ლეგიონერები | ნიკა აბულაძე "ექსეთერ ჩიფსში" ითამაშებს

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის "ექსეთერ ჩიფსში" გააგრძელებს.

27 წლის მორაგბე ბრიტანეთში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ჩავა და გუნდში მიმდინარე სეზონის გარდა, მომდევნო ორ წელსაც გაატარებს. აბულაძე პირველი ქართველია, რომელიც „სენდი პარკის“ ბინადრებს შეუერთდება. კლუბის რაგბის დირექტორი (მთავარი მწვრთნელი) რობ ბაქსტერი დარწმუნებულია, ნიკა პირველივე დღიდან იბრძოლებს 23-კაციან განაცხადში მოსახვედრად:

„მისგან კარგ შედეგებს ველი. ვისაც აბულაძის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება უნდა, ვურჩევ შემოდგომის ტესტ-მატჩებს შეხედოს, სადაც რამდენიმე შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის ერთ-ერთი
გამორჩეული იყო უელსთან მატჩში, რომელშიც შეცვლაზე შევიდა და მეტოქე შერკინებებში უდიდეს წნეხში მოაქცია. მისმა თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ნებისმიერი ქართველივით კარგია სტანდარტულ სიტუაციებში და ამასთან, ბევრად უფრო მოძრავია და ძლიერია ბურთით ხელში“.

"ექსეთერ ჩიფსი" 1871 წელს დაარსდა და ორჯერ – 2017 და 2020 წლებში გახდა ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონი. 2020 წელს „ბელადები“ ჩემპიონთა თასის გამარჯვებულებიც გახდნენ. პრემიერშიფის მიმდინარე გათამაშებაში ‘ჩიფსი’ 16 თამაშიდან 43 ქულით მე-4 ადგილზეა.

აბულაძის სანაკრებო დებიუტი 2022 წელს იტალიასთან შედგა. დღემდე მის ანგარიშზე 9 კეპია.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ჩვენს ლომს!

მალე გვენახოს 100 ქართველი ბრიტანეთის საუკეთესო გუნდებში!
დიმა
13 მარტი 2023 12:50
0
გარდაუვალი იყო. ეს ბიჭი ტრავმებს რო არ დატანჯა და მერე კიდე მაინცდამაინც ის გუნდი დაიშალა, სადაც გადავიდა. ულაპარაკოდ ნომერი 1 დღეს ნაკრებში. გიგაშვილის გზას გავს მისი გზა. სხვათაშორის 3 ზეც ბრწყინვალეა და გამორიცხული არაა ექსეტერში მარჯვნივაც დაბრუნდეს. აბა ჰე დს აბა ჰო!
რეზო
13 მარტი 2023 10:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული