ქართველი მორაგბის ისტორია, რომელიც ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს

AutoSharing Option
22 წლის ახალგაზრდა ვახო აბდალაძე ქართველი მორაგბეა, რომელიც ირლანდიური "ლენსტერის" მეორე გუნდის ღირსებას იცავს.

ქართველი მორაგბე ცდილობს პირველ გუნდში აღზევებას, რაც არც ისე ადვილია, რადგან კონკურენცია უნდა გაუწიოს ისეთ მორაგბეებს, როგორებიც არიან ენდრიუ პორტერი, ჯეკ მაკგრატი, ტაიგ ფერლონგი, მაიკლ ბენტი და კიან ხილი. ეს უკანასკნელი კი აბდალაძის კუმირია.

საიტმა Leinsterrugby.ie-მ ქართველ მორაგბე ვახო აბდალაძესთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ.

"როდესაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა, ვახო აბდალაძის ოჯახმა მთელი ომის სიმძიმე საკუთარ მხრებზე იგრძნო.

აბდალაძე 2018 წლის ომის პერიოდს იხსენებს:

"როდესაც სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი, დედაჩემი მუდმივად ომის ამბებს უყურებდა. ბიძა და ბაბუა ომში იბრძოდნენ და ის ძალიან ნერვიულობდა.

სოფლებში სკოლები თითქმის მთლიანად განადგურდა და რეგულარულად იყო ხანძრები.

ბაბუაჩემი მურმანი ჯარის ნაწილში მივიდა, რათა ბიძაჩემი გიგა მოენახულებინა. აღმოჩნდა, რომ ის უკვე ომში საბრძოლველად იყო წასული, ისე, რომ ოჯახი არც კი გაუფრთხილებია.

ბაბუა ამის გამო ლამის გაგიჟდა და როდესაც ამის შესახებ მთელმა ოჯახმა გაიგო, ყველამ ძალიან ინერვიულა.

ეს პერიოდი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული იყო".

აბდალაძის ოჯახი ირლანდიაში მაშინ გადავიდა, როდესაც ვახო 6 წლის იყო და შესაბამისად, მას სამშობლო ნაკლებად ახსოვს.

თუმცა, ის ქუთაისში წელიწადში ორჯერ მაინც ჩადის. ნახულობს მეგობრებსა და ხვდება ნაცნობ ადამიანებს. მისი ოჯახი კი საბოლოოდ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მათი შვილის კარიერა.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ დროის საკითხია. ოჯახი ასევე ელოდება, თუ როდის დაამთავრებს სკოლას მათი უმცროსი ვაჟი ლუკა.

Sportall.Ge

სინამდვილეში, ვახოს პირველი სიყვარული ფეხბურთის თამაში იყო. ის "სეინტ მოტჩას" გუნდში ასპარეზობდა და ამ დროს მისი კერპები გაბრიელ ბატისტუტა, სტივენ ჯერარდი და ხაბი ალონსო იყვნენ.

თუმცა, მამის, ნიკოლოზ აბდალაძის წყალობით, რომელიც საქართველოს ნაკრებში მე-8 ნომერი იყო, რაგბი შეიყვარა და ამ სპორტის სახეობას სერიოზულადაც მიუდგა.

Sportall.Ge

ვარჯიშის შედეგად ვახო მომძლავრდა და მამამისს დაემსგავსა. დასაწყისში, მას შანსი მიეცა და 1 წელში უნდა დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები.

ის ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს აკეთებდა. დილის 05:30 საათზე დგებოდა, ორ ტრანსპორტს იცვლიდა, რათა აკადემიაში სავარჯიშოდ მისულიყო, სადაც 3 წელი გაატარა.

აბდალაძემ 20-წლამდელთა 6 ერი გამოტოვა, თუმცა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე.

ეს ის დრო იყო, როდესაც ირლანდიამ ფინალამდე მიაღწია, ჯეიმს რაიანთან და ენდრიუ პორტერთან ერთად, რომლებიც ახლა ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ.

ვახომ 2016 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიის ნაკრებში ითამაშა და ახალ ზელანდიასთან მოგებულ მატჩში თავისი წვლილი შეიტანა. მან ასევე ითამაშა საქართველოსთან მოგებულ მატჩში (35:7).

Sportall.Ge

"ზელანდიასთან 10-15 წუთი დამეთმო, საქართველოსთან კი სასტარტოში ვიყავი. ზელანდიელებთან სათამაშოდ მენტალურად მზად უნდა იყო.

შენ უბრალოდ უნდა გახვიდე მოედანზე და შეასრულო შენი სამუშაო. საქართველოსთან დაპირისპირება კი ჩემთვის სრულიად სხვა მოვლენაა.

სახლში ქართულად ვსაუბრობთ და საქართველოს წინააღმდეგ თამაში ცოტა უცნაური იყო. უბრალოდ, ჩემს როლზე უნდა მომეხდინა კონცენტრაცია.

ქართველებმა შერკინებაში ძალიან კარგად ითამაშეს. შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, თუ როგორი ძლიერები არიან ისინი ამ კომპონენტში", - ამბობს აბდალაძე.

U20. ირლანდია-საქართველო 35:7 - კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა [VIDEO]

ვახომ ამის შემდეგ დუბლინის უნივერსიტეტში ბიზნესის ხარისხი  მიიღო. მას "ლენსტერის" აკადემიაში დარჩენა შესთავაზეს, სადაც ის რაგბის თამაშობს.

Sportall.Ge

"მე სხვებთან შედარებით უპირატესობა მქონდა და ეს დამეხმარა, მოვხვედრილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ.

მიზნად აკადემიაში მოხვედრა მქონდა და როდესაც იქ ადგილი შემომთავაზეს, ახალი გეგმები დავისახე", - ამბობს აბდალაძე.

აღსანიშნავია, რომ ვახო აბდალაძეს საქართველოს 18-წლამდელთ ნაკრებშიც უთამაშია.

ირლანდიის ნაკრებში ქართველი მორაგბე ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 9 /
ასე ზერელედ წერა როგორ შეიძლება ან წლებს დააკვირდით ან რამეს რა იყო ომს გვიქადით 2018 წელში – აქ ომია მოსალოდნელი თუ რა ხდება ???
ვახო მალე მართლა ითამაშებს ირლანდიის ნაკრებში და ეს ხუმრობა ნამდვილად არ იქნება და დიდი სახელი იქნება პირველ რიგში საქართველოსთვის
ჯემალი
08 აპრილი 2018 10:49
1
ზდაროვა ადმინ, ამ ბოლო ხანს რაღაც ძალიან შეგიყვარდა ცენზურა და დაბლოკვა?
ზაზა
06 აპრილი 2018 14:29
0
არითმეტიკა რაღაც ძალიან არეულია.ომის დროს 12 წლისა იქნებოდა და თუ 6 წლისა წავიდა ,12 წლისა აქ როგორ იყო,თანაც 12 წლისას სამშობლო კარგად უნდა ახსოვდეს.
სოსო
05 აპრილი 2018 20:08
4
გიორგის.მართალი ხარ გიორგი,ეტყობა ცოტა ზერელედ გადავიკითხე.ბოდიშს ვიხდი.
სოსო
07 აპრილი 2018 11:28
0
სოსო-ს. სტატიაში არ წერია რომ ომის დროს საქართველოში იყო. დედა ტელევიზორს უყურებდა ირლანდიაში.
Giorgi
06 აპრილი 2018 06:40
0
Mezizgeba yvela is qartveli romelic saqartvelodan cava modzlierdeba da mere tavis qveyanas daupirispirdeba.. shemircxvenia yvela maseti vashkaci da arc am bichis ambebi mainteresebs tavis gzit iaros
Roma
05 აპრილი 2018 17:43
42
საიდან ამდენი ზიზღი?
nika
07 აპრილი 2018 22:25
0
არც მთლად ეგრეა საქმე. სადაც არის იქიდანაც გაუწევს რეკლამირებას საქართველოს.
Romas
06 აპრილი 2018 00:25
3
Rame axali daweret ra. Es ruger infos statiebis targmna ra ubedurebaa
Anzz
05 აპრილი 2018 17:22
1

სიახლეები პოპულარული