ქართული რაგბის რეკორდსმენმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა და ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბე დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა და საზოგადოებას ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით ამცნო.

"გამარჯობა! დადგა დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ, ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!

მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.
მადლობა კლუბ ყოჩებს, მის
პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!
განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.

მეამაყება, რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, ვის გვერდშიც მითამაშია. მადლობა რაგბის, მადლობა საქართველოს იმისთვის, რომ მენდო, იმისთვის, რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.

რაგბიმ ბევრად მეტი მომცა, ვიდრე მე დავუბრუნე!
მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები...
თქვენ გვერდში ვიქნები, ბიჭებო,  რითიც და როგორც შემეძლება...
წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბის!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა!" - დაწერა "კაჭიმ".

დავით კაჭარავას "ბორჯღალოსანთა" მაისურით 122 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ჩვენი ნაკრების რეკორდული მაჩვენებელია. დავითმა ამ შეხვედრებში 25 ლელო დადო და ნაკრებს 125 ქულა მოუტანა. ამასთანავე, "კაჭიმ" ჩვენი ქვეყნის სახელით 4 მსოფლიო თასზე ითამაშა. 

altდავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე კონტინენტის ფარის გამარჯვებულები გახდნენ

მკითხველის კომენტარები / 30 /
მაგრად მეწყინა,მგონი თავისუფლად წლის ბოლომდე თამაშს. თავიდან ეს გავიფიქრე და მერე უეცრად.... იქნებ ფედერაციის პრეზიდენტათ ჰა .... რას ფიქრობთ , მგონი არაა ურიგო კანდიდატი
სონიგი
09 სექტემბერი 2020 20:53
2
Მადლობა კაჭი.
Რეზო
09 სექტემბერი 2020 19:38
1
2 აგვისტოს სტატიაში დათო კაჭარავა ამბობს,რომ ფორმაში შესასვლელად,თამაშები გვჭირდება.ერთი თვე გავიდა და რაგბიდან მიდის?ვინმე დაიჯერებს რომ კაჭიმ უმიზეზოდ გააკეთა ეს განცხადება?ეს ხომ ღრმად იმედგაცრუებული ადამიანის გადაწყვეტილებაა.ეტყობა კიდევ უფრო ცუდადაა საქმე ქართულ რაგბიში,ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და საქართველოში დაბრუნებული დიდოსტატიც კი აიძულა,ხელები ჩამოეშვა.იმედი მაქვს კაჭი გადაწყვეტილებას შეიცვლის და ეს,მხოლოდ ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებაა.ფედერაციაში თუ კიდევ ვინმეა დარჩენილი,აუცილებლად უნდა მიხედონ დათოს და შეაცვლევინონ ეს ემოციური გადაწყვეტილება.გამორიცხულია,დათოს ამ გადაწყვეტილების მიღება აქამდე ნდომოდა და ვის გამოც მიიღო,კეთილი ინებოს და მანვე გამოასწოროს მდგომარეობა.ასეთი მორაგბის დაკარგვა,არც ადამიანური და არც სპორტული კუთხით არ შეიძლება.დააბრუნეთ დათო კაჭარავა!!!
სოსო
09 სექტემბერი 2020 18:18
1
მადლობა კაჭი,წარმატებები!!!
გიორგი
09 სექტემბერი 2020 16:54
2
კაჭი,შენ თუ ყოველთვის ბიჭების გვერდით იდგები,მოიშორე ეგ სულელური გადაწყვეტილება და ითამაშე ეს საჩემპიონატო ციკლიც.უშენოდ ჩვენი უკანა ხაზი,ყოველთვის გაცილებით სუსტია და შენ ჯერ არაფერი გეტყობა სიბერის.შენი თამაშის ყურება წაგებულ მატჩებშიც კი,ერთი სიამოვნება იყო და ნუ წაგვართმევ ამ სიამოვნებას.ბორჯღალს კიდევ კაი ხანი დასჭირდება შენი თავი, მოედანზე.
სოსო
09 სექტემბერი 2020 16:36
2
დაგეცადა ნოებრამდე იქნებადა შევდივართ 6 თუ 8 ერში სადაც შენ ფასდაუდებელი იქნებოდი როგორც ყოველთვის
დამფასებელი
09 სექტემბერი 2020 16:30
0
დიდი მადლობა დავით, ჩვენთვის დიდი სიხულის მომტანი იყავი. უფალმა დაგლოცოს ყველა ახლობლებით და ასევე წარმატებული გატაროს ცხოვრებაში რეკორდმაისტერო, როგორც რაგბიში იყავი. გაიხარე და გამრავლდი.
გიზოგ
09 სექტემბერი 2020 16:04
0
მადლობა კაჭი!!!
რამდენი წლის არის?! ნაადრევად ხო არ ჩამოკიდა ბუცები, მაგარ ჯანზე იყო!!
09 სექტემბერი 2020 15:47
0
მადლობა კაჭი შენი გულიანი და თავდაუზოგავი თამაშისთვის ნაკრებში. ნამდვილად დაგვაკლდები.
წარმატებები ძმაო ცხოვრებაში
mirosan
09 სექტემბერი 2020 15:22
1
საწყენია ძალიან რომ დასრულდა შენი კარიაერა. დიდი მადლობა შენ კაჭი ყველაფრისათვის. მადლობა რომ ოფლი და სისხლი დაღვარე ჩვენთვის. შენი ქვეყნის სასახელო და საამაყო შვილი ხარ. წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ პირად ცხოვრებაში.
G.LA
09 სექტემბერი 2020 15:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული