მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ, არ მეგონა. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია და სამარცხვინო სპექტაკლია დადგმული, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი.

როგორც პაპასკირი აღნიშნავს, მისი ოჯახის წევრები კვირიკაშვილის უპასუხისმგებლობით დაიღუპნენ და ის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„ეს არის უსამართლო ქვეყანა! ეს არის ქვეყანა, სადაც სამართალს ვერ იპოვი. ის, რაც დღეს მოხდა, ძალიან ცუდი პრეცედენტია ყველასთვის. მხოლოდ ჩემს შვილზე არ არის საუბარი. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია და სამარცხვინო სპექტაკლია დადგმული. კანონის ფარგლებში ბრძოლას ვაპირებ.

ჩვენ ოჯახი გაგვინადგურდა, შვილი და რძალი ამ უპასუხისმგებლო, თავხედი ადამიანის გამო აღარ მყავს. ყველამ იცის, რა მოხდა. 5 წლის ბავშვი უპატრონოდ დამრჩა. უნამუსობის მეტი რა შეიძლება ამას დაერქვას?

ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. არ მეგონა, თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ ამ ადამიანს. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. 4 ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და მისი მეუღლის სიცოცხლეზე, ის საწყალი გოგოც დაიღუპა აბსოლუტურად უპასუხისმგებლობის გამო“, - განაცხადა პაპასკირმა.

ცნობისთვის, 2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „იქს 5“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, დაიღუპა მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე, „ჰონდას“ მგზავრები: გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდია და ანი ჩხაიძე. მძიმედ დაშავდნენ თავად მეკო კვირიკაშვილი, ასევე, მორაგბე გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე.

სწორედ აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით იყო მერაბ კვირიკაშვილი ბრალდებული. ის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უდანაშაულოა. მას შეფარდებული 15 000-ლარიანი გირაო მოეხსნა და ავტოსადგომზე მყოფი მანქანაც დაუბრუნდა.

წყარო: ipn.ge

Tazo
ვაშკაცების კი არა ვაჟკაცების:))
გოგა
ეგაა ვაშკაცების სპორტია რაგბიო.. ამ კაცის საქციელი ვაშკაცობაა.. ჩამჯდარიყო ცოტახანი სამუდამოს ხო არ მიცემდნენ. ეს ქვეყანაა აღარააა
Just Supporter
1. არცერთი ვიყავით მანდ და რეალურად არ ვიცით რა მოხდა. 2. თუ მეკო ნამდვილად დამნაშავე იყო, სამწუხაროა, რომ ასეთი განაჩენი გამოიტანეს. 3. ვიდრე სხვას განიკითხავთ, თქვენი თავი წარმოიდგინეთ მის ადგილზე (ყველა ღმერტმა დაგიფაროთ). თუ დამნაშავე იყო და ყველაფერი გააკეთა, რომ გამართლებულიყო, დარწმუნებული ვარ, რომ არა საკუთარი თავის, არამედ შვილების გამო გააკეთა, რადგან პირველი - რთულია შვილებს დაანახო, რომ შენს გამო დედა დაკარგეს, მეორე - როდესაც დედა დაკარგეს შვილებმა, მითუმეტეს არ მოგინდება, რომ მამას გარეშეც დარჩნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, არავითაღ სემთხვევაში არ არის გასამართლებელი, მაგრამ გასაგებია მისი საქციელი და, დარწმუნებული ვარ, რომ მისა ადგილზე 99% იგივეს ეცდებოდა. 4. იარეთ ფრთხილად, რაც გზებზე ხდება, როდესაც არც წესის დაცვა გვინდა, არც სხვა მძღოლი და ქვეითი გვადარდებს, ეს არის იმ საშინელი მოცემულობის მიზეზი, როდესაც ათასობით ადამიანი იღიპება ყოველწლიურად გზებზე.
Status quo
რაგბი შემაძულა მეკოს უნამუსობამ. არ დაბლოკოთ.
patrioti
ეს ვითომ ადვოკატები გასაწყვეტლები არიან! სწორედ ადვოკატის ზეწოლის გამოა რომ მეკომ, აღიარების ნაცვლად, ე.წ. "უსუფთაო გზით სიარული" ამჯობინა
მკვლელობა სრულიად უფასოდ
5 კაცის მკლელს ნორმალურ ქვეყნებში მინიმუმ 20 წლით ჩასვავვდნენ ციხეში. როგორც ჩანს საქართველოში ცნობილებისთვის ხუთი კაცის მკვლელობა უფასოა.
Tazo
და ყველაფერი მოსულა მაშინ,ადამიანი თავის ნამოქმედარზე ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი უნდა იყოს,ის უნდა ჩამჯდარიყო ყველა ვარიანტში,მაგრამ ღირსებას ტყავის გადარჩენა ამჯობინა.ადრე მე მას დიდ პატივს ვცემდი,როგორც კარგ სპორტსმენს,ახლა კი მხოლოდ სიბრალულს (ყველაზე კარგ ვარიანტში).
ლაშა
მერე ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის არჩეული არ არის ეგ დილეტანტი მართველები? აბა ვინმე სხვა ყოფილიყო თუ არ უკრავდნენ თავს ვირის აბანოში. არ მემეტება ციხისთვის მეკო, თუმცა რა აცინებდა? უხერხულია და იმაზე მეტყველებს, რომ ტიპი ვერ იაზრებს რა გააკეთა.
geno
yvelam kargad vicis rac moxda.esaa sircxvili kanoni ar kanonobs masonebi martaven da guqaven qvekanas
emigrants
ემიგრანტი მაინც არ იყო რა სისულელებს წერ.. მაგ ქვეყანა თქვენნ რომ გარბიხართ უკეთესის სურვილით ეგრე არ აშენებულა, უსამართლობით, ხალხის ჩაგვრით და კიდე აღარ ჩამოვთვლი რით. თუ სახელმწიფო არ დაემსგავსა სახელმწიფოს, კანონმა თუ არ იკანონა რუსთაველი როგორც დღესაა მორთული ისე იქნება სულ.. დილეტანტების ხელში როა ქვეყნის მართვა მაგიტომაა კარგად საქმე.
emigranti
უსამართლო ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ ცხადია, მაგრამ რომც დაესაჯათ იმაზე დიდი სასჯელი მაინც არ იქნებოდა რაც თავად განიცადა და ცოდვა დაიდო. არც დაღუპულები გაცოცხლდებოდნენ მისი ციხეში გაგზავნით. ისე სპორტსმენების მანქანის თავხედურად მართვა საკმაოდ ხშირია და რამე უნდა იღონოს სპორტის სამინისტრომ და შსს-მ.
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
მსაჯების შეხვედრა ა ლიგის კაპიტნებსა და ვიცე-კაპიტნებთან
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
საქართველო - ბულგარეთი | 6 სექტემბრის განრიგი
დამატებითი ბილეთები საქართველო - ბულგარეთის მატჩზე
"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს
დაბრუნება დიდხნიანი პაუზის შემდეგ - ცარუკიანის მეტოქე ცნობილია
[VIDEO] ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
[VIDEO] მხოლოდ მეორე ტაიმი კარგად თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:2 მარცხდება
თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საბერძნეთის იმედად - საქართველოს ნაკრების ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
ერთ დროს "ბარსელონას" შეუცვლელი ფეხბურთელი კარიერის 31 წლის ასაკში დასრულებასთან ახლოსაა
დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
WorldRugby-მ მერაბ კვირიკაშვილის ლელო გამოარჩია [VIDEO]
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია