ჩვენს ნადახლარზე უცხო თესლი ჰყვავის და არც აღიარებენ, რომ ოდესღაც აქ ქართველი ყოფილა
Rezo
07 თებერვალი 2024 21:59
0
პასუხი "რაინდებს". ალბათ ეს ქვა ჩემ ბოსტანშია ნასროლი. ისე ცნობისათვის, სანამ დინამო დინამოობდა და ფეხბურთი ფეხბურთი იყო და კარგა ხანი მერეც (ვიდრე ფეხბურთი ბინძურ ბიზნესად გადაიქცეოდა) პრაქტიკულად ყველა მატჩზე სტადიონზე ვიყავი (და უაღრესად ვნერვიულობდი); ხოლო რაც შეეხება საფეხბურთო სტატისტიკას, არა მგონია ვინმემ ჩემზე უკეთესად იცოდეს ის და პირველ რიგში მსოფლიოს, ევროპის ჩეპიონატებისა და საკლუბო ტურნირების სტატისტიკა და არა მარტო (აბა გამომცადეთ). დიახ ბატონო, ასეა ეს. თუ შეიძლება დადეთ ჩემი პასუხი !!! P.S. ისე რომ მხოლოდ რაგბისადმი მიკერძოებაში ვერ დამადანაშაულებთ. (მეტიც იგივე შემიძლია ვთქვა კალათბურთზე, ხელბურთზე, წყალბურთზე...)
S.K.
07 თებერვალი 2024 14:39
3
დიდი ხანია სპორტი ბიზნესად იქცა რაც სამწუხაროა,კომერციული ტურნირებია NBA,NHL,ექვსი ერი, 4 ერი,აქ ხალხი საუბრობს ერთ რამეზე,სპორტული სამართლიანობის პრინციპებზე,აღზევება/დარჩენა სუსტის და ძლიერის შეხვედრა,შანსი რომელიც ყველას აქვს ითამაშოს უმაღლეს დონეზე,უდიდეს ფორუმზე,საერთაშორისო ტურნირებზე...
ფულის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელია,მაგრამ ყველა სპორტშია დაცული სამართლიანობის პრინციპი.აპელირებას აკეთებთ ვაჟკაცური სპორტიაო,რაინდების თამაშია და ა.შ.-ამ დროს ხელმძღვანელობას და ბოსობას რაინდობისა არაფერი სცხიათ ეტყობათ როგორც გვჩაგრიან და როგორ კარგად გვიწყობენ ხელს განვითარებაში ხელს,თავის უაზრო მადით და ფინანსებზე აპელირებით....რასაც მივაღწიეთ ნიჟარაძეს დამსახურებით,რა თქმა უნდა ბიჭების თავდადებით და შრომით,ასევე სავსე სტადიონებით (ზე მოტივაცია კი ღრუსების მიჯირყვნა იყო - საერთოდ რა სპორტია ხალხმა წესებიც კი არ იცოდა ისე დადიოდა) ახლა იმდონეზე ვართ უკვე ჩასვრილები,რომ ჰოლანდია-გერმანიის მოყვარულებთან მოგება გვიხარია და ავიტაცეთ თიბისის კომერციული სლოგანი: რაგბი ჩვენი თამაშია...ხასიათშიც ჯდება,ჩვენს გენშიც,მაგრამ არ გაქვთ უფლება აღმატებულ ხარისხში ისაუბროთ სპორტზე რომელიც არაპოპულარულია მსოფლიოში და სხვა სახეობებს შეურაწყობა აყენოთ რო ის ბიზნესია მარტო,ის ნაღდი არ არის და ა.შ.რაგბზე დიდი ბიზნეს ბანდა (ექვსი ერი) არ არსებობს და სჯობია მოკეტოთ და ყელში არ ამოგვადინოთ მოყვარულებთან ვაი მოგებები
ჩვენი მტერი რომელთანაც ჭიქას-ჭიქაზე უჭახინებდით რაგბის მესამე ტაიმზე გააძევეს ტურნირიდან,სტადიონზე მაყურებელი მოგაკლდათ,ხარისხი დააგდეთ,მსოფლიო ჩააგდეთ,გაჩუმდით მაინც რა და საქმეს მიხედეთ
Givi
07 თებერვალი 2024 17:27
1
"ვისაც რაგბი არ გაინტერესებთ უყურეთ თქვენ ნაპოლის"-ო რომ ამბობ, ამით იმ ლუზერებში რომ ეწერები, ვინც ხვიჩას ლანძღავს, ვერ ხვდები? ჩემთვის რაგბი ყველაზე საყვარელი თამაშია, ხოლო ფეხბურთის ყურება ხვიჩას გამო აღვადგინე. საერთოდ, ქართველი კაცის წარმატება ყველა სფეროში მახარებს, სპორტს რომ თავი დავანებოთ.
