"ბორჯღალოსნები" უკვე ორი დღეა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე წლის პირველ შეკრებაზე იმყოფება – ახალი მწვრთნელებითა და 11 დებიუტანტით გაფართოებულ შემადგენლობაში.

ინგლისელ მთავარ მწვრთნელ რიჩარდ კოკერილს, მის ასისტენტებს – ირლანდიელ კონორ მაკფილიპსა და სამხრეთაფრიკელ შონ სოვერბის, ასევე რამდენიმე მოთამაშეს, სანაკრებო დებიუტი 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან ექნებათ. შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება.

რიჩარდ კოკერილი: „ვემზადებით გერმანიასთან მატჩისთვის. ამ პროცესში ბევრი რამ ხდება ახალი – ახალ მწვრთნელებთან და მოთამაშეებთან ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ მნიშნელოვანია. გამარჯვება მთავარი პრიორიტეტია და ყოველთვის ამისთვის ვითამაშებთ, თუმცა, ამავდროულად, უნდა დავიჭიროთ ბალანსი – მომზადების პროცესი და ახალი მოთამაშეების გამოცდაც მნიშვნელოვანია“.

კონორ მაკფილიპსი (შეტევის მწვრთნელი): „ვგრძნობ, რომ გუნდმა კარგად მიმიღო – როგორც სტაფმა, ისე მოთამაშეებმა. ვხედავ, რომ სწავლის დიდი სურვილი აქვთ. აქ დამხვდა ლევანისა (მაისაშვილი) და ქორის (ბრაუნი) მიერ შექმნილი კარგი ბაზა. მოთამაშეებს აქვთ სასურველი სარაგბო უნარები და ესმით თამაში, თუმცა ისინი ყოველთვის ეძებენ გზებს, გახდნენ უკეთესი“.

„ჩემი საქმე და გამოწვევაა მათი განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო მიზანს კი ისეთი თამაშის ჩვენება წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ დონეზე მოგებაში დაგვეხმარება – არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ამინდია ან როგორი მოწინააღმდეგე გვყავს. მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ ამოცანა და შემდეგ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები წნეხის ქვეშ“.

შონ სოვერბი (დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი): „ჩემი პირველი შთაბეჭდილება დადებითია. ამ გუნდში დიდი ნიჭი და პოტენციალია. ჩვენი სამუშაო იქნება ის, თუ რამდენად კარგად განვავითარებთ ამ პოტენციალს, რათა საქართველო მომავალ წლებში უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ისტორიულად, შერკინება და მოლი ქართული რაგბის ძლიერი მხარეებია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ძალა და პარალელურად, განვვითარდეთ სხვა მიმართულებითაც. უნდა შევძლოთ ქართული ფიზიკურობის დომინაცია მოწინააღმდეგეებზე და თუ ჩვენ ამაზე მუდმივად ვიმუშავებთ, შევძლებთ ტოპ-ათეულში შესვლას“.

Rugby.ge

გიორგი
რიჩარდ, რაგბის კავშირს არაფერი დაუჯერო. თავად ნახე ფრანგულ ლიგებსა და დიდ 10-ში ვინ რას თამაშობს და თავად შეარჩიე შემადგენლობა.
სოსო
სტანდარტული პირველი ინტერვიუა.ამ ეტაპზე,მეტს ვერანაირად ვერ იტყვის.ძლიერი მხარეების გაუმჯობესება და სუსტი მხარეების ამოქაჩვა.ჩვენც სტანდარტულად,წარმატებები ვუსურვოთ.პირველი შედეგები,შემოდგომის ტესტებზე უნდა გამოჩნდეს,თუმცა ტენდენციები,უკვე ზაფხულშიც შეეტყობა.ქართული რაგბის დონე,მაღლა მიდის და უკვე წელს გვქონდა იმედი,ჯგუფიდან გავსულიყავით.არ გამოგვივიდა,მაგრამ მომავალ ჩემპიონატამდე,ეს უკვე ობიექტური პრეტენზია უნდა იყოს და იქნება კიდეც.ჩელენჯქაფი,ჩვენ ბიჭებს,დიდ გამოცდილებას და თავდაჯერებულობას მისცემს,რაც ნაკრებსაც დაეხმარება.
გიორგი 50
რიჩარდ, ჩილაჩავა მოიწვიე, თუ გინდათ, რომ უკეთესად გაისარჯოთ...
ბათუმელი ექსპერტი
პირველი "მიხვედრილობა" და ნააზრევი სწორია: შერკინებაში და მოლში ძველი ძლიერების დაბრუნება. ნუ ცხადია სხვა სათამაშო კომპონენტების დახვეწა-განვითარება. აი ნახავთ 2027 ში საქართველო მეოთხედფინალში ითამაშებს მსოფლიოზე. წარმატებები ნაკრებს და შავ ლომს! წარმატებები საქართველო!
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რიჩარდ კოკერილი: გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ
"შავი ლომი" | კოკერილის დებიუტი მშობლიურ "ლესტერ თაიგერსთან" შედგება
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო