მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მე-3 წუთზე საჯარიმოთი 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა მე-13 წუთზე თორნიკე ჯალოღონიამ შეტევა ლელოთი დააგვირგვინა და გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 3:7 გახდა. შემდეგ ფრანგებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს და ისევ წინ გაიჭრნენ 10:7. მერე მსაჯმა სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და ტაიმის დასასრულს ფრანგებმა ლელოც დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 10 ქულით წავაგეთ.