
მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა ასე თამაში უნდა გააგრძელოს.
"ამ შეხვედრაში გამარჯვებით დადებითი განწყობა შევიქმენით. ცოტა ხნის წინ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია გვქონდა და მიხარია, რომ "ნანტთან" გამარჯვების შემდეგ "კლერმონიც" დავამარცხეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლიგა 1-ში ადგილი შევინარჩუნოთ.
რაც შეეხება ჩემს გოლს, აქ სწორედ ამისთვის დავბრუნდი. ჩემი მიზანია "მეცს" უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში დავეხმარო. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ", - განაცხადა მიქაუტაძემ.