ავსტრალიელი ლეგენდა: ქართველები განსაკუთრებული და მძიმე ჯიშის ხალხია, მამუკა კი მათი ლიდერია!"

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/აჩიკო გეგენავა

ავსტრალიურმა გამოცემა rugby.com.au-მ ჩაწერა ინტერვიუ ავსტრალიის ნაკრების ყოფილ მორაგბე დრიუ მიჩელთან.

მიჩელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 71 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ავსტრალიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია მსოფლიო თასზე დადებული ლელოებით.

Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს.

დრიუ მიჩელი ამბობს, რომ თუ კარგად გინდათ გაიგოთ, ვინ არის მამუკა გორგოძე, ჯერ მისი ძაღლი უნდა გაიცნოთ.

"მამუკას მასტიპის ჯიშის ძაღლი ჰყავს, რაღაც ძალიან დიდი ძაღლი", - ამბობს მიჩელი.

"როგორც წესი, ის საკუთარ სავარჯიშო მოწყობილობაზე სპეციალური ჟილეტით დარბოდა. ის ყველაფერში დომინანტია."

"ძაღლი ნადირობისთვის
ჰყავს?"
"არა, ოჯახის ძაღლია. უბრალოდ, მას სურდა, რომ ფიზიკურად ძლიერი ყოფილიყო", - აღნიშნავს მიჩელი.

"მას არ უნდოდა, რომ მის სახლში ვინმე ზარმაცი ყოფილიყო, მათ შორის, ძაღლიც."

Sportall.Ge

ჩვენ კი, წარმოგიდგენთ ქართული რაგბის კერპ მამუკა გორგოძეს, ან ხელახლა წარმოგიდგენთ, როგორც არის.

გორგოძე, რომელსაც 71 შეხვედრა აქვს საქართველოს რაგბის ნაკრებში ჩატარებული და გუნდის ნამდვილი ლეგენდაა, სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ ხელახლა გამოიძახეს მსოფლიო თასზე სათამაშოდ.

უკანახაზელმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრის ტრავმის გამო ის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას დათანხმდა და უკანასკნელად ითამაშებს იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე.

ამ ახალმა ამბავმა "ვალაბების" (ავსტრალიის ნაკრების მეტსახელი, ვალაბი - კენგურუთა ოჯახის პატარა ზომის წარმომადგენელი) ხელმძღვანელობას კიდევ ერთი ყინულის ყუთი შეაკვეთინა 11 ოქტომბერს შიზუოკაში საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ.

Sportall.Ge

"ლელოები" ცნობილები არიან, როგორც ფიზიკურად ძალიან ძლიერები, რომლებიც მორკინალების უდიდესი ექსპორტიორები არიან და ქართველების შერკინება, მართლაც რომ საშიშია.

გორგოძე საქართველოს ნაკრების ლიდერი და ყველაზე საშიში მოთამაშე იყო წინა ორივე მსოფლიო თასზე, 2011-სა და 2015 წლებში და სწორედ იქ თამაშით შეიძინა მეტსახელი "გორგოძილა".

2007 და 2011 წლებში ირლანდიისა და შოტლანდიის დამარცხებამდე საქართველოს ცოტა დააკლდა, ხოლო 2015 წელს კი მსოფლიო თასზე ორი თამაში მოიგეს, მათ შორის, ცნობილი გამარჯვება ტონგას წინააღმდეგ.

ახალ ზელანდიასთან პირველ ტაიმში 10:22 ჩამორჩენის შემდეგ, მართალია, საქართველო 10:43 დამარცხდა, თუმცა მამუკა გორგოძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს 2011 წელს გამართულ შეხვედრაში.

Sportall.Ge

მიჩელი 2015 წლის მსოფლიო თასზე "ვალაბების" შემადგენლობაში თამაშობდა და საერთოდ არ გაჰკვირვებია, რომ გორგოძემ და საქართველომ ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი.

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე გორგოძის თანაგუნდელი იყო "ტულონში" 2014-17 წლებში.

"ქართველები ასე უბრალოდ ყველაფერს არ მიიღებენ. თუ რაღაცაზე სხვა პოზიცია აქვთ, არცერთ შემთხვევაში არ დაეთანხმებიან", - ამბობს მიჩელი.

"ჩვენ მსოფლიოში ორი გამორჩეულად ძლიერი მორაგბე გვყავდა ერთ გუნდში - მამუკა და ბაკის ბოთა. ასე რომ, კუნთები ნამდვილად არ გვაკლდა.

ყველაფერი, რაც მის ძლიერებასა და მძიმე ხასიათს შეეხება, ლეგიტიმურია. თუმცა, აქვე, ის იმ ბიჭებს ჰგავს, რომლებსაც საშიში გარეგნობა აქვთ, თუმცა, თუ მასთან ხარ, მისიანი ხარ. ის ყოველთვის ერთგული ადამიანია და თუ მისიანი ხარ, შენთვის ყველაფერს გააკეთებს.

ის ბრწყინვალე ლიდერია. ყველა ქართველი მორაგბე გუნდში როგორ იყო, იცით: "ჰო, მამუკა", "არა, მამუკა", "როგორც შენ იტყვი, მამუკა". ისინი გორგოძეს უდიდეს პატივს სცემენ და მანაც ეს ყველაფერი დაიმსახურა. ასე იყო ყველა ადამიანის გადასახედიდან. ის მართლაც რომ დომინანტური ფიგურაა."

მას დიდი ძაღლი ჰყავს, თუმცა მიჩელი იხსენებს, რომ თავად გორგოძე ბრწყინალე "დიდი ძაღლია". არამც და არამც ცუდი გაგებით.

"ის ყველაფერში მაგარია და კლასი ყველაფერში ეტყობა. ის კლასიკურ ფეხსაცმელს იცვამს და შესანიშნავი სტილი აქვს და მაჯის საათებსაც დიდი ყურადღებას აქცევს. მამუკა უბრალოდ არაფერს გაიკეთებს, ის ასეთია", - დაამატა მიჩელმა.

"ის დომინანტი ბიჭია, რომელიც ძლიერად დაგეჯახება და ამავე დროს, დიდი და ძლიერი ძაღლის ცხოვრებით ცხოვრობს.

ის უბრალოდ კი არ ცდილობს ამას, ის ასეთია. ის გვპატიჟებდა ხოლმე თავისთან სახლში კონიაკსა და სიგარაზე. მინდა გითხრათ, რომ "ტულონში" ასე ბევრნი არ ვიკრიბებოდით. დავსხდებოდით ამერიკული წითელი ხისგან დამზადებულ ტყავის სავარძლებში და ვსვამდით კონიაკს. გეფიცებით, ასე იყო."

Sportall.Ge

"ვალაბები" არც გორგოძის დაბრუნებამდე ელოდნენ ადვილ შეხვედრას საქართველოს ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, 1 საფეხურით ქვევით, ვიდრე არგენტინა.

"მათ ერთი ხინჯი აქვთ", - ამბობს მიჩელი.

"მამუკა დიდი ხანია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ საქართველოს ნაკრების ადგილი 6 ერშია იტალიის (რეიტინგში მე-13 ადგილზე მყოფი) ნაცვლად.

ამიტომ, ისინი მსოფლიო თასზე ისე წავლენ, რომ ეცდებიან ძალიან ბევრი რამის დამტკიცებას. მათი შერკინება ძალიან დიდი ძალაა.

საფრანგეთის ლიგებში 30 ფიჯელი გარემარბი და 30 ქართველი მორკინალია. მორკინალებით მთელ გუნდს ვერ შექმნი, თუმცა ეს ძალიან კარგი მანიშნებელია, თუ სად არის მათი მთავარი ძალა."

მიჩელი თვლის, რომ "ვალაბები" მძიმე ბრძოლისთვის უნდა იყვნენ მზად. ის ამას გადატანითი მნიშვნელობის გარეშე ამბობს.

"მათ რამდენიმე მძიმე და ძლიერი დამრტყმელი ჰყავთ. ისინი მხოლოდ მოწინააღმდეგის განადგურებას ეცდებიან."

"გახსოვთ, საქართველო ინგლისის ნაკრებთან ერთად ერთობლივ ვარჯიშში იღებდა მონაწილეობას. რამდენიმე შერკინების შემდეგ საქმე ჩხუბამდე მივიდა. აი, ასეთები არიან."

"თუკი ქართველს ცუდად შეხედე ან პატარა რამ მოხდა, მაგალითად, მცირე ხელის ბიძგი ხაზზე შებოჭვის შემდეგ, ისინი ფეხზე წამოხტებიან და საომრად არიან მზად."

"ქართველები განსაკუთრებული და მძიმე ჯიშის ხალხია, მამუკა კი მათი ლიდერია!"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ასე კარგად მეც ვერ დავახასიათებდი ქართველობას...
საბა
12:32 06-09-2019
0
ნეტა ასეთი ბევრი გვყავდეს, მარტო რაგბში კი არა ყველა სფეროში გვეშველებოდა. მიყვარს ეს კაცი და რა ვქნა)
aleksandre
01:11 06-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული