შოტლანდიელებმა "უმცროს ბორჯღალოსნებთან" მატჩი შეაფასეს: საქართველოს მძლავრ გუნდთან დავმარცხდით

AutoSharing Option
შოტლანდიის რაგბის კავშირმა მიმოხილვა მიუძღვნა 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მათი და საქართველოს ნაკრებების მატჩს.

"მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი შოტლანდიის ახალგაზრდულმა გუნდმა 19:12 მოიგო, საქართველომ მეორე ტაიმში 24 ქულა აიღო და გაიმარჯვა. სასიკვდილო დარტყმა აბჟანდაძემ რეალიზებული საჯარიმოთი მიაყენა. დავმარცხდით და ტურნირზე მე-10 ადგილი დავიკავეთ. გუნდის კაპიტანი მაკდოუელი იმედგაცრუებული იყო, მაგრამ თვლის, რომ ამ ასაკობრივ ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს:

"ბევრი ფიქრობდა, რომ მე-20 წუთის შემდეგ საერთოდ დავიკარგეთ მოედანზე, მაგრამ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და თამაშში დავბრუნდით. თუმცა, მაინც წავაგეთ. ჩემის
აზრით, ტურნირზე მდიდარი გამოცდილება მივიღეთ და ეჭვიც არ მეპარება, ამას მომავალ ჩემპიონატზე გამოვიყენებთ. ბიჭები მოუმატებენ და მათთან ერთად თამაში ჭეშმარიტი სიამოვნება იყო".

საქართველო მე-4 წუთზე დაეუფლა ინიციატივას, როდესაც ჯაფარიძემ კორიდორი გაჭრა. ქართველების მოლი შთამბეჭდავი იყო. შოტლანდიამ მალევე უპასუხა. შემდეგ მსაჯმა ჩხუბისათვის აფრასიძე და გრეჰემი გააძევა. მარჯანიშვილმა მერე ლელო დაგვიდო. ტაიმის ბოლოს ჩემპენმა ბურთი ჩაჭრა, იფრინა და შოტლანდია დააწინაურა.

მეორე ტაიმი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და ისინი წინ გაიჭრნენ, თითქოს შოტლანდიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, მაგრამ მერე იძალა და ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. 79-ე წუთზე კი აბჟანდაძემ აუღელვებლად შეასრულა საჯარიმო და შოტლანდიის გამარჯვების იმედი დაასამარა".

altჩვენი იმედის გუნდმა შოტლანდია დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა ბიჭებს, ძალიან კარგი გუნდია! შემდეგ მსოფლიოზე ესენი იქნებიან წამყვანები ნაკრებში...
zviads
18 ივნისი 2018 16:38
0
ყოჩაღ ბიჭებო! რაგბი ჩვენი თამაშია!
ლექსო
18 ივნისი 2018 11:15
1
ჩემი აზრით საქართველო ამ ჩეპიონატზე მეექვსე გუნდი იყო. ჩვენები უფრო ძლიერები იყვნენ ვიდრე უელსი, იტალია და არგენტინა. ცოტა გამართლება და 5-8 ადგილებისთვის ვიბრძილებდით. როგორც ტვ რაგბის კომენტატორებმა იხუმრეს ჩვენ და ზელანდიამ ერთნაირი შედეგი ვანახეთ. ზელანდიამაც ორი თამაში წააგო საფრანგეთთან და სამხრეთ აფრიკასთან და სამი მოიგო ჩვენსავით :)
irakli81
18 ივნისი 2018 10:01
1
კი გეთანხმები ეგ თაღლითობას ნამდვილად გავდა თან ჩვენგან მწარედ ახსოვთ ერთსაც და მეორესაც
irakli81
18 ივნისი 2018 15:44
0
ირაკლი,მანდ გამართლება არაფერ შუაშია,არგენტინა და იტალია,მოძმე ქვეყნებია.არგენტინაში ხომ ძალან ბევრი იტალიელი ცხოვრობს.ჰოდა ჯერ ნაღდი თამაში ითამაშეს,რომ უძლიერესი გამოევლინათ,შემდეგ კი ორივე გუნდისათვის სასურველ ანგარიშზე მიიყვანეს თამაში,ლელოებითაც და სხვაობითაც.მანდ გასაკვირი არაფერია,მაგრამ მაინც თაღლითობაა ჩვენს მიმართ.
ისე საფრანგეთმა ყველაზე ცოტა ქულა ამ ჩემპიონატზე ჩვენთან გააკეთა და სხვაობაც შეიძლება ასე ყოფილიყო,მაგრამ ინგლისელებმა ფინალში,სულ ბოლოსკენ შეუმცირეს ჩვენზე მეტად სხვაობა.თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავს,მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
სოსო
18 ივნისი 2018 14:20
0
აი, ეს მომწონს! აღიარება კარგია!
ნათია
18 ივნისი 2018 09:32
0
უფალი ფარავდეს ჩვენ ლომებს კიდევ ბევვრი გაემწარებიით მოედანზე
რაგბი პირველია
18 ივნისი 2018 08:28
0

სიახლეები პოპულარული