გიორგი
07 თებერვალი 2024 17:25
0
რაგბი ევროპას დონე იზრდება, რაც სასიხარულოა. 6 ერში არ მიგვიღებენ სულ რომ 40 ქულით ვანგევდეთ ირლანდია- ინგლისს, იმიტომ რომ ბილეთს 100 ლარს ვერ დავადებთ და სტადიონებს ვერ შევავსებთ. ნეტავ, რაგბი ევროპის გუნდები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და მიუახლოვდნენ ტიერ-1! ჩვენც ეგ უნდა გვინდოდეს.
გიორგი
07 თებერვალი 2024 13:13
0
სამწუხაროდ საერთოდ არ იზრდება. უბრალოდ ის ვინც ადრე მაგარი იყო დრეს არ ვარგა. ყველა ტამაში ვნახე და დიდი 10 ს დონის იყო ყველა
Rezo
07 თებერვალი 2024 21:53
0
კიდევ ერთხელ, 6 ერი კომერციული ორგანიზაციაა და ბილეთის ფასსაც ის აწესებს. დასწრების სტატისტიკაც უმნიშვნელოვანესია, რადგან შემოსავალი = დასწრება გამრავლებული ბილეთის ფასზე, პლუს სატელევიზიო შემოსავლები. დიახ, ხალხი 100-300 ლარს იხდის მატრაბაზობაში წელიწადში ერთხელ. რაგბის გულშემატკივარს კი წელიწადში სამჯერ მაინც მოუწევს 100 ლარის გადახდა და სტადიონის შვსება, თუ გვინდა რომ 6 ერი დავაინტერესოთ. უქცირეთ 6 ერის თამაშებს და ნახავთ გაძეძგილ სტადიონებს.
არის თუ არა ეს ბილეთი-ს
07 თებერვალი 2024 17:37
0
ყველა გამოხმაურება
ისე ამ რაინდული სპორტის სახეობის მოყვარულებს საიდან ასეთი აგრესია ფეხბურთის მიმართ?!სპორტის ნომერ პირველი სახეობა რახან არის მაგიტომ?!
ან ხვიჩას რას ერჩით?!მსოფლიოს რო გააცნო საქართველო გშურთ?!მასე გორგოძეზე რო ვილაპარაკოთ გაგიხარდებათ?!
რაინდებს
07 თებერვალი 2024 12:40
1
სამწუხაროდ ასეა,ელიტაში შებიჯებაზე რა გითხრათ,რეგრესირებს ნაკრები,ამას დამატებული სპორტის ამ სახეობაში დამკვიდრებული არასამართლიანი სპორტული პრინციპები და წესები რაც გამოიხატება ჩაკეტილი ტურნირებით (არადა ვაჟკაცური სპორტია ვითომ და რაინდები თამაშობენ) სამოყვარულო დონეს ვერც გავცდებით,რაც არ უნდა ვიძახოთ რაგბი ჩვენი თამაშია არაფერი გამოვა,ჰოლანდია და გერმანია კი არა აგერ რუმინეთიც კი სამოყვარულო ნაკრები გახდა,ამ მოჯადოებული წრის გამო...
