მამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო დივიზიონის პირველივე ტურში ქართველმა მორაგბე მამუკა გორგოძემ ორი ლელო დადო, რომლის "ტულონმაც" გასვლაზე "აჟენი" 44:25 დაამარცხა.

მამუკამ პირველი ლელო მე-13, ხოლო მეორე 59-ე წუთზე დადო.

გორგოძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო არა მხოლოდ დადებული ლელოების გამო, არამედ დაცვაში ძალიან საიმედო თამაშითაც იყო.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო. "აჟენის" შემადგენლობაში 47-ე წუთზე ანტონ ფეიქრიშვილი ჩაერთო.

ამ გამარჯვებით "ტულონი" "ლიონთან" ერთად ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან სასიხარულოა ესეთი მაგარი სტარტი გილოცავ მამუკა მაგრამ შენს ქვეყანას ასე რომ სჭირდები უნდა ჩაიცვა აბჯარი და გაიყვანო ბიჭები ბრძოლის ველზე შენთან ერთად ხომ გაასმაგებული ჟინით გავლენ ბრძოლის ველზე!
ჯაბა
27 აგვისტო 2019 12:29
0
მარადონა გყავდეს და არ თამაშობდეს რავი ვინმე მისთვის დასაფასებელი და ანგარიშგასაწევი ადამიანი როგორ არ გამოიძებნა რომ დაარწმუნოს ნაკრებში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კახა
27 აგვისტო 2019 08:31
0
მესმის ამ ადამიანის მაგრამ ვერაფრით ვეგუები ნაკრებს მის გარეშე.
ბოლო მსოფლიო უნდა ეთამაშა თუნდაც შეცვლაზე. :/
giorgi
26 აგვისტო 2019 19:38
0
Godzil,maita tu dzmebi xart shen da ziraqa,msoflioze es 3 tamashi itamashet.tu jgufidan gavedit kide erti)
Misha
26 აგვისტო 2019 12:48
5
მიხარია,მაგრამ გაცილებით გამიხარდებოდა,ბორჯღალში ყოფილიყო
სოსო
26 აგვისტო 2019 11:00
0

სიახლეები პოპულარული