ჩვენს გუნდს ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი შკინინი უკაპიტნებს, რომელსაც ზურგს 38 სანაკრებო კეპი და 6 ლელო უმაგრებს:
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით თამაში, მით უმეტეს ბესიკ ხამაშურიძის ხელმძღვანელობით, რომლის მხარდამხარ ეროვნულ გუნდში პირველი ნაბიჯები გადავდგი“.
სისტემატურად უნდა შევიკრიბოთ
შკინინი გუნდში არსებული გარემოთი და ახალგაზრდების სარაგბო ცოდნით კმაყოფილია. ის ფიქრობს, რომ საქართველო XV რეგულარულად უნდა შეიკრიბოს, რათა ქართულმა რაგბმა დიდი სარგებელი მიიღოს:
„ამ
„ვფიქრობ, მსგავსი ტურნირები სისტემატურად უნდა გაიმართოს. 3-4 წელიწადში ერთხელ შეკრება ბევრის არაფრის მომცემი იქნება, რეგულარულად თამაში კი, ახალგაზრდებს დიდ გამოცდილებას მოუტანს. ერთია 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებში თამაში და სულ სხვაა უფროსი ასაკის მორაგბეების მხარდამხარ თამაში“.
მეტოქეების შესახებ
შკინინს მაგალითად არგენტინული რაგბი მოყავს:
„ჩვენ არგენტინას უნდა მივბაძოთ, რომლის მეორე ნაკრები რეგულარულად, წალიწადში რამდენიმე ტურნირს თამაშობს. სწორედ ასე იზრდებიან ეროვნული ნაკრებისთვის ძლიერი მოთამაშეები“.
საქართველო XV არგენტინა XV-ს 28 ივლისს, ‘მიხეილ მესხზე’ 19 საათზე ეთამაშება, ხოლო 3 აგვისტოს, 21:30 საათზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება:
„ვფიქრობ, ბრაზილიის ნაკრები სწრაფი, მოძრავი და ტექნიკური გუნდი იქნება. შერკინება მათი ძლიერი მხარე არ იქნება და ამ სისუსტის ანაზღაურებას სწორედ სისწრაფის ხარჯზე ეცდებიან. მათთან თამაში საინტერესო და დიდი სარგებლის მომტანი იქნება. ბესიკ ხამაშურიძის სურვილია, რომ ჩვენც სწრაფი და გაშლილი რაგბი ვაჩვენოთ, რომლის დროსაც ხაზის მოთამაშეებს დიდი მნიშვნელობა ექნება“.
საქართველო XV-ის კაპიტანი ტურნირის მშვენებად მიიჩნევს ტოპ 14-ის კლუბ ‘რასინგს’ და გულშემატკივარს მოუწოდებს, რომ მისი თამაშით ისიამოვნოს:
„კლუბს ნაკრებთან შედარებით ყოველთვის უპირატესობა აქვს, რადგან ბიჭები ერთად დიდ დროს ატარებენ და ერთმანეთის ყველა ნაბიჯი იციან. ეს განსაკუთრებით მსოფლიო დონის კლუბებში შეინიშნა, ისეთებში, როგორიც ‘რასინგია’. ამ კლუბში მხოლოდ საუკეთესოები, ვარსკვლავები თამაშობენ და გულშემატკივარს საინტერესო თამაშები ელით“.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით