რაგბის კავშირი - ვიზიარებთ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით

AutoSharing Option
გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით, - ამის შესახებ განცხადებას რაგბის კავშირი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ წუთებში „დინამოზე“ ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის მატჩი მიმდინარეობს, რომლის დასრულებისთანავე რაგბისტთა ნაკრები ფიჯიზე მიემგზავრება.

„ძვირფასო მეგობრებო, „დინამოზე“ მიმდინარეობს დაძაბული მატჩი „ბორჯღალოსნებსა“ და ფრანგ „ბარბაროსებს“ შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ. მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება
ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.
უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.
ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.
გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge/
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან სწორი გადაწყვეტილებააა.
roma
01 ივნისი 2018 11:36
4
სწორი გადაწყვეტილებაა!
გია-11
01 ივნისი 2018 10:11
4
ეს გადაწყვეტილება სწორია.
Gio
01 ივნისი 2018 08:33
4
რაგბის კავშირის ხელმძღვანელს- აბა რა ელფერი უნდა ჰქონდეს რომ მიბრძანდენდეთ ბატონო? სავარაუდოდ ცისფერი. ამას სჯობდა მთლად ნულზე წაგეგოთ, არანაირად არ მეგონა რომ არცერთი მორაგბე არ გააპროტესტებით იმ პატარა ბიჭის ძალადობრივი სიკვდილის გამოუძიებლობას, რომელიც მორაგბეობაზე ოცნებობდა და რაღაც ფერებზე დაიწყებდით ბლუკუნს.
ამატაკი
01 ივნისი 2018 02:51
25
მაშ ბატონო ამატაკი ყველა უნდა დავირაზმოთ ნაციონალების დასაბრუნებლად? და ამისთვის ჩვენი შვილებიც უნდა დავხოცოთ?
amatakis
02 ივნისი 2018 16:24
0

სიახლეები პოპულარული