"ბორჯღალოსნებისა" და "ლიონის" ახალგაზრდა ვარსკვლავი, 20 წლის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა „ოსკარით“ დააჯილდოვა.

გამოცემის მიერ ორგანიზებული წლის საუკეთესო მორაგბის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 70-ედ გაიმართა. ამ პერიოდში ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი „ოსკარის“ მფლობელი ერთადერთხელ გახდა და ის ქართველი ლეგენდა მამუკა გორგოძე (რომელიც ორი სხვადასხვა “ოსკარის” მფლობელია) იყო, ახლა კი ეს პატივი ნინიაშვილმა (როგორც საუკეთესო მოთამაშე) დაიმსახურა:

„ასეთ აღიარებას არ ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა დაფასებისთვის Midi Olimpique-ს, რომელმაც მე გამომარჩია. ენით აღუწერელი სიხარულია, როდესაც მამუკა გორგოძის შემდეგ ხდები პირველი ქართველი, რომელსაც წილად ეს ჯილდო ერგო“ – ასე გამოეხმაურა აღიარებას დავით ნინიაშვილი:

„დაახლოებით 1 კვირით ადრე მითხრეს, რომ „მიდი ოლიმპიკი“ „ოსკარის“ გადმოცემას აპირებდა და არ დავიჯერე, ხუმრობა მეგონა. მერე რომ მითხრეს, სიტყვა მოამზადეო, ცოტა ავნერვიულდი და თავად ცერემონიის დროსაც ვნერვიულობდი, ვერ ვიაზრებდი, ჩემ გარშემო რა ხდებოდა. ძალიან დამეხმარნენ ნიკა ალავიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი) და ლევან ღვაბერიძე (საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი), ასევე - ბექა საღინაძე, რომელიც ლიონში ჩამოსვლის პირველივე დღიდან მხარში მიდგას“.

ნიკა ალავიძე მიიჩნევს, რომ დავით ნინიაშვილისთვის Midi Olimpique-ის გადაცემა მთლიანად ქართული რაგბის აღიარებაა:

„ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს მინდა მივულოცო ეს დიდი აღიარება. Midi Olimpique-ის „ოსკარის“ დაჯილდოება სარაგბო სამყაროში ძალიან დიდი მოვლენაა, რომელიც ეკუთვნის როგორც ინდივიდუალურად დავით ნინიაშვილს, ასევე მთლიანად ქართულ რაგბის. საზეიმო საღამოზე – საქართველო არაერთხელ გაჟღერდა, რაც დიდი სიხარული იყო თითოეული ჩვენგანისთვის. მივულოცავ ბექას (საღინაძეს) და მთელ საქართველოს ნაკრებს მათი მეგობრისა და თანამებრძოლის ასეთ გამორჩეულ აღიარებას სარაგბო სამყაროში – ეს გუნდური შრომის ნაყოფია“.

ლიონში, „ჟერლანზე“ გამართული ღონისძიებისას ითქვა, რომ "ლიონისა" (ჩელენჯ თასზე და ტოპ 14-ში) და საქართველოს (იტალიასა და უელსთან ისტორიული გამარჯვებები) ბოლოდროინდელი წარმატებები, დიდწილად, ნინიაშვილს უკავშირდება. თავად მორაგბე საკლუბო კარიერაში გამორჩეულად ჩელენჯ თასის ფინალში გამარჯვებას მიიჩნევს და ინდივიდუალურ წარმატებას გუნდს უკავშირებს:

„ჩელენჯ ქაფის ფინალს ყველანი საოცრად მომზადებული შევხვდით. იგრძნობოდა, რომ მოსაგებად გავდიოდით, მაგრად ვითამაშეთ და ყველას დავანახეთ, როგორი გუნდია "ლიონი". ამ სეზონში გამორჩეული თამაში ჯერ არ მქონია. ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს ვდებ და ვცდილობ, საკუთარ თავს მაქსიმუმი გამოვძალო. რაც შეეხება ლელოების სიმრავლეს, ეს გუნდის და მისი თითოეული წევრის დამსახურებაა. მე გუნდური მოთამაშე ვარ და ვაფასებ, ასეთი მეგობრები რომ მყავს“.

Rugby.ge

გიორგი 50
გილოცავთ დავით! ვამაყობთ თქვენით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფროსი ვარ, თქვენს გამო ვამაყობ, რომ მეც ქართველი ვარ... ცრემლები მადგება...
გიორგი 50
გილოცავთ დავით! ვამაყობთ თქვენით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფროსი ვარ, თქვენს გამო ვამაყობ, რომ მეც ქართველი ვარ... ცრემლები მადგება...
ბმბ
ეს ბიჭი ჩვენთვის არანაკლები სიამაყეა, ვიდრე ხვიჩა. რაგბიში ყველა ჩვენს ბოლოდროინდელ წარმატებაში მას ლომის წილი მიუძღვის. მადლობა დავით.
კოტე
ქებათა ქება დავითს,მსოფლიო რაგბში გრიგალივით შემოჭრილ გოლიათს!!!
გიორგი
მართლა საოცარი რაგბისტია ნინიაშვილი, ნამდვილი მარგალიტი და ძალიან სასიხარულოა მისი ასეთი დაფასება. ვამაყოფთ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვეთ დავით!!!
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"