შოტლანდიამ ირლანდიასთან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის მსოფლიო თასზე A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ირლანდიის ნაკრებმა შოტლანდიის ეროვნული გუნდი საკმაოდ იოლად დაამარცხა- 27:3 და ჯგუფის ლიდერი გახდა.

ირლანდიელებმა ბრიტანელ ძმებს მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანის უფლება მისცეს, თავად კი 3-ჯერ დაალელოვეს შოტლანდიელთა ჩათვლის მოედანი.

ანგარიში მე-6 წუთზე რაიანის ლელოთი გაიხსნა და ირლანდიელებმა 1 ტაიმში კიდევ 2 ლელო დადეს. მეორე ტაიმში ლელო და 1 ჯარიმაც დაამატეს საბოლოო ანგარიშიც 68-ე წუთზე დაფიქსირდა- 27:3.


იაპონია, იოკოჰამა. მსოფლიო თასი. A ჯგუფი

ირლანდია - შოტლანდია 27:3

ლელოები: რაიანი, ბესტი, ფარლონგი, ქონვეი

ჯარიმა
ირლანდია: კარტი
შოტლანდია:
ლეიდლოუ

გარდასახვა
ირლანდია: სექსტონი, მარი


მსოფლიო თასი, A ჯგუფი

თ  ფ  მ   წ   ლ    გ     მ      - +   ბო   ქ

ირლანდია    1      1        4   27     3    +24    1    5
იაპონია        1      1        4   30    10   +20    1    5
სამოა
რუსეთი       1          1    1   10    30    -20    0     0
შოტლანდია 1          1    0    3     27    -24    0     0
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ირლანდის.როცა მან ჩვენი გამბითურებელი შოტლანდია ასეთ დღეში ჩააგდო.ჩვენ სადღა ვართ. ექვს ერში რატომ არ გვიღებენო კიდევ იკითხავთ?
mamulo
23 სექტემბერი 2019 10:48
0
მე მაინც მგონია,რომ შოტლანდიელებმა დანარჩენი თამაშებისათვის შეინახეს თავი.სამოა და იაპონია,სახუმარო გუნდები ნამდვილად არ არიან,ირლანდიელებთან კი შანსი მაინც რომ არ ექნებოდათ,თავიდანვე იცოდნენ.სხვანაირად მათი ასე უნიათო და უემოციო თამაში,ვერ აიხსნება.
სოსო
23 სექტემბერი 2019 10:08
2
მე უფრო ის წარმომიდგენია ჩვენი ადგილი სადაა მსოფლიო რაგბიში და ცოტა არ იყოს ღრუბლებიდან დავეშვი მიწაზე.
ირაკლი
23 სექტემბერი 2019 08:17
0
ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად ძლიერი გუნდია ირლანდია, ჩვენზე ბევრად ძლიერ შოტლანდიას ასე უშანსოდ რომ ამარცხებს მსოფლიო ჩემპიონატზე?
: )))))))
23 სექტემბერი 2019 00:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული