ქართული რაგბის რეკორდსმენმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა და ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბე დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა და საზოგადოებას ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით ამცნო.

"გამარჯობა! დადგა დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ, ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!

მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.
მადლობა კლუბ ყოჩებს, მის
პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!
განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.

მეამაყება, რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, ვის გვერდშიც მითამაშია. მადლობა რაგბის, მადლობა საქართველოს იმისთვის, რომ მენდო, იმისთვის, რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.

რაგბიმ ბევრად მეტი მომცა, ვიდრე მე დავუბრუნე!
მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები...
თქვენ გვერდში ვიქნები, ბიჭებო,  რითიც და როგორც შემეძლება...
წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბის!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა!" - დაწერა "კაჭიმ".

დავით კაჭარავას "ბორჯღალოსანთა" მაისურით 122 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ჩვენი ნაკრების რეკორდული მაჩვენებელია. დავითმა ამ შეხვედრებში 25 ლელო დადო და ნაკრებს 125 ქულა მოუტანა. ამასთანავე, "კაჭიმ" ჩვენი ქვეყნის სახელით 4 მსოფლიო თასზე ითამაშა. 

altდავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე კონტინენტის ფარის გამარჯვებულები გახდნენ

მკითხველის კომენტარები / 30 /
ვააააა, მეწყინა ძალიან, რომ ამთავრებს კარიერას. ბევრი იშრომა ამ ბიჭმა საქართველოს ნაკრებისთვის და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მადლობა ჩვენ გვაქვს სათქმელი. წარმატებები ცხოვებაში
giorgi
09 სექტემბერი 2020 15:14
0
ისე კაჭარავა რომ მიდის ვინ რჩება??? პირველი აზრი ეს მომივიდა,ყველაზე თავდადებული მოთამაშე რომლის ჩაგდებული თამაში მე არ მახსოვს,ვამაყობ ძმაო შენით
soso
09 სექტემბერი 2020 15:13
0
მადლობა დავით დიდებული კარიერისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, იმედია გამოჩნდებიან ღირსეული შემცვლელები და ისეთივე შემართებით და თავდადებით დაგვამახსოვრებენ თავს როგორც თავად.
David
09 სექტემბერი 2020 15:13
0
თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ნიჭითაც, შრომითაც და ჯიგრითაც.
ლევანი
09 სექტემბერი 2020 15:12
0
მადლობა კაჭი
ზაზა
09 სექტემბერი 2020 14:55
0
მადლობა შენ ნამდვილო ვაჟკაცო,კარგო ადამიანო და სამაგალითო სპორტსმენო!!! ყველაზე დიდი ტიტულის -ქართველი ხალხის სიყვარულის- დამსახურებული მფლობელი ხარ!!!
Jordan beli
09 სექტემბერი 2020 14:54
0
მადლობა კაჭი!
კვარა
09 სექტემბერი 2020 14:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული