11:52 30-04-2024
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
AutoSharing Option
მერაბ შარიქაძე
"საქართველოს ადგილი "6 ერში" ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ საქართველო იმსახურებს შანსს, რომ რაღაც პოტენციური შანსი ჰქონდეს, რომ "6 ერში" პოტენციურად მოხვდეს და არა ისე, რომ იმედები გადაწურულია და რაც უნდა გააკეთო, რომ ვერ ხვდები, ეგ ცოტა უსამართლობად მეჩვენება".
რიჩარდ კოკერილი
ფაქტია, "რაგბი ევროპაზე" შესანიშნავად ვითამაშეთ, ყველა გუნდს უჭირს ჩვენთან კონკურენციის გაწევა. ჩვენ განვითარებისთვის გვჭირდება მეტი კონკურენცია, რათა უკეთ გამოვცადოთ ჩვენი თავი. ყველა გუნდი ვითარდება და ეს ჩვენც გვჭირდება. ვართ თუ არა მზად "6 ერისთვის"? ჩვენ გვჭირდება კონკურენცია. მზად ვართ? - მგონი, ჯერ არ ვიცი. არ მგონია, ვინმემ იცოდეს, სანამ არ ვითამაშებთ და არ გამოვცდით ჩვენს თავს. ყოველ ჯერზე ინგლისის ნაკრების დონის ნაკრებთან თამაში ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება და გამოცდა იქნება, მაგრამ თუ შევხვდებით იტალიას (ისინი "6 ერში" 20 წელზე მეტია რაც არიან), როგორც მახსოვს, 125-დან 15 თამაში მოიგეს. ვართ თუ არა მზად, ვითამაშოთ "6 ერში"? ვფიქრობ, ეს არის შემდეგი ნაბიჯი ჩვენი განვითარებისთვის. ჩვენ სულ მცირე შანსი უნდა მივიღოთ და ვითამაშოთ უმაღლესი დონის გუნდებთან და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა თამაშს ამ კონკურენციაში. ვართ თუ არა მზად კონკურენციისთვის და გუნდების დამარცხებისთვის? ვფიქრობ, ჯერ სრულად არ ვართ მზად, მაგრამ საჭიროა მივიღოთ შანსი, რათა განვვითარდეთ. იტალიამ მიიღო განვითარების შანსი და მათი განვითარების გზის მიხედვით, ჩვენ ვართ შემდეგი გუნდი, რომელსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა "6 ერში თამაშის", ან თუნდაც შვიდში. ამჟამად არ გვეძლევა შანსი, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
შეეშვით ამ 6 ერს. ჩვენ, გულშემატკივრები მაგას რომ სჭირდება, იმ ფულს ვერ გადავიხდით კარგა ხანს. ვერც სტადიონებს შევავსებთ, რადგან 5000-10000 ვართ სულ მთელს საქართველოში. შავი ლომი პრო14-ში კი იდეალურია.
1
0
ნუ შეგვწამეთ ამ კანდიდატის სტატუსებითდა თუ კარგად მოიქევებით. 25 წელია იტალია იქაა. რაღა არ ვარტ და რაღა არ იცი?
1
5
იმაზე ნაკლებსაც კი ამბობენ,ვიდრე გვეთქმის.სწორადაც იქცევიან.წინასწარ ქადილი,რაგბიში არ ამართლებს.სჯობია ცოტა ილაპარაკო და მეტი გააკეთო.
8
0
საღად მსჯელობენ, კრგი ნიშანია.
13
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული