საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
გოგიტა ბუხაიძის ფოტო

საქართველოს რაგბის კავშირი უერთდება თბილისის "ლოკომოტივის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გუნდისთვის, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, "კონტინენტის ფარზე" მონაწილეობის შესაძლებლობას ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის 10-გზის და მოქმედ ჩემპიონ "ლოკომოტივს" აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, რაგბის კავშირი მოკლებულია შესაძლებლობას, კერძო კლუბებს გაუწიოს დამატებითი ფინანსური დახმარება. სწორედ ამის გამო შარშან ქვეყნის ჩემპიონმა გორის "ჯიქმა" ვერ შეძლო "კონტინენტის ფარზე" თამაში და ის ფინალისტმა "ბათუმმა" ჩაანაცვლა, რომელმაც ტურნირში ჩართვისათვის საჭირო ფინანსები დამოუკიდებლად მოიძია.

რაგბის კავშირი მოუწოდებს კერძო სექტორს, რომ მხარში დაუდგნენ ქვეყნის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს", რათა მან ქართული რაგბის ღირსება ევროტურნირებში დაიცვას.

შეგახსენებთ, "კონტინენტის ფარი" მესამე დონის ტურნირია და პარალელურად, წარმოადგენს მეორე დონის, "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევ ტურნირს. "ჩელენჯ ქაფის" საგზურს, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) კლუბები გამოდიან, ორი ფინალისტი იღებს. შარშან "ბათუმმა" ნახევარფინალი ითამაშა და ერთი ნაბიჯი დააკლდა სანუკვარ მიზნამდე.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემი აზრით ქართველ მოსახლეობასაც და გულშემატრკივრებსაც შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ ლოკომოტივს, ჩემი ღრმა რწმენით 100 000 ადამინაი მაინც მოიძებნება საქართველოში რომლეიც გულშემატკივრობს რაგბს არა მარტო რაიმე კონკრეტულ თამაშებზე არამედ ზოგადად რაგბის მომავალს, შესაბამისათ მიაწოდეთ ხმა ლოკომოტივის ხელმღვანელობას, გამოაქვეყნოს ანგარიშის ნომერი და 100 000 გულშემატკივრიდან 30 % მაინც რომ გავიღოთ მინიმუმ 5 ლარი (თითქოს ერთ თამაშს დავსწრებივართ) შესაძლებლობა გაჩნდება კიდევ გუნდი მოვახვედროთ კონტინენტის ფარზე!!! რაც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული რაგბის მომავლისთვის და სიხარული (რომელიც ბევრად მეტია ვიდრე 5 ლარი) ბუმერანგივით დაუბრუნდება გულშემატკივრებს
ლადო
01 აგვისტო 2018 16:35
1
ყველაზე კარგი იქნება სტადიონი რომ შევავსოთ მაგ თამაშებზე და დაფინანსებაც გამოვიდოდა
ქუთაისელი
01 აგვისტო 2018 17:02
0
ქუთაისელო,შენი წინადადება რა თქმა უნდა კარგია,მაგრამ სტადიონზე განა რამდენი კაცი მივა?მე პირადად ჩემი საცხოვრებელი ადგილის გამო,ცოცხალი რაგბი თვალით არ მინახია და შეიძლება კიდევ კარგა ხანს ვერ ვნახო,მხოლოდ ტელევიზორით ვადევნებ თვალს,თანაც განა რამდენი შემოსავალი შევა მაყურებლისაგან?რა თქმა უნდა ეგეც ერთერთი შემავსებელი შეიძლება იყოს,მაგრამ თუ უშუალოდ ,მიზნობრივად ჩავურიცხავთ ფულს ანგარიშზე,ეგეც დამატებითი წყარო იქნება და იმედია ფულიანი სპონსორებიც გამოჩნდებიან,თორემ მეორე გუნდიც არა ნაკლებ გაჭირვებული გვეყოლება და შეიძლება ვერ გავწვდეთ.
სოსო
02 აგვისტო 2018 09:35
0
ქუთაისელი გეთანხმები, უბრალოდ მგონია რომ ეს უფრო მიზანმიმართული იქნება კონკრეტული ქმედებისთვის, რაც შეეხება თამაშებზე დასწრებას დარწმუნებული ვარ რომ დამსწრეების რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება რაც მეტი გუნდი გვეყოლება სხვადასახვა ტურნირებში.
ლადო
01 აგვისტო 2018 17:53
1
ლადო გეთანხმები. დადონ ანგარიშის ნომერი და.....
Vano
01 აგვისტო 2018 18:07
0
ჩემი აზრით ლოკომოტივმა (მენეჯერმა) უნდა ჩამოწეროს ხარჯები, რა დაჯდება, რამდენი ჭირდებათ და როდის. ეს უკვე ექნებათ, მაგრამ ფორმა მიცეს ჩვენთვის გასაგები. ამის მერე შეიძლება პიარ კამპანია ფულის შესაგროვებლად და ამავდროულად რაგბის პოპულარიზაციისთვის. აი აქ შეიძლება ხალხის ჩართულობა, რასაც მოყვება თანხის შეგროვება, ხოლო შემდეგ ეტაპზე რა დაიხარჯა და რაში. თუ შედეგიც დადეს, ყველას გვექნება თანამონაწილეობის შეგრძნება. ეს გაზრდის რაგბის პოპულარობას. ანუ 2 კურდღელს დავიჭერთ. მოკლედ კარგი ორგანიზატორი ჭირდება ამ საქმეს, მარტო განცხადებით ფულს არავინ დადებს.
ჰაჰა
02 აგვისტო 2018 11:22
0
ანგარიშის ნომერი დადონ, აუცილებლად გაიღებს გულშემატკივარი, ვის რამდენი შეეძლება. მერე თამაშებიდან გაყიდული ბილეთების თანხაც დაემატება. პრობლემაც შეძლებისდაგვარად გადაიჭრება. თანაც ჩვენი რაგბისტების გვეიმედება, ფეხბურთს კი ჯერ არაფერი ეშველა.
მერაბი
02 აგვისტო 2018 09:48
0
ლადოს ვეთანხმები,მაგრამ ისე სირცხვილი კი არის საქართველოს რკინიგზისათვის!!!! მატარებლებზე თვითმფრინავის ფასები აქვთ და განყოფილებებში 2 000 კაცი რომ ყავთ გაბერილი ხელფასებით ,აკაკი ჩხაიძის დროს 400 კაცი ყავდათ და 3-ჯერ მეტი ტვირთბრუნვა ქონდათ.
tazo
02 აგვისტო 2018 09:52
0
მახინჯბურთაობაში ხო იდება სახელმწიფო ფული, თუმცა საერთოდ არაფრისთვის მიუღწევიათ 28 წლის განმავლობაში!!!
Lou
02 აგვისტო 2018 10:14
0
ლამის წაიღეს ტვინი-ქართული რაგბი იმიტომ ვითარდება,რომ ერთი კაცი აფინანსებსო და ...ყველაფერთან ერთად ესეც ფუფლო გამოდგა?
გიორგი ჯანიკაშვილი
02 აგვისტო 2018 10:38
7
tu pulis tomrebs ar undat saxalxo sportis dafinanseba, chven davapinansebt! ra gaxda otxasi atasi? angarishis nomeri dadet da imdens shevzlebt, rom shemdeg wels ukve challenge ze gveyoleba gundi.
gagi
03 აგვისტო 2018 11:35
0
ანგარიშის ნომერი დადეთ სასწრაფოდ!
B-52
02 აგვისტო 2018 11:03
1

სიახლეები პოპულარული