"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "შავი ლომი" საკუთარ მოედანზე "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან მარცხი განიცადა, 1 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით "შავმა ლომმა" ბოლო შეხვედრა ჩაატარა - ამიერიდან გუნდის მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი) 3:36

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი
ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
კრიტიკის 99% მაისაშვილზეა,ცრაც სრულიად დამსახურებულია. კარგი კაცჯა, მაგრამ ამ დონეზე ვეღარ ქაჩავს.ბიჭებს კი ჭკუათმყოფელი გულშემატკივარი არასდროს გალანძღავს. ერთი-ორი პოსტი წავიკითხე ასეთ და ეს ხალხი ალბათ გულშემატკივარი არც არის. ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და ამის დაუფასებლიბა დიდი უსამართლობაა. წარმატებები ბიჭებო!
ბიჭებს არავინ ლანძღავს
19:11 21-01-2024
2
საყვარელ,ძვირფას ადამიანს წარუმატებლობის შემთხვევაში ვლანძღავთ და ვაძაგებთ განა?
მაშ ჩვენი ძვირფასი მორაგბეები რად გაუხდია ზოგიერთს ლანძღვა-თათხვის ობიექტად,დღეის მდგომარეობით ობიექტურად მათზე უფრო ძლიერ მეტოქესთან მოსალოდნელი მარცხის გამო?
სამწუხაროდ,რაგბის გაგებაშიც არ ხართ და არც ამ თავდადებული ბიჭების იოტისოდენა პატივისცემაც არ გაგაჩნიათ,სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.ორთავ შემთხვევაში,სამარცხვინონი ხართ.
კოლხიდელი
14:58 21-01-2024
5

სიახლეები პოპულარული