შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბე "კლერმონთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ზირაქაშვილი პირველი ქართველია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ორჯერ დაეუფლა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:
"საკმაოდ რთული სეზონის შემდეგ, რომელიც მრავალრიცხოვანი ტრავმებით იყო გამოწვეული, წლეულს დავით ზირაქაშვილი იყო ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე "კლერმონის" შემადგენლობაში და უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემპიონობაში.
2015/16 წლების სეზონი ძალიან მძიმე გამოდგა ზირაქაშვილისთვის:
"ეს მართლაც დაწყევლილი წელიწადი იყო. მსოფლიოს თასის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ინგლისიდან
სტატისტიკა რომ ვნახოთ: ექვსი მატჩი, აქედან ოთხი ძირითად შემადგენლობაში. ძალიან მცირე დროა, ყველაზე ცოტა, რაც იგი "კლერმონში" თამაშობს. მიუხედავად ამისა, გასული წლის ოქტომბერში, 33 წლის მორაგბეს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაუფორმეს სამწლიანი კონტრაქტი.
"კონტრაქტის გაფორმება დათოსთან ჩვენი გუნდის გრძელვადიანი პროექტის გეგმაა. მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის აუცილებელია. ძალიან გვიხარია, რომ ის კარიერას ჩვენთან განაგრძობს", - თქვა "კლერმონის" თავკაცმა ფრანკ აზემამ.
ზირაქაშვილმა ნდობა გაამართლა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. შერკინებაში უდრეკი, ახლო ბრძოლაში შეუპოვარი - ასეთია მისი თამაშის მოკლე დახასიათება.
ეს ყველაფერი 2004 წლიდან დაიწყო. ზირაქაშვილი რუსთავში ცხოვრობდა, რომელიც დედაქალაქ თბილისიდან ერთი საათის სავალზეა. დათო 20 წლის იყო, საფრანგეთში, ფედერალ 1-ის "ობენაში" რომ ჩაირიცხა. მარტოს, ცოლ-შვილის გარეშე ძალიან გაუჭირდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 2005 წლის იანვარში, ის "კლერმონში" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით მიიწვიეს მარტინ სკელცოს ნაცვლად. მას შემდეგ ზირაქაშვილი და "კლერმონი" განუყოფელნი არიან"...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
:)
ძველია