როგორც გიორგი ლომინაძემ აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტელეფონში იხედებოდა და დეტალები არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ ავტომობილი მშვიდად მოძრაობდა, ”რა დროსაც რაღაც დაბრკოლების გამო მერაბ კვირიკაშვილმა მანევრი შეასრულა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება”.
პროკურორის კითხვაზე, თუ ტელეფონში იხედებოდა, როგორ შეამჩნია დაბრკოლება რომ იყო, ლომინაძე განმარტავს, რომ მან ეს ავტომობილის მოძრაობით იგრძნო.
პროკურორმა მოწმეს პირველი ჩვენება შეახსენა, სადაც ის ამბობდა, რომ
მოწმე განმარტავს, რომ დეტალები შემდგომ გაახსენდა, მაგრამ შინაარსობრივად მისი განმარტებები იდენტურია.
"ავტომობილი მშვიდად მოძრაობდა, ამაში დარწმუნებული ვარ, ჩემი მეუღლე, ხუთი თვის ორსული იჯდა ავტომობილში და ვიცი, როგორ გადაადგილდებოდა. სულ ერთად ვართ, არასოდეს მერაბს ჩქარა არ უვლია. მე დეტალები მერე გავიხსენე, თუმცა განცხადებები ანალოგიურია", - განაცხადა გიორგი ლომინაძემ.
პროცესზე მხარეები დასაკითხ პირებზე შეთანხმდნენ. მომდევნო პროცესი კი 30 აპრილს ჩაინიშნა.
საქმე ეხება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა.
ipn.ge