33 წლის გორგოძე ძალოსნობის დარბაზში, სიმძიმეების აწევაში ვარჯიშობდა, როცა მკერდის კუნთი დაიზიანა.
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მკერდის მყესი და კუნთი ჰქონდა დაზიანებული. გორგოძეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ექიმების დასკვნით, რეაბილიტაციისთვის ოთხი თვე დასჭირდება. შესაბამისად, მამუკა გორგოძე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.