გაახილეთ თვალები
07 თებერვალი 2024 12:28
4
აქ რაც არ უნდა გაახუროთ ზოგიერთებმა, მაინც სიმართლეს ვიტყვი - ამ მსოფლიოზე გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ავიდა გარკვეულ დონემდე და იმაზე ზემოთ "ახტომა" არ შეუძლია! ჰოდა, მსოფლიოზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, აწი ვისაც გულის მოოხება გსურთ და "რაგბი ჩვენი თამაშია"-ს ძახილი, იარეთ და უყურეთ სამოყვარულო ნაკრებებს როგორ დავამარცხებთ (თუმცა მაგათაც უკვე ძველებურად ვეღარ ვუგებთ). ჩვენ კი (ანუ ის ქომაგები ვისაც დიდ იმედებს აძლევდით, აქაოდა ელიტაში შევაბიჯებთო) აწი მასეთ თამაშებზე აღარ ვართ მომსვლელები
სიმართლე
07 თებერვალი 2024 11:10
9
მოსაგებ თამაშებში ჩაისვარეს და ეხლა გერმანია ჰოლანდიას თუ მოუგეს დიდი ამბავი, იტალია უელს მოუგეთ ამხანაგური და მსოფლიოზე სასწაულს ვიზამთო, მაგრამ.. სამწუხაროდ
გოგა
06 თებერვალი 2024 22:04
15
ვისაც რაგბი არ გაინტერესებთ უყურეთ თქვენ ნაპოლის, მეტის ღირსი არა ხართ!!!
S.K.
06 თებერვალი 2024 21:38
14
ინტელექტუალ გიოს კომენტარს ჰგავს რომლის ერთი კომენტარი უკვე გაქრა
ზორო
06 თებერვალი 2024 22:16
0
გორგაძე და გიგაშვილი რა საჭირო იყო ამ ეტაპზე? ქუნთელიაც არ იყო აუცილებელი, მარა კაი. ერთადერთი ვინც გადადარევი იყო გერმანიასთან 1 ხაზი იყო. ეს ქართველიშვილი ფისთვის აწვალეს, ვერ გავიგე? ამდენი პირველხაზელი გვყავს თან ყველა პატარა, ამბობ აქედან ვიწყებ 4 წლისნ ციკლსო და ტჰუილად რატომ მოუშალეს ნერვები? გინდა მაგას, გინდა შავი ლომის ბურჯებს? მაინც ვეტ მოხვდებიან ნაკრებში. 9ზე პერანიძე დროულია, ალანიამ ვერ ითამაშა, მარგალიტაძე არ არის ნაკრების დონე. კვესელაძეს სავეა დაემართა. ბუჯელალისხარ იყოს, მგონია მისი ფეხბურთელი ძმა თამაშობს მის მაგივტად. პატარებს მეტი გასაქანი ხაზში!
Rezo
06 თებერვალი 2024 21:05
2
ფეხბურთია შენი თამაში? მანდაც რო ვაგებთ რა ვქნათ აღარ ვითამაშოთ?
111
06 თებერვალი 2024 19:47
2
არა მეგობარო
ჩვენი თამაშია ძალოსნობა,მკლავჭიდი,ძიუდო,ჭიდაობა
ფეხბურთში დიდ ფორუმზე ჯერ არ მოვხვედრილვართ და მარტში გავალთ
კალათბურთშიც,ხელბურთშიც და წყალბურთშიც ვითამაშეთ დიდი ფორუმები,სადაც უფრო რთულია მოხვედრა,
ვიდრე ნახევრად სამოყვარულო სპორტში,მაგრამ არ გვიყვირია ჩვენი თამაშია ჩვენი თამაშიაო,რაგბი ისეთივე ჩვენი თამაშია როგორც ყინულის ჰოკეი,ბეისბოლი ან კრიკეტი,
ასე რომ ივარჯიშეთ და ითამაშეთ,სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება კარგია მაგრამ ამ უაზრო სლოგანით ნუ შეგვჭამეთ რა
ზორო
06 თებერვალი 2024 21:09
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული