"უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპირველობის ფინალში ფრანგების დამარცხებას შეეცდებიან

AutoSharing Option
ხვალ საღამოს, საქართველოს დროით 17:50 საათზე (პირდაპირი ეთერი რაგბი თივიზე), უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ და ფრანგ თანატოლებთან დანავსული სერიის შეწყვეტას ეცდებიან.

ნავსის გასატეხად


ჩვენმა გუნდმა პირველად ფინალში 2015 წელს ითამაშა, მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატში ექვსი ერის ქვეყნების ყველა წარმომადგენელი თამაშობდა. ფინალისკენ მავალ გზაზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ირლანდია და იტალია დაამარცხეს. გადამწყვეტი შეხვედრა ფრანგებმა 57:0 მოიგეს.

2016 წელს ფინალამდე რუმინეთს და პორტუგალიას ვძლიეთ, გადამწყვეტი მატჩი კი კვლავ ფრანგების იყო (42:0).

შარშან ტურნირში აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ნაკრებები
მონაწილეობდნენ და მეოთხედფინალში კანადას 43:3, ხოლო ნახევარფინალში იაპონიას 42:17 მოვუგეთ. ფინალურ მატჩში სხვაობის კლების ტენდეცია გაგრძელდა და ფრანგებმა 36:18 იმარჯვეს.

წელს ფრანგებმა მეოთხედფინალში რუმინეთს 67:8, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთს 38:7 მოუგეს.

ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიას 69:12, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 აჯობეს.

მცირედი ცვლილებებით


რადგან პოლონეთში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი შემჭიდროვებული გრაფიკით მიმდინარეობს და რამდენიმე მორაგბემ მიკრო-ტრავმების მოშუშება ჯერ ვერ მოასწრო, შესაძლოა ხვალინდელი მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობაში ერთი-ორი ცვლილება მოხდეს.

მანამდე ჩავლეიშვილმა სასტარტო 15 გამოაცხადა და პორტუგალიასთან მატჩთან შედარებით, მასში რამდენიმე ცვლილებაა.

ფულბეკად თამაშს გიორგი მიქანაძე იწყებს, რომელმაც წინა ორ შეხვედრაში თეიმურაზ ჭიჭინაძე შეცვალა. ამჯერად ჭიჭინაძე გარემარბი იქნება და ოთარ ლაშხს ჩაანაცვლებს. მეორე ფრთაზე კვლავ ზურაბ ქავთარაძე იდგება. უცვლელია შუამარბთა წყვილი - დემურ თაფლაძე და ლაშა ლომიძე. მგეზავად მესამე თამაშს იწყებს ნიკა ცინცაძე, ხოლო 9 ნომერზე გიორგი მარგალიტაძე ბრუნდება, რომელიც ჰოლანდიასთან სასტარტოში იყო, ხოლო პორტუგალიასთან მიხეილ ალანია შეცვალა.

პირველ ხაზში კვაჭის პოზიციაზე ბრუნდება ვანო კარკაძე, ხოლო ბურჯები კვლავ დავით აბდუშელიშვილი და ლუკა ჭელიძე არიან. მეორე ხაზში ტარიელ გვიმრაძეს იოანე იაშაღაშვილი შეუწყვილდება. ვლადიმერ ჩაჩანიძეს მიკრო ტრავმა აქვს და ის მარქაფაშია, იაშაღაშვილმა კი წინა ორი თამაში მესამე ხაზში დაიწყო. მის ნაცვლად მესამე ხაზში ნიკა ღამბაშიძე გამოჩნდა, ხოლო ბექა ყორიაული და გიგი ლეშკაშელი ძირითადში რჩებიან.

სასტარტო: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 6. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი); 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 25. ბართლომე კალაძე (იუნკერები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები:
მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 11 /
მოუგეს ფრანგებს.დდ ბრავო
zaza
31 მარტი 2018 19:35
0
sad uyurot an impormacia sad gavigot?radgan shabatia gezarebat rame impormaciis mowodeba??bolobolo pinalia
euhh
31 მარტი 2018 19:15
0
რაგბი ტვ ს პროგრამაში 19 სთ ზე წერია
j.ch.
31 მარტი 2018 15:40
0
http://www.rugbyeurope.eu
ნიკოლოზ
31 მარტი 2018 15:32
0
რაგბი ტვ_ზეა პირდაპირი რეპორტაჟი
ლევანი
31 მარტი 2018 14:35
0
სტატიის ავტორს დღეს საღამოს არის თამაში. სწაწიის თავში გიწერიათ ხვალ საღამოსო დღეს 31 რიცხვია სტატიაც 31 რიცხვშია ანუ დღეს დადებული
gavasha19
31 მარტი 2018 14:23
0
ეგება ლინკი დადოთ სად ვუყუროთ ამ თამაშს, რა დაგვაწყვიტეთ ნერვები.
emigranti
31 მარტი 2018 14:10
0
saprangetshi sadsheizleba uyuros kacma tu qartul arxebtan araaq wvdoma?tuvinmem icit ardaizarot mowera...madloba
euhh
31 მარტი 2018 11:32
0
რაგბიტვ -ზე აჩVენებენ 6 ზე .
Datooooonutu
31 მარტი 2018 14:17
0
რაგბი ევროპის გვერდზე იქნება პირდაპირი თუ არ ვცდები
giorgi
31 მარტი 2018 14:05
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული