კიდევ ორი ქართველი "ბარბაროსი" - გიგაშვილი და ნინიაშვილი

AutoSharing Option
კიდევ ორი "ბორჯღალოსანი" – "ტულონის" ბურჯი ბექა გიგაშვილი და "ლიონის" ფრთა დავით ნინიაშვილი - მე-10 და მე-11 "ბარბაროსი" გახდა.

1890 წელს დაარსებული წვეული გუნდის შემადგენლობაში "ბორჯღალოსნებიდან" უთამაშიათ: დავით ქუბრიაშვილს, გოდერძი შველიძეს, დავით კაჭარავას, მამუკა გორგოძეს, კოტე მიქაუტაძეს, გიორგი ხარაიშვილს, დავით ზირაქაშვილს, მიხეილ ნარიაშვილსა და ანტონ ფეიქრიშვილს. გორგოძე ერთადერთია, რომელმაც ამ კლუბის მაისურით ლელო გაიტანა (ინგლისთან).

წელს "ბარბაროსები" "თვიქენჰემზე" ინგლისს ეთამაშებოდა და მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ნინიაშვილმა სრულად ითამაშა, ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა და დამაგვირგვინებელ ლელოში უდიდესი
წვლილი შეიტანა. 52 წუთი ითამაშა გიგაშვილმა, სტაბილური იყო შერკინებაში და აქტიური ღია თამაშში.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარბაროსები" პირველსავე ტაიმში მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა და 52:21 დაამარცხა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს რა უქნეს ინგლისსა,გაიფინეს რასაც ქვია,ედი ჯონსი ბოლოს სამალავს ეძებდა,ბრავო ბარბაროსების,ფაბიენ გალტიე არის დღევანდელობის საუკეთესო მწვრთნელი. მაგარი იყო ძაან,9 ლელო ინგლისმა ნეტავ ბოლოს როდის გაუშვა?
რაგბის ფანი
22 ივნისი 2022 14:22
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. მეამაყება! რამხელა პატივი და აღიარებაა ბარბაროსებში მიწვევა. კიდევ უფრო მაღალი წარმატებებისთვი მიგეღწიოთ!!!
გიორგი
21 ივნისი 2022 00:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული