"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს.

მატჩი მეტოქის შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე მოპოვებული საჯარიმო გააცუდეს. შემდეგ დერაფანში შეცდომა იქნა დაშვებული და ლელო მივიღეთ გარდასახვასთან ერთად. ამას საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მრავალფაზიანი იერიში მოჰყვა და ლუკა ჯაფარიძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 21-ე წუთზე მეტოქე საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა.

29-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილი გააძევეს და იაპონიამ ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და მოწინააღმდეგე 10-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა
წინ. კაცნაკლულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს
ლელოს გატანა (დემე თაფლაძემ), აფრასიძემ გარდასახვა გააცუდა და 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა მორაგბეებმა შეუტიეს, ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრიერიში კი მოწინააღმდეგემ ლელოთი და გამოუყენებელი გარდასახვით დაასრულა. მერე აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და დაიწყო ჩვენი გუნდის ხანგრძლივი და მწვავე იერიში, ორჯერ ახლოსაც ვიყავით მიზანთან , ვერ გამოვიყენეთ და 59-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა მსაჯმა.

10 წუთში კი თაფლაძემ მეორე ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოეყენა, მსაჯმა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იაპონელი მორაგბე გააძევა, ჩვენს გუნდს გამარჯვების ჩინებული შანსი გაუჩნდა და აფრასიძემ თედო აბჟანდაძის გარღვევის შემდეგ ლელო გაიტანა, მანვე გარდასახვა ვერ გამოიყენა და 24:22.


ასეთი გუნდი ყველასთვის საოცნებოა, რომელიც თამაშს ეროვნული ჰიმნის ამაღელვებლად შესრულებით იწყებს, ასე თავდადებულად იბრძვის და იმარჯვებს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლეს ორი მატჩის მოგება. გარდა ამისა, ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან!

ყოჩაღ ბიჭებს! გილოცავთ!

altგელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

altლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" ემოციები იაპონიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
ჩანდა რომ ირლანდიასთან ჩატარებულმა შეხვედრამ დიდი ძალა და ენერგია წაიღო და ცოტა გადაღლილები ჩანდნენ იაპონიათან.
დიდი მადლობა ჩვენს პატარა ძმებს ამ დიდი სიხარულისთვის.თქვენ ხართ თავდადების, სიმტკიცის და ქვეყნის სიყვარულის მაგალითი ყველასათვის.
WTF
13 ივნისი 2018 09:47
0
შემოგევლეთ ლომის ბოკვრებო
sake
13 ივნისი 2018 22:44
0
საუკეთესო შეხვედრა, რაც კი მახსოვს! კიდევ უფრო დახვეწეთ ყველა კომპონენტი, იქნებ ოლლ ბლექსს მოვუგოთ როდესმე! ყველა ნაკრებს ეხება!
მერაბი
13 ივნისი 2018 10:16
0
ყოჩაღ! ძალიან გავიხარეთ; 9 და 10 ნომრები სუპერები არიან. თაფლაძე ალბათ მამამისს დაემგვანა, ისიც მაგარი რაგბისტი იყო
gero
13 ივნისი 2018 09:59
0
მადლობა ჩვენს ბიჭებს!!! მადლობა იმ სიხარულისათვის, რასაც გვჩუქნიან!!! მადლობა ყველა იმას, ვინც ამ სიხარულის თანაავტორია!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!!
tngh
13 ივნისი 2018 12:04
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!!!!!!! ლომები ხართ!!!!!!!!!! თორნიკე ხომ ლომია და ლომი!!!!!!!!!!ლომი ხარ, ლომი!!!!!!!!!!!!!!!! მოკითხვა ზაურ ჯალაღონიას!!!!!!!!!!!!
zaali
13 ივნისი 2018 10:48
0
გილოცავთ ყველას მადლობა ბიჭებს!!!!!!!!!!
ალეკო
13 ივნისი 2018 10:45
0
მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი დღე უკვე წარსულია და თითქოს ემოციაც დაცხრა, გუშინდელი თამაშის გახსენებაზე ჟრუანტელი მივლის და სიამაყის ცრემლი მერევა, რომ საქართველოს ყავს ღირსეული შვილები, რომლებიც თავის ქვეყნისთვის მუდამ შეუპოვრად იბრძვიან და ახარებენ ქართველებს. ღმერთი იყოს კაცებო თქვენი შემწე.
stig
13 ივნისი 2018 09:15
0
საოცრად დრამატული თამაში იყო, ეს თამაში რო წაგვეგო არ ვიცი რა... იაპონიის ნაკრები იყო თუ წყნარი ოკეანის კუნძულების? მაღალი დონის მწვრთნელი რო ყოლოდა ამ ნაკრებს გაცილებით მეტს მიაღწევდნენ... ჯაფარიძემ პირველ ტაიმში რეები აკეთა ლამის გავგიჟდი... ჯალაღონია და აბჟანდაძე სხვა პლანეტაზე არიან...
Musenbezi
13 ივნისი 2018 11:51
1
აი ასეთმა ბიჭებმა მოიყვანეს დღემდე საქართველო.გაიხარეთ ბიჭებო,სულ წარმატებების გზებით გევლოთ.
*
19 ივნისი 2018 11:14
